რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
C ვიტამინი ქიმიოთერაპიაზე არანაკლებ ეფექტურად მუშაობს
C ვიტამინი ქიმიოთერაპიაზე არანაკლებ ეფექტურად მუშაობს
C ვიტამინს (ასკორბინის მჟავას) საოცარი თვისებები აღმოაჩნდა. ვირთაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ეს ვიტამინი დარტყმას აყენებს სხვადასხვა მუტაციის მქონე სიმსივნურ უჯრედებს, აფერხებს მათ ზრდასა და გამრავლებას.
კერძოდ, C ვიტამინს აღმოაჩნდა ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებზე დამღუპველი ზემოქმედების უნარი. ექსპერიმენტებში ის კიბოს უჯრედებს ანადგურებდა.
ორგანიზმში მოხვედრისას ასკორბინის მჟავა პროვოცირებას უწევს სიმსივნური უჯრედებისათვის რამდენადმე საშიშ (სახიფათო) ნაერთთა გამომუშავებას. ამ ნაერთთა შორისაა წყალბადის ზეჟანგი და ის სხვა შენაერთები, რომლებიც ბლოკავს GLUT1 ფერმენტის ფუნქციობას. აღნიშნული ფერმენტი კი სიმსივნური უჯრედებისთვის გლუკოზისა და სხვა შაქრების ძირითადი მიმწოდებელია.
ექსპერიმენტის პირობებში საცდელი ვირთაგვების მუცლის არეში შეჰყავდათ კანცეროგენული ნაერთები, რის შედეგადაც ცხოველებს პოლიპები უვითარდებოდათ. შემდგომ შეისწავლიდნენ ჩ ვიტამინის დიდი დოზების (დაახლოებით იმდენის, რამდენსაც შეიცავს 200 ფორთოხალი) გავლენას. ასკორბინის მჟავას წყალობით ვირთაგვებს არა თუ უნარჩუნდებოდათ სიცოცხლე, არამედ სიმსივნის დამარცხებასაც კი ახერხებდნენ.

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოში, ყოველწლიურად, სიმსივნის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების ზრდა, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის
სიმსუქნე შეიძლება 13 სახეობის კიბოს განვითარების რისკ ფაქტორი აღმოჩნდეს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (CDC) ექსპერტებმა კიბოსა და სიმსუქნეს შორის ცალსახა კავშირი დადგინეს.
ტეხასის უნივერსიტეტში მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც სპეციალისტებს ყოველ კონკრეტულ პაციენტთან სიმსივნის ევოლუციის წინასწარ განსაზღვრის საშუალებას მისცემს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დედამიწის მოსახლეობის 60 % ჰელიკობაქტერიის მტარებელია. ამ პრობლემაზე, საზოგადოდ, ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა, კვლევები ვერაგი, ონკოგენური ბაქტერიის (რომელიც მუდმივად განიცდის მუტაციას) შესასწავლად კვლავინდებურად არ წყდება.
ამერიკელმა მკვლევარებმა ერთმანეთს აფრიკისა და ევროპის მცხოვრებლების რაციონი შეადარეს. ანალიზმა აჩვენა, რომ რაციონში მცენარეული საკვები შეიძლება ძუძუს კიბოს მსოფლიო ეპიდემიისგან დაცვის ნამდვილ საშუალებად იქცეს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.