რომელი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენია ყველაზე მეტად სასარგებლო მოზარდისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენია ყველაზე მეტად სასარგებლო მოზარდისთვის

ყველაზე მეტად სასარგებლო მოზარდი ორგანიზმისთვის. ამის შესახებ პედიატრი ინგა იოსავა გვესაუბრება.

 

- ახალგამოწურული წვენი ჩვილისთვის ყველაზე მეტად სასარგებლოა და, ეჭვგარეშეა, სჯობია მაღაზიაში ნაყიდ მზა წვენს. როგორ გამოვწუროთ ხილი ისე, რომ წვენმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს ვიტამინები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები?

- წვენის გამოწურვა ორგვარად შეიძლება: ტრადიციულად - სახეხზე გახეხვით და შემდეგ დოლბანდში გაწურვით - და ელექტრონული წვენსაწურით. თანამედროვე ტექნიკის მოწინააღმდეგენი ამტკიცებენ, რომ ხილ-ბოსტნეულის ლითონთან შეხებისას ვიტამინები აქტიურად იშლება, პროგრესის მომხრენი კი საპასუხო არგუმენტს გვთავაზობენ: როდესაც ხილსა თუ ბოსტნეულს თუნდაც პლასტმასის (და არა ლითონის) სახეხზე ვხეხავთ, მერე კი მიღებულ მასას ხელით ვწურავთ, პროდუქტს უფრო მეტხანს უხდება ჰაერთან კონტაქტი, რაც ასევე უკარგავს სასარგებლო თვისებებსო. თანაც ყოველგვარი ხილის გახეხვა ვერ მოხერხდება, - მაგალითად, ციტრუსისა, ალუბლისა.... მეორე მხრივ, ელექტროწვენსაწურის უახლესი მოდელიც კი ვერაფერს უხერხებს ბროწეულს - მისი წვრილი კურკები აპარატს აზიანებს. ამრიგად, ორივე მეთოდს აქვს ნაკლი; სასარგებლო თვისებების დაკარგვა ნებისმიერ შემთხვევაში გარდაუვალია. ჩვენი ამოცანაა, ეს დანაკარგი მინიმუმამდე დავიყვანოთ.

- როგორ შევარჩიოთ გასაწური ხილი თუ ბოსტნეული?

- კარგ წვენს მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტისგან მიიღებთ. ნუ დაგენანებათ დაზიანებული, დამპალი ვაშლი თუ სტაფილო - გამოწურვა მას სასარგებლო თვისებებსა და სასიამოვნო გემოს ვერ დაუბრუნებს. გამოსაწურად საუკეთესოა საკუთარ ბაღსა თუ ნაკვეთში მოწეული ხილი და ბოსტნეული. უცხოეთიდან შემოტანილი, ასევე ნაადრევად დამწიფებული ხილ-ბოსტნეული ბევრ ნიტრატს შეიცავს - დასაშვებ ნორმაზე გაცილებით მეტს.

- ხილი შევარჩიეთ, წვენიც გამოვწურეთ, მაგრამ როდის და როგორ უნდა დავალევინოთ იგი პატარას?

- ახალგამოწურული წვენის მიცემას თავისი წესები აქვს, რომელთა დაცვა აუცილებელია, რათა წვენმა სარგებლობა მოუტანოს პატარას. წესი პირველი: წვენი არ უნდა შევურიოთ საკვებს, ანუ არ უნდა მივცეთ ბავშვს ჭამის დროს. უმჯობესია, დავალევინოთ კვებიდან კვებამდე არსებულ შუალედში, თუნდაც ჭამამდე 30 წუთით ადრე. წესი მეორე: ახალგამოწურული წვენი უნდა განვაზაოთ წყლით, თანაფარდობით 1:1. ეს იმიტომ, რომ კონცენტრირებული, განუზავებელი წვენი თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ხოლო განზავებული, პირიქით, ასტიმულირებს. კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება კი კუჭის ფერმენტული აქტივობის შემცირებას იწვევს. წესი მესამე: წვენებს მხოლოდ სარგებლობის მოტანა როდი შეუძლიათ - ზოგჯერ მათ ზიანიც მოაქვთ. სხვადასხვა წვენი უკუნაჩვენებია სხვადასხვა დაავადების დროს. აკრძალვები უმთავრესად კუჭ-ნაწლავის (გასტრიტი), თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის დროს წესდება. ზოგიერთი წვენის მიღება არამც და არამც არ შეიძლება წამლებთან, მაგალითად, ანტიბიოტიკებთან ერთად. არსებობს მონაცემები, რომ გრეიპფრუტის წვენი მედიკამენტის ეფექტზე უარყოფით გავლენას ახდენს. წესი მეოთხე: ბავშვებისთვის, ისევე როგორც მოზრდილებისთვის, არ არის რეკომენდებული უზმოზე მჟავე - ვაშლის, ციტრუსის - წვენის მიღება. მის მაგივრად ჯობს მისცეთ სტაფილოს, გოგრის, გარგარის წვენი ან სხვა ტკბილი წვენების ნარევი. მეხუთე - მეტად მნიშვნელოვანი - წესი: წვენი გამოწურვისთანავე უნდა დალიოთ. თუ 30 წუთზე მეტხანს შეინახავთ, იგი დაკარგავს სასარგებლო თვისებების უმეტესობას. ბუნებრივი კონსერვანტია ლიმონის წვენი, ამიტომ თუ მის რამდენიმე წვეთს დაუმატებთ, სასმელი 30 წუთის შემდეგაც შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.


