დავით სერგეენკო - სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების მატება, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავით სერგეენკო - სიმსივნით გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის მიზეზი არა კიბოს შემთხვევების მატება, არამედ დაავადების რეგისტრაციის თანამედროვე სისტემის დანერგვაა

ზრდის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 2015 წელს ჩვენ შევცვალეთ სიმსივნური დაავადებების რეგისტრაციის სისტემა და დავნერგეთ თანამედროვე - ე.წ. „კიბოს რეგისტრი“.

„ჩვენი ამოცანა არასდროს ყოფილა პრობლემების მიჩქმალვა, პირიქით - რეალური ამოცნობები ძალიან მნიშვნელოვანია. 2015 წელს ჩვენ შევცვალეთ სიმსივნური დაავადებების რეგისტრაციის სისტემა და დავნერგეთ თანამედროვე - ე.წ. „კიბოს რეგისტრი“. თუ იქამდე წელიწადში აღირიცხებოდა 7.000-მდე შემთხვევა, ჩვენ ყოველ წელს მოგვდიოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეტყობინება, რომ მონაცემები ბევრი კომპონენტის მიხედვით, არარეალური იყო და სინამდვილეში წელიწადში 12.000-ს უტოლდებოდა. კიბოს რეგისტრის დანერგვამ იმ წელსვე აჩვენა თითქმის 11.000 შემთხვევა, ანუ ჩვენი ამოცნობის და რეგისტრაციის სისტემა დაზუსტდა და მიუახლოვდა რეალურს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო არა 7.000 არამედ, სამწუხაროდ, 12.000 შემთხვევა, რომელთა რეგისტრაცია არ ხდებოდა. სიკვდილის დაუზუსტებელი მიზეზების ნაწილი იყო ძალიან დიდი, რაც მნიშვნელოვნად შემცირდა. აი, ეს არის მთავარი მიზეზი და არა ის, რომ რეალურად გაიზარდა კიბოს შემთხვევები. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა - ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდად ვიყოთ და არაფერი ვაკეთოთ იგივე, მაგალითად, ეკოლოგიის მიმართულებით,“ - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.