რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ყველაზე სასარგებლო კერძი
ყველაზე სასარგებლო კერძი

ყველაზე სასარგებლო კერძი ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის - ეს არის არომატული, ნოყიერი და ცხლად მისართმევი სუპი. ნუ გეგონებათ, რომ მისი მომზადება ყველამ იცის - მასში ხომ შენარჩუნებული უნდა იყოს ყველა კომპონენტის სასარგებლო თვისებები. გვესაუბრება პედიატრი მანანა ანდღულაძე.


- რატომ უნდა მივირთვათ სადილად სუპი?




- ვკითხოთ ჩვენს თავს - "ხშირად გვაქვს სუპი სადილად?" მრავალი თქვენგანი გულახდილად გვიპასუხებს, რომ არა. უფროსი თაობის ყოველდღიური რაციონი კი აუცილებლად შეიცავდა წვნიანს. ოჯახი, სადაც სადილობისას სუფრასთან პირველ თავ კერძად სუპი არ მოჰქონდათ, ხელმოკლედ ითვლებოდა. წვნიანის სასარგებლო თვისებებზე საუბარი დავიწყოთ იმით, რომ იგი ნაკლებკალორიულია, ვიდრე, თუნდაც, ყველასთვის საყვარელი ხორციანი მაკარონი. მართალია, არსებობს საკმაოდ კალორიული სუპებიც, მაგალითად, სუპ-ხარჩო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მნიშვნელობა აქვს კერძის არა მხოლოდ შემადგენლობას, არამედ სახეობასაც. ამერიკაში ასეთი გამოკვლევა ჩაატარეს: ადამიანებს აძლევდნენ ერთსა და იმავე საკვებს, ოღონდ სხვადასხვანაირად მომზადებულს (მაგალითად, წვნიანი მაკარონითა და ხორცით და ხორციანი მაკარონი). ის, ვინც წვნიანს მიირთმევდა, 27 კალორიით ნაკლებს იღებდა, ვიდრე ის, ვინც იმავე ინგრედიენტებისგან მომზადებულ მშრალ კერძს გეახლებოდათ. პირველ შემთხვევაში სიმაძღრის შეგრძნება უფრო მალე იჩენს თავს და ადამიანიც უფრო მცირე ულუფას სჯერდება. გარდა ამისა, წვნიანს აქვს სამკურნალო მნიშვნელობაც. მაგალითად, თუ კუჭი გაწუხებთ (სეკრეტორული ფუნქციის უკმარისობა, დაბალი მჟავიანობა), იგი ძალზე სასარგებლოა. ბოსტნეულის წვნიანი საჭმლის მონელებას უწყობს ხელს, ხოლო უხორცო სუპი არაჟნით აძლიერებს კუჭში ცილების დამშლელი ფერმენტების წარმოქმნას. დაბოლოს, ყოველგვარი სუპი აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, კუჭის ფერმენტულ აქტიურობას, ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს საკვების უკეთ მონელებას. მეცნიერები ვარაუდობენ, - და ამისთვის საკმაო საფუძველი აქვთ, - რომ ყოველდღიურ რაციონში სუპის შეტანა ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. დადგენილია, რომ ქათმის უცხიმო ბულიონი უხდება სისხლძარღვებს - ხელს უშლის მათი კედლის გასქელებას (სკლეროზულ ცვლილებებს). წვნიანს სასარგებლო თვისებებს სძენს სანელებლებიც. მაგალითად, დაფნის ფოთოლი, წიწაკა, ოხრახუში, ნიახური, კამა აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების აქტიურობას. განსაკუთრებით სასარგებლოა ბურღულით მომზადებული სუპი. ბურღული მდიდარია ბოჭკოთი; მასში შემავალ პექტინს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, მძიმე ლითონების მარილები, ხოლო უჯრედისი ქოლესტერინის სისხლში შეწოვას უშლის ხელს. ასე რომ, სუპი უნდა მიირთვათ და არა მხოლოდ სადილად, არამედ ვახშმადაც და, რაც მთავარია, შვილები პატარაობიდანვე შეაჩვიოთ წვნიანის ჭამას პირადი მაგალითით.


- რომელი წვნიანია ბავშვისთვის ყველაზე სასარგებლო?
- ამის თაობაზე, უმჯობესია, თქვენს პედიატრს გაესაუბროთ - ის, ბავშვის ჯანმრთელობის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად შეგირჩევთ რაციონს. ძალიან სასარგებლოა ბოსტნეულის სუპი, ქათმის ნაკლებად ცხიმიანი ბულიონი, თევზის სუპი. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც თევზის ძალიან გემრიელ და სასარგებლო წვნიანს მოამზადებთ. დაგჭირდებათ:

  • 100 გ თევზის ფილე;
  • 1 თავი ხახვი;
  • 1 ცალი სტაფილო;
  • 400 მლ წყალი;
  • 3 ს. კ. რძე;
  • ერთი ნაჭერი (15გ) თეთრი პური;
  • 1 ჩ. კ. ნაღების კარაქი;
  • 1 ცალი კვერცხი;
  • მწიკვი მარილი;
  • რამდენიმე ღერი კამა და ოხრახუში.

