რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ბალი და ალუბალი ბავშვის მენიუში
ბალი და ალუბალი ბავშვის მენიუში

საკონდიტრო ნაწარმისგან განსხვავებით, რომელიც ასე უყვართ პატარებს და ზედმეტი კალორიების გარდა არაფრის მომცემია ორგანიზმისთვის, ხილი სავსეა სასარგებლო უჯრედისით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
რა სარგებლობა მოაქვს მზარდი ორგანიზმისთვის ბალსა და ალუბალს?
მათი რბილობი შეიცავს:

1. B ჯგუფის ვიტამინებს. ისინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს, ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს.
2. A ვიტამინს - საჭიროა მხედველობისათვის, ძვლებისა და კბილების სიმაგრისთვის.
3. ფოლიუმის მჟავას და რკინას - აუცილებელია სისხლის შემადგენლობის ნორმალიზებისთვის.
4. C ვიტამინს - იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და ინფექციებისგან, ამაგრებს გულს, სისხლძარღვების კედლებს.

ბლისა და ალუბლის მთავარი სიმდიდრე კი კუმარინები გახლავთ. ეს ნივთიერებები საჭიროა ორგანიზმისთვის ტონუსის შესანარჩუნებლად. კუმარინებით მდიდარ ხილსა და კენკრას ურჩევენ ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობისგან დასუსტებულ ადამიანებს. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ნივთიერებათა შემცველობით ბალი და ალუბალი ჩამორჩება მოცხარს, ჟოლოსა და ბროწეულს. ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები - ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას. დედების საყურადღებოდ: ბოსტნეულის მწნილს მომზადებისას ალუბლის რამდენიმე ფოთოლი დაამატეთ - თქვენი ნახელავი მთელი ზამთარი არ გაფუჭდება. თუ პატარა მიდრეკილია სიმსუქნისკენ და უყვარს ჭამა, ჭამის წინ 50-100 გრამი ბალი შესთავაზეთ - ის იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას, თუმცა კალორიებით ღარიბია. გარდა ამისა, შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებს. დაბოლოს, ბალსა და ალუბალს აქვთ სუსტი შარდმდენი ეფექტი და შეგიძლიათ, წნევის დასაწევად გამოიყენოთ.

 

საშინაო აფთიაქი
ღვიძლისა და თირკმლის პრობლემების დროს კარგია ალუბლის წვენი - 1 ჭიქა ყოველ დილით.
თუ პატარას შეკრულობა აწუხებს, სასარგებლოა ნაყოფიც და წვენიც. ბალი შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს - ის, ალუბლისგან განსხვავებით, არ იწვევს გულძმარვას და კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებას. თავის ტკივილის დროს რბილობი შეგიძლიათ ათქვიფოთ და ეს ფაფა

You must have Flash Player installed in order to see this player.
10-15 წუთით დაიდოთ შუბლზე. გაციებისა და ყელის ტკივილის დროს გამოგადგებათ შემდეგი რეცეპტი: 1 კგ ალუბალს დაასხით 1 ლ მშრალი წითელი ღვინო და 5-10 წუთი ადუღეთ. შემდეგ გემოვნებისამებრ დაამატეთ შაქარი. მიიღეთ დღეში 50 მლ 1-2-ჯერ.

 

საზამთრო თადარიგი
ბლისა და ალუბლის საზამთროდ შენახვა სხვადასხვანაირად შეიძლება - შეგიძლიათ, მოამზადოთ მურაბა, კომპოტი, გაყინოთ, მაგრამ ბუნებრივი არომატისა და სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნება ყველაზე უკეთ ამგვარად შეიძლება: კარგად გარეცხეთ ნაყოფი და ფოთლები. კარგად გარეცხილ და მშრალ მინის ქილაში ფენა-ფენად ჩააწყვეთ ნაყოფი და ფოთლები. აავსეთ ქილა, დაახურეთ პოლიეთილენის სახურავი და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას. ასე ალუბალი ზამთრამდე შეინახება და ყველა სასარგებლო თვისებას შეინარჩუნებს.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ოჯახის მკურნალის" კამპანიის -#შვილებისათვის ფარგლებში, 16-17 სექტემბერს თბილისი მოლში ჩატარებული საქველმოქმედო აქციის შესახებ გვესაუბრება ანი სირბილაძე, "ოჯახის მკურნალის" პროექტების მენეჯერი.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1-ელიდან 7 აგვისტომდე ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (World Breastfeeding Week) აღინიშნება. დღეისათვის ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულს 170 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ.
ჩვენს მიერ, ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში - "როგორ შევარჩიოთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება", პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად პალმისა და რაფსის ზეთის უარყოფით გავლენაზე ისაუბრა.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
საკვების სწორად შერჩევას და პროდუქტის ხარისხს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ბავშვის ნორმალური განვითარების პროცესში.
გოგრის თესლი მდიდარია ცილით, ცხიმით, ორგანული მჟავებით, A, E ვიტამინებით. მოიპოვება მასში, თუმცა შედარებით ნაკლები, D და K-ც. უხვად არის მიკროელემენტები: თუთია, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ასეთი შემადგენლობის წყალობით გოგრის თესლს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის.
ჩემი შვილი 2,5 წლისაა. შინ ჩემი გამომცხვარი ფუნთუშებით ვანებივრებ. მაინტერესებს, როგორი სიხშირით შეიძლება ცომეულის მიცემა ბავშვისთვის და რომელ ცხიმზე დამზადებული უფრო სასარგებლოა. მე ყოველგვარ ცომეულს ნაღების კარაქით ვაცხობ, - გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.