რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
პირველი ფაფა
პირველი ფაფა

პირველი დამატებითი საკვები ჩვილისთვის ბოსტნეულის პიურე და სუპ-პიურეა, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი მეორე დამატებითი საკვები - ფაფა უნდა მიიღოს. ფაფა ნოყიერი კერძია, რომელსაც ბურღულეულისგან ამზადებენ. ბურღულეული შეიცავს მაღალი ენერგეტიკული ღირებულების ნახშირწყლებს. ფაფის გადამუშავებას ბავშვის კუჭი დიდ დროს ანდომებს. ეს დრო საჭიროა, რათა ორგანიზმმა დახარჯული ენერგია აღიდგინოს. გარდა ამისა, ბურღული შეიცავს ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელ მინერალურ ნივთიერებებს, ვიტამინებსა და მცენარეულ ცილებს.

რომელია უფრო სასარგებლო
ჩვილს პირველად შვრიის (ჰერკულესის) ფაფა უნდა მოვუმზადოთ. იგი წიწიბურას, ბრინჯის, სიმინდის ფაფაზე იოლი მოსანელებელია. თავდაპირველად პატარას 5%-იან ანუ ნაკლებად კონცენტრირებულ ფაფას ვუმზადებთ, 3 კვირის შემდეგ კი 10%-იანზე გადავდივართ. ერთ ულუფა ფაფას 5გ კარაქი ემატება. ყველაზე მეტი კვებითი ღირებულება აქვს წიწიბურას ბურღულს. ის მდიდარია ადვილად ასათვისებელი მცენარეული ცილებით, ცხიმებით, სახამებლით, B ჯგუფის ვიტამინებითა და PP ვიტამინით, ასევე - საჭირო მიკროელემენტებით: კალიუმით, ფოსფორით, მაგნიუმით, რკინით. დაღერღილ წიწიბურას ორგანიზმი უფრო ადვილად ითვისებს, მაგრამ მასში სასარგებლო ნივთიერებები უფრო ნაკლებია. ამიტომ უმჯობესია ჩვილს საღი წიწიბურას ფაფა მოუმზადოთ. მეორე ადგილზეა შვრიის ბურღული. მასში განსაკუთრებით ბევრია შეუცვლელი ამინმჟავა, სხვა ბურღულეულზე მეტია ცხიმი, B ჯგუფის ვიტამინები და E ვიტამინი, მიკროელემენტები, რკინა, სპილენძი, თუთია, მანგანუმი. შვრიის ბურღულის სპეციალური დამუშავებით მიიღება ჰერკულესი, ამიტომ ჩვილებისთვის მისგან მომზადებული ფაფა უფრო სასარგებლოა, ვიდრე უშუალოდ შვრიის მარცვლებისგან მომზადებული. მანანის ბურღული სხვებთან შედარებით ნაკლებ უჯრედისს შეიცავს, სამაგიეროდ მდიდარია მცენარეული ცილითა და სახამებლით, თუმცა მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების შემცველობით წიწიბურასა და შვრიას ჩამოუვარდება. ალერგიული რეაქციებისაკენ მოდრეკილი ბავშვისთვის მანანის ფაფა არ არის რეკომენდებული. ბრინჯი სახამებლით ყველაზე მდიდარია, მაგრამ მასში ცოტაა მცენარეული ცილა, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები, უჯრედისის მცირე შემცველობის გამო ბავშვის კუჭი მას ადვილად ამუშავებს, ინელებს და იწოვს, ამიტომ ბრინჯის ფაფა საუკეთესო კერძია იმ პატარებისთვის, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებთ.  სიმინდი მდიდარია სახამებლით. მასში ცოტაა ფოსფორი და კალციუმი, მაგრამ საკმაოდ ბევრია რკინა და PP ვიტამინი. ის დიდხანს უნდა ხარშოთ, რათა ორგანიზმმა იოლად აითვისოს. ფეტვის ბურღული კვებითი ღირებულებით სხვებს საგრძნობლად ჩამოუვარდება, თუმცა ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი და რკინა მასში გაცილებით მეტია, ვიდრე ბრინჯსა და მანანის ბურღულში. საკვებად ვარგისი რომ გახდეს, ისიც დიდხანს უნდა ვხარშოთ.