თევზი მოხარშეთ ხახვთან, სტაფილოსა და მწვანილთან ერთად. როდესაც გაცივდება, გაატარეთ წინასწარ რძეში დამბალ პურთან ერთად, დაუმატეთ კარაქი, ათქვეფილი კვერცხი, გემოვნებით - მარილი,

ხელით მიეცით ბურთების ფორმა და ჩაუშვით თევზის ნახარშში. ადუღეთ 10-15 წუთი.


- როგორ მოვამზადოთ სუპი ისე, რომ მის ინგრედიენტებს სასარგებლო თვისებები შევუნარჩუნოთ?
- ყველა დიასახლისს აქვს კერძის მომზადების საკუთარი საიდუმლო, მაგრამ ხორცმა და ბოსტნეულმა სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა:

  • სუპი არ უნდა ვადუღოთ დიდხანს - ასე იკარგება ვიტამინები და მცირდება მისი კვებითი ღირებულება.
  • სტაფილო უმჯობესია გავხეხოთ - ასე მას ორგანიზმი უკეთესად აითვისებს კერძის ცხიმთან ერთად, თანაც გახეხილი სტაფილო კერძს სასიამოვნო შეფერილობას აძლევს.
  • ხარშვის დროს წვნიანს ვურიოთ ხის კოვზით, ნელა, ერთი მიმართულებით, რომ ბოსტნეული არ დაიშალოს.
  • უმჯობესია, მოამზადოთ ერთი დღის სამყოფი წვნიანი - მაცივარში შენახული კერძი გაცხელებისას კარგავს ყველა წყალში გახსნილ ვიტამინს, პირველ რიგში კი ასკორბინმჟავას - ჩ ვიტამინს. გამონაკლისია მჟაუნას სუპი და სხვა მჟავე წვიანები, რომლებიც მეორე დღეს უფრო გემრიელია.
  • პარკოსნებისგან (ლობიო, სოია) მომზადებული წვნიანი კალორიულობთ ხორციანს არ ჩამოუვარდება. მათთვის, ვისაც ნაწლავები აწუხებს, ასეთი კერძების ხშირად მიღება არ არის რეკომენდებული.
  • ბოსტნეული ნაწილ-ნაწილ ჩაუშვით ადუღებულ წყალში, იმისდა მიხედვით, რომელ მათგანს უფრო მეტხანს სჭირდება ხარშვა. მაგალითად, კომბოსტო ყველაზე გვიან იხარშება, ამიტომ ქვაბში ჯერ ის ჩაუშვით, მერე - კარტოფილი, სტაფილო და ხახვი, მწვანილი კი მომზადებამდე 5-7 წუთით ადრე ჩაამატეთ. პომიდორი და ბულგარული წიწაკა, ჯობს, სულ 1-2 წუთი იხარშოს, ჭარხლისა და მჟაუნას ფოთლები - 5 წუთამდე.
  • ხორციანი წვნიანის მომზადებისას ქვაბს მიეცით მაღალი ცეცხლი, ბულიონისთვის კი დაბალიც საკმარისია - ასე უფრო გამჭვირვალე და გემრიელი გამოდის. თუ ძლიერ ცეცხლზე დიდხანს ადუღეთ, ბულიონი აიმღვრევა.
  • თუ ბულიონი საკმარისი არ გამოვიდა, შეგიძლიათ დაუმატოთ ადუღებული ცხელი წყალი. გაითვალისწინეთ: მხოლოდ და მხოლოდ ცხელი! ცივი წყალი მას გემოს უცვლის.
  • ბოსტნეულის, ასევე - სოკოს სუპს მარილი ბოლოს ჩაამატეთ, თევზის სუპს - თავიდანვე, ხორციან წვნიანს - ხარშვის დასრულებამდე 30 წუთით ადრე.
  • მწვანილი და სხვა სანელებლები წვნიანს ხარშვის დასრულებამდე 5-7 წუთით ადრე ჩაამატეთ - არც გემოს დაკარგავს და წვნიანიც უფრო მიმზიდველი გამოვა.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1-ელიდან 7 აგვისტომდე ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (World Breastfeeding Week) აღინიშნება. დღეისათვის ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულს 170 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ.
ჩვენს მიერ, ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში - "როგორ შევარჩიოთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება", პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად პალმისა და რაფსის ზეთის უარყოფით გავლენაზე ისაუბრა.
ზაფხულის ცხელ დღეებს ადვილად გადაგვატანინებს საზამთრო და ნესვი - ტკბილი, წვნიანი, არომატული ბაღჩეული. შეიძლება თუ არა ნესვი ბავშვისთვის და რა სასარგებლო თვისებები აქვს მას, გვესაუბრება პედიატრი ივეტა მურუსიძე.

- საიდან შემოვიდა ნესვი ჩვენს ქვეყანაში?

სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
საკვების სწორად შერჩევას და პროდუქტის ხარისხს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ბავშვის ნორმალური განვითარების პროცესში.
გოგრის თესლი მდიდარია ცილით, ცხიმით, ორგანული მჟავებით, A, E ვიტამინებით. მოიპოვება მასში, თუმცა შედარებით ნაკლები, D და K-ც. უხვად არის მიკროელემენტები: თუთია, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ასეთი შემადგენლობის წყალობით გოგრის თესლს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.