- რა ასაკიდან შეიძლება ვასვათ ჩვილს წვენები?

- ტრადიციისამებრ, ჩვილის რაციონში წვენებს 6 თვიდან რთავენ, მაგრამ თუ ბავშვს, მაგალითად, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილება გამოაჩნდა, შეიძლება ეს ერთ, ზოგჯერ ორ წლამდეც კი გადავდოთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ უმჯობესია, ბავშვი ჯერ ხილფაფას შეაჩვიოთ და წვენი მერე მისცეთ. პირველ ჯერზე ჩვილს უნდა მივცეთ რომელიმე ერთი ხილის ან ბოსტნეულის წვენი და არა ნარევი. მერეც, როცა წამოზრდილ ბავშვს კვების საერთო რეჟიმზე გადაიყვანთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - ბავშვმა დღეში ერთ ჭიქა (200-250მლ) განზავებულ წვენზე მეტი არ უნდა მიიღოს.

- რომელი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენია ყველაზე მეტად სასარგებლო პატარასთვის?

- მშობელმა პედიატრთან ერთად უნდა შეარჩიოს მისი შვილისთვის უმჯობესი წვენი. ჩვენ მხოლოდ მათ სასარგებლო თვისებებს მიმოვიხილავთ.

სტაფილოს წვენი

შეიცავს ბეტა-კაროტინს, ბ ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს და სხვა მინერალურ ნივთიერებებს. აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობას, თუმცა მისი დიდი რაოდენობით გამოყენება არ არის მიზანშეწონილი: ბეტა-კაროტინის სიჭარბე ვნებს ღვიძლს, აყვითლებს კანს. სიყვითლის თავიდან ასაცილებლად დღეში ნახევარ ჭიქაზე (100 მლ) მეტის მიღება რეკომენდებული არ არის. შეგიძლიათ, სტაფილოს წვენს ვაშლისა შეურიოთ.  არ დაგავიწყდეთ: ბეტა-კაროტინის უკეთ ასათვისებლად სტაფილოს წვენს დააყოლეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი ან კარაქიანი პური.

ვაშლის წვენი

ზამთარ-ზაფხულ იგიC ვიტამინის წყაროა. ასევე შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებს: კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, თუთიას; ორგანულ მჟავებს: ვაშლისას, ლიმონისას და სხვა. წვენი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, სასარგებლოა ანემიის, დაქვეითებული მჟავიანობის, გასტრიტის, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს. არაჩვეულებრივად კლავს წყურვილს, შაქრებისა და ორგანული მჟავების მაღალი შემცველობის წყალობით აქრობს დაღლილობის შეგრძნებას და სწრაფად აღადგენს ძალებს ჭარბი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ეფექტურია გრიპისა და სასუნთქი სისტემების ვირუსების პროფილაქტიკისთვის. ააქტიურებს ნაწლავების მუშაობას. გამოსაწურ ვაშლს ნუ გათლით - სასარგებლო ნივთიერებების უმრავლესობა მის კანშია თავმოყრილი. ცხადია, ეს ეხება მხოლოდ ჩვენში მოყვანილ ვაშლს და არა იმპორტირებულს, რომელიც ტრანსპორტირებისა და დიდხანს შენახვის მიზნით ცვილით არის დაფარული.

