ინდური კულინარიის უნიკალურ წიწაკას კიბოსსაწინააღმდეგო მოქმედება აღმოაჩნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინდური კულინარიის უნიკალურ წიწაკას კიბოსსაწინააღმდეგო მოქმედება აღმოაჩნდა

ძალიან პოპულარული გრძელი მწარე წიწაკა – პიპალი კიბოს საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება აღმოჩნდა. წიწაკის ეს სახეობა უხვად შეიცავს სპეციფიკურ ნივთიერება პაიპერლონგუმინს, რომელიც სიმსივნურ უჯრედებში დიდი რაოდენობით არსებული განსაკუთრებული ფერმენტის (ენზიმის) გამომუშავებას ბლოკავს.

ნივთიერება პაიპერლონგუმინი აქტივობას ავლენს პროსტატის, სარძევე ჯირკვლის, ფილტვისა და ნაწლავის კიბოს, ასევე ლეიკემიის, ლიმფომისა და თავის ტვინის სიმსივნეების წინააღმდეგ.

რენტგენული კრისტალოგრაფიის დახმარებით მეცნიერებმა შეძლეს იმ მოლეკულური სტრუქტურების შექმნა, რომლებმაც აჩვენა, როგორ გარდაიქმნება (ტრანსფორმირდება) პაიპერლონგუმინი ორგანიზმში მოხვედრისას.

როგორც გაირკვა, ნივთიერება პაიპერლონგუმინი გარდაიქმნება აქტიურ აგენტად, რომელიც თრგუნავს GSTP1 გენის ფუნქციობას. სწორედ ამ გენს უკავშირდება სიმსივნურ უჯრედებში უხვად არსებული ფერმენტის გამომუშავება. ამგვარად, თანამედროვე მედიცინის მიღწევების წყალობით შესაძლებელი გახდა ინდური კულინარიის უნიკალური წიწაკის გასაოცარი თვისებების შესწავლა. დასახელებული წიწაკა – პიპალი კი თავის მხრივ, გარკვეულ პესპექტივებს აჩენს ონკოპაციენტებისათვის.

თინათინ გოცაძე