რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ახალი ტესტი საკვერცხის კიბოს დიაგნოსტიკას გაამარტივებს
ახალი ტესტი საკვერცხის კიბოს დიაგნოსტიკას გაამარტივებს
ლევენის საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერებმა ულტრაბგერითი გამოკვლევა განსაკუთრებულად დახვეწეს. მათ მიერ შემუშავებული, და რაც მთავარია, სრულყოფილი ტესტით შესაძლებელი იქნება საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის განსხვავება კეთილთვისებიანისგან მაღალი სიზუსტით. როგორც NDTV აცხადებს, წინათ პაციენტთა 20-25 % სწორ დიაგნოზს ვერ იღებდა.

სპეციალისტებმა 13 წლის განმავლობაში დაახლოებით 5000 პაციენტი შეისწავლეს. შესაბამისად, მათ შეძლეს მეთოდის სრულყოფა და მაღალი სიზუსტის ტესტის გამოკვეთა. საკვერცხის კიბო მეტად საშიში (ხშირად სასიკვდილო) დაავადებაა. მისი დროული დიაგნოსტიკა ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და პაციენტთა გადარჩენის შანსს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ახალი მეთოდის დახმარებით უამრავი ქალი, რომელსაც საკვერცხის კეთილთვისებიანი სიმსივნე აღენიშნება, ქირურგიულ ჩარევას გადარჩება. ხოლო ქალბატონებმა, რომელთაც დაუდასტურდებათ ავთვისებიანი სიმსივნე, აუცილებლად უნდა ჩაიტარონ ოპერაციული მკურნალობა.

როგორც ხედავთ, პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, ახალ ტესტს ქალებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოში, ყოველწლიურად, სიმსივნის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის
სიმსუქნე შეიძლება 13 სახეობის კიბოს განვითარების რისკ ფაქტორი აღმოჩნდეს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC) ექსპერტებმა კიბოსა და სიმსუქნეს შორის ცალსახა კავშირი დადგინეს.
ტეხასის უნივერსიტეტში მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც სპეციალისტებს ყოველ კონკრეტულ პაციენტთან სიმსივნის ევოლუციის წინასწარ განსაზღვრის საშუალებას მისცემს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დედამიწის მოსახლეობის 60 % ჰელიკობაქტერიის მტარებელია. ამ პრობლემაზე, საზოგადოდ, ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა, კვლევები ვერაგი, ონკოგენური ბაქტერიის (რომელიც მუდმივად განიცდის მუტაციას) შესასწავლად კვლავინდებურად არ წყდება.
ამერიკელმა მკვლევარებმა ერთმანეთს აფრიკისა და ევროპის მცხოვრებლების რაციონი შეადარეს. ანალიზმა აჩვენა, რომ რაციონში მცენარეული საკვები შეიძლება ძუძუს კიბოს მსოფლიო ეპიდემიისგან დაცვის ნამდვილ საშუალებად იქცეს.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.