პომიდვრის წვენი

იგი შეიცავსC, B ჯგუფის ვიტამინებს, A პროვიტამინს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. არ გირჩევთ, პომიდვრის წვენს დაუმატოთ მარილი - მის სასარგებლო თვისებებს ამცირებს.

ბროწეულის წვენი

უხვად შეიცავს გლუკოზასა და ფრუქტოზას, ორგანულ მჟავებს (უპირატესად - ლიმონმჟავას), 15 ამინმჟავას, ამათგან 6-ს - შეუცვლელს,C, B1, B2, E, A, PP ვიტამინებს და ბევრ მიკროელემენტს. ბროწეულის წვენი მატებს მადას, ენერგიას, აქვს შარდმდენი, ნაღველმდენი და ანტისეპტიკური მოქმედება, ზრდის სისხლში ჰემოგლობინის დონეს.


გოგრის წვენი

ჩვილისთვის წვენების გაცნობა შეგიძლიათ გოგრის წვენით დაიწყოთ. მას პატარას ორგანიზმი ადვილად ითვისებს, თანაც ნაკლებალერგიულია. შეიცავს საქაროზას, პექტინს, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, სპილენძისა და კობალტის მარილებს,C, B1, B2, B6, E ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, ხელს უწყობს ნაღვლის დენას, აქვს სუსტი შარდმდენი მოქმედება.

ციტრუსის (ფორთოხლის, გრეიპფრუტის) წვენი

ციტრუსები მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით: B ჯგუფის ვიტამინებით, კალციუმით, რკინით, მაგნიუმით, ფოსფორით, კალიუმით, თუთიით, მანგანუმით. რაც მთავარია, მათი წვენიC ვიტამინის წყაროა. ციტრუსის წვენი მატებს ენერგიას, აძლიერებს ნერვულ სისტემას, ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე. თუ მიგაჩნიათ, რომ წვენი მეტისმეტად მჟავეა, შეგიძლიათ, წყლით განაზავოთ და თაფლით დაატკბოთ.

- რომელი ხილის წვენია განსაკუთრებით სასარგებლო ამა თუ იმ დაავადების დროს?

- ზემოთ უკვე ვთქვით, რომ უმჯობესია, ჩვილს თავდაპირველად რომელიმე ერთი ხილისა თუ ბოსტნეულის წვენი გავასინჯოთ. მერე და მერე შეგვიძლია, პატარა თანდათან მივაჩვიოთ მათ ნარევს - ეს საშუალებას მოგვცემს, მათი სასარგებლო თვისებები გავაერთიანოთ. განსაკუთრებით კარგია ასეთი ნარევები ავადმყოფობის დროს. გაციებისას რეკომენდებულია, დღის განმავლობაში მივცეთ ერთი ფორთოხლისა და ნახევარი ლიმონის წვენის ნაზავი, დამტკბარი თაფლით. იმუნიტეტის გასაძლიერებლად გირჩევთ სამი სტაფილოს, ერთი ვაშლისა და რამდენიმე ღერი ნიახურის წვენს. უკეთესი გემოს მისაცემად შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე ღერი ოხრახუშიც. ნერვული სისტემის მუშაობის გასაუმჯობესებლად კარგია ერთი პომიდვრისა და 2-3 ღერი ნიახურის წვენი. ძილის დარღვევის დროს გამოგადგებათ ორი სტაფილოს, ორი ღერი ნიახურისა და ერთი კონა ოხრახუშის წვენი.

- როდის არ არის რეკომენდებული უმი ხილის ახალგამოწურული წვენი?

- მკვეთრი შეფერილობის წვენები (მარწყვისა, ფორთოხლისა, ტროპიკული ხილისა) იწვევს ალერგიულ რეაქციებს. ყურნის წვენი აძლიერებს მეტეორიზმს - აირების დაგროვებას, ამიტომ მისი მიცემა 9 თვემდე არ არის რეკომენდებული. მით უმეტეს - თუ პატარას ნაწლავთა ჭვალი აწუხებს. წლამდე ასაკის ბავშვისთვის ნებადართულია ყურძნის წვენის მიცემა ვაშლის წვენთან ერთად. მჟავე წვენები (ლიმონისა, ფორთოხლისა, ბროწეულისა, ვაშლისა, ალუბლისა) არ შეიძლება მათთვის, ვისაც მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტი აქვს. შაქრიანი დიაბეტის დროს არ არის რეკომენდებული ყურძნის, გარგარის და სხვა, შაქრით მდიდარი ხილის წვენი.