სასარგებლო დანამატები და მზა პროდუქტები
კვებითი ღირებულების გასაზრდელად ფაფას ამატებენ ხილს, კენკრას, ბოსტნეულს. დანამატები განსაკუთრებით უხდება ფიტინის მჟავას შემცველ ბურღულეულს: მანანს, ხორბალს. ფიტინის მჟავა ხელს უშლის კალციუმის ათვისებას, ბოსტნეულისა და ხილის დამატებით კი დანაკლისს თავიდან ავიცილებთ.  ჩვილებისთვის არსებობს სპეციალური მზა მშრალი ფაფები. ისინი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან და გამდიდრებულია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, უმთავრესად - რკინით.  მშობლის არჩევანია, მზა ფაფებით კვებოს ჩვილი თუ თვითონ მოუმზადოს.


როგორ მოვამზადოთ ფაფა
როგორც აღვნიშნეთ, ვიწყებთ 5%-იანი ფაფით. მის მოსამზადებლად 1 სავსე ჩაის კოვზი ჰერკულესის ფანტელი დაფქვით ელექტროსაფქვავში, გადაიღეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 50 მლ თბილი ანადუღარი წყალი, თავზე დაახურეთ და 10 წუთი გააჩერეთ. შემდეგ დაამატეთ

You must have Flash Player installed in order to see this player.
2 მლ მარილის ხსნარი და 5 მლ (1 ჩაის კოვზი) შაქრის სიროფი. დაადგით დაბალ ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, რომ ადუღდება, დაამატეთ 50 მლ ცხელი ანადუღარი რძე, თან ურიეთ, 5 წუთის შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ და მიეცით პატარას.  ახალ საკვებს ბავშვს თანდათან  ვაგუებთ: პირველ დღეს 50 მლ-ს ვაძლევთ, სამი დღის შემდეგ - 70 მლ-ს და ა.შ. დანაკლისს კი ძირითადი საკვებით - დედის რძით ან რძის შემცვლელი ხელოვნური ნარევით - ვავსებთ. როცა პატარა საჭირო ულუფას (150-190მლ) მიიღებს, ერთ კვებას მთლიანად ფაფით შევუცვლით. თუ ფაფას ამზადებთ არა რძით, არამედ რძის ფხვნილით, მაშინ ჭურჭელში ჰერკულესთან ერთად თავიდანვე ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი ფხვნილი, დაამატეთ 100 მლ წყალი და 5-10 წუთი გააჩერეთ, მერე კი ზემოთ მითითებული წესით მოხარშეთ. 2 კვირის შემდეგ პატარას ვაძლევთ 10%-იან ჰერკულესის ფაფას. ამ შემთხვევაში იმავე რაოდენობის ანუ 100მლ სითხეს ემატება 2 ჩაის კოვზი დაფქული ბურღული. ქურიდან გადმოდგმის შემდეგ ფაფაში ჩადეთ 1/2 ჩაის კოვზი კარაქი და რომ შეგრილდება, მიეცით პატარას. ამ ასაკიდანვე აჯობებს, ნელ-ნელა კოვზით ჭამას მიაჩვიოთ. იმავე წესით შეგიძლიათ მოამზადოთ წიწიბურასა და ბრინჯის ფაფაც. ძალზე სასარგებლოა კომბინირებული ფაფები: ჰერკულესი, წიწიბურა, ბრინჯი ერთად. თუ პატარას შეკრულობისკენ აქვს მიდრეკილება, ბრინჯის მიცემას ერიდეთ ან თქვენს პედიატრს შეუთანხმდით. პატარებს ამგვარადვე მომზადებულ სიმინდის ფქვილის ფაფასაც აძლევენ. ბურღულის, განსაკუთრებით ჰერკულესის 10%-იან ფაფას შეგიძლიათ შეურიოთ გახეხილი ვაშლი ან ბანანი. ქურიდან გადმოდგმის შემდეგ ფაფას დაახეხეთ ბანანი ან ვაშლი (უმჯობესია, ანტონოვკის ჯიშისა), ჭურჭელს 5 წუთით დაახურეთ თავზე, შემდეგ თეფშზე გადაიღეთ, კარაქი დაამატეთ და მიეცით პატარას. ასევე სასარგებლო და ყუათიანი საკვებია ჰერკულესის ფაფა გოგრით. ფაფის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 50-100 გრამი გულგამოცლილი და გარეცხილი გოგრა (უმჯობესია, მშრალი ჯიშისა). პატარა ნაჭრებად დაჭერით და თავდახურულ ჭურჭელში მოხარშეთ. წყალი იმდენი დაასხით, რომ დაფაროს. კარგად მოხარშული ამოიღეთ ქვაბიდან და გახეხეთ. წინასწარ მომზადებულ ჰერკულესის 10%-იან ფაფაში შეურიეთ თავდაპირველად 1 სუფრის კოვზი გახეხილი მასა. მერე და მერე თანაფარდობა თანდათან გაზარდეთ. თუ პატარამ ფაფა სიამოვნებით მიირთვა