რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ცნობილი ონკოლოგი რეზო გაგუა გარდაიცვალა
ცნობილი ონკოლოგი რეზო გაგუა გარდაიცვალა
საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი რეზო გაგუა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, პროფესორიი კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს. 71 წლის პროფესორის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
რეზო გაგუა დაიბადა 1945 წელს, ქალაქ ფოთში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1969–1970წწ. იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი; მ1970–1972წწ. მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972–1975წწ. მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1975–1979წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და თორაკალური
You must have Flash Player installed in order to see this player.
ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 160–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 7 გამოგონება საავტორო უფლებებით, 14 რაციონალოზატორული წინადადება. 1989 წლიდან არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ონკოლოგი. ექიმი ქირურგი–ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეთორაკოტომია ფილტვებისა და შუასაყრის ქირურგიაში", დაიცვა 1975 წელს. სადოქტორო დისერტაციია თემა - "ადგილობრივად გავრცელებული ფილტვის კიბო", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.53–54 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, წევრი ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო აკადემია, წევრი ქირურგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯი, წევრი ჯილდოები, პრემიები და პრიზები 1998 - ღირსების მედალი 1997 - საქართველოს სახელმწიფო პრემია 1993 - პროფესორ ანდრო ღვამიჩავას სახელობის პრემია.
თარიღი : 25-04-2017
me me
ძალიან ვწუხვარ....... (((((
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ოჯახის მკურნალის" კამპანიის -#შვილებისათვის ფარგლებში, 16-17 სექტემბერს თბილისი მოლში ჩატარებული საქველმოქმედო აქციის შესახებ გვესაუბრება ანი სირბილაძე, "ოჯახის მკურნალის" პროექტების მენეჯერი.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
ნეირობლასტომა ნერვული სისტემის კიბოს ყველაზე ავთვისებიანი ფორმაა, რომელიც სხვა ონკოლოგიურ დაავადებებზე ხშირად ბავშვებში ვითარდება. ნეირობლასტომის ზოგიერთი ფორმა კი სხივურ თერაპიასაც კი უძლებს. ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერები ეფექტური წამლის ძიებაში არიან.
მაინცის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კიბოს საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინა წარმატებულად გამოსცადეს. ის უკვე დაიტესტა თაგვებსა და მოხალისეების მცირე ჯგუფზე.
მეცნიერები ემზადებიან ვაქცინის წარსადგენად, რომელსაც იმუნური სისტემის კიბოს საწინააღმდეგო პასუხის ინიცირება შეუძლია. ვაქცინის საფუძველი დენდრიტული უჯრედებია. აღნიშნულ უჯრედებს შეუძლია იმუნური Т-უჯრედების მხრიდან რეაქციის გამოწვევა.
ოჰაიოს უნივერსიტეტის მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტით, რომლის ფარგლებშიც თაგვებს პომიდვრის ფხვნილით კვებავდნენ და ულტრაიისფერი სხივებით ასხივებდნენ, კიბოს წარმოქმნის ალბათობა 50%-ით ნაკლები აღმოჩნდა. ექსპერიმენტი 35 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.
ზიკას ვირუსს მოულოდნელად გამოყენება მოუძებნეს. კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა განცხადებით, ამ ვირუსით არა მხოლოდ მოქალაქეთა დაშინება მოხდება, არამედ თავის ტვინის სიმსივნეთა განკურნებაც. მათივე დასკვნით, ვირუსის უნდა ეშინოდეთ ორსულებს,
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.