რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
რომელი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენია ყველაზე მეტად სასარგებლო მოზარდისთვის
რომელი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენია ყველაზე მეტად სასარგებლო მოზარდისთვის

იშვიათია ბავშვი, წვენი რომ არ უყვარდეს. მაგრამ საინტერესოა, რომელი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენია ყველაზე მეტად სასარგებლო მოზარდი ორგანიზმისთვის. ამის შესახებ პედიატრი ინგა იოსავა გვესაუბრება.


- ახალგამოწურული წვენი ჩვილისთვის ყველაზე მეტად სასარგებლოა და, ეჭვგარეშეა, სჯობია მაღაზიაში ნაყიდ მზა წვენს. როგორ გამოვწუროთ ხილი ისე, რომ წვენმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები?

 

- წვენის გამოწურვა ორგვარად შეიძლება: ტრადიციულად - სახეხზე გახეხვით და შემდეგ დოლბანდში გაწურვით - და ელექტრონული წვენსაწურით. თანამედროვე ტექნიკის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ხილ-ბოსტნეულის ლითონთან შეხებისას ვიტამინები აქტიურად იშლება, პროგრესის

მომხრენი კი საპასუხო არგუმენტს გვთავაზობენ: როდესაც ხილსა თუ ბოსტნეულს თუნდაც პლასტმასის (და არა ლითონის) სახეხზე ვხეხავთ, მერე კი მიღებულ მასას ხელით ვწურავთ, პროდუქტს უფრო მეტხანს უხდება ჰაერთან კონტაქტი, რაც ასევე უკარგავს სასარგებლო თვისებებსო. თანაც ყოველგვარი ხილის გახეხვა ვერ მოხერხდება, - მაგალითად, ციტრუსისა, ალუბლისა.... მეორე მხრივ,
ელექტროწვენსაწურის უახლესი მოდელიც კი ვერაფერს უხერხებს ბროწეულს - მისი წვრილი კურკები აპარატს აზიანებს. ამრიგად, ორივე მეთოდს აქვს ნაკლი; სასარგებლო თვისებების დაკარგვა ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია. ჩვენი ამოცანაა, ეს დანაკარგი მინიმუმამდე დავიყვანოთ.


- როგორ შევარჩიოთ გასაწური ხილი თუ ბოსტნეული?
- კარგ წვენს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისგან მიიღებთ. ნუ დაგენანებათ დაზიანებული, დამპალი ვაშლი თუ სტაფილო - გამოწურვა მას სასარგებლო თვისებებსა და სასიამოვნო გემოს ვერ დაუბრუნებს. გამოსაწურად საუკეთესოა საკუთარ ბაღსა თუ ნაკვეთში მოწეული ხილი და ბოსტნეული. უცხოეთიდან შემოტანილი, ასევე ნაადრევად დამწიფებული ხილ-ბოსტნეული ბევრ ნიტრატს შეიცავს - დასაშვებ ნორმაზე გაცილებით მეტს.


- ხილი შევარჩიეთ, წვენიც გამოვწურეთ, მაგრამ როდის და როგორ უნდა დავალევინოთ იგი პატარას?
- ახალგამოწურული წვენის მიცემას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა აუცილებელია, რათა წვენმა სარგებლობა მოუტანოს პატარას. წესი პირველი: წვენი არ უნდა შევურიოთ საკვებს, ანუ არ უნდა მივცეთ ბავშვს ჭამის დროს. უმჯობესია, დავალევინოთ კვებიდან კვებამდე არსებულ შუალედში, თუნდაც ჭამამდე 30 წუთით ადრე. წესი მეორე: ახალგამოწურული წვენი უნდა განვაზაოთ წყლით, თანაფარდობით 1:1. ეს იმიტომ, რომ კონცენტრირებული, განუზავებელი წვენი თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ხოლო განზავებული, პირიქით, ასტიმულირებს. კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება კი კუჭის ფერმენტული აქტივობის შემცირებას იწვევს. წესი მესამე: წვენებს მხოლოდ სარგებლობის მოტანა როდი შეუძლიათ - ზოგჯერ მათ ზიანიც მოაქვთ. სხვადასხვა წვენი უკუნაჩვენებია სხვადასხვა დაავადების დროს. აკრძალვები უმთავრესად კუჭ-ნაწლავის (გასტრიტი), თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის დროს წესდება. ზოგიერთი წვენის მიღება არამც და არამც არ შეიძლება წამლებთან, მაგალითად, ანტიბიოტიკებთან ერთად. არსებობს მონაცემები, რომ გრეიპფრუტის წვენი მედიკამენტის ეფექტზე უარყოფით გავლენას ახდენს. წესი მეოთხე: ბავშვებისთვის, ისევე როგორც მოზრდილებისთვის, არ არის რეკომენდებული უზმოზე მჟავე - ვაშლის, ციტრუსის - წვენის მიღება. მის მაგივრად ჯობს მისცეთ სტაფილოს, გოგრის, გარგარის წვენი ან სხვა ტკბილი წვენების ნარევი. მეხუთე - მეტად მნიშვნელოვანი - წესი: წვენი გამოწურვისთანავე უნდა დალიოთ. თუ 30 წუთზე მეტხანს შეინახავთ, იგი დაკარგავს სასარგებლო თვისებების უმეტესობას. ბუნებრივი კონსერვანტია ლიმონის წვენი, ამიტომ თუ მის რამდენიმე წვეთს დაუმატებთ, სასმელი 30 წუთის შემდეგაც შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა აზიური ფაროსანას
საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი და პირველი ლედი ღუდუშაურის კლინიკაში რჩებიან
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კარგი რძე შედარებით მოსქელო და ქათქათა თეთრი ფერისაა, განზავებულს მოლურჯო ელფერი დაჰკრავს
8-9 თვის ბავშვს ხაჭოს ათვისება უკვე შეუძლია. ბუთხუზა ჩვილებისთვის
ექიმები ხაზგასმით ურჩევენ მშობლებს, ხაჭო ბავშვის ყოველდღიურ რაციონში შეიტანონ, თუმცა ბევრი
ჩვენი მარკეტების დახლებს ტროპიკული, ეგზოტიკური ხილის ნაირსახეობა ამშვენებს, მათ შორისაა ავოკადო. შეიძლება თუ არა ის ბავშვის მენიუში ჩავრთოთ და როგორ?
მკითხველი


რაც მეტად გავიცნობთ და დავუახლოვდებით ავოკადოს, მით მეტად დავაფასებთ ამ ეგზოტიკურ ნაყოფს.

გარეგნულად ის ძალიან ჰგავს ჩვენებურ მსხალს, მაგრამ მსხლისგან განსხვავებული გემო აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1-ელიდან 7 აგვისტომდე ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (World Breastfeeding Week) აღინიშნება. დღეისათვის ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულს 170 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ.
ჩვენს მიერ, ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში - "როგორ შევარჩიოთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება", პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად პალმისა და რაფსის ზეთის უარყოფით გავლენაზე ისაუბრა.
16 იანვარი 2018
საბავშო ბაღებში ჩუტყვავილას შემთხვევების რაოდენობამ იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ,
17 იანვარი 2018
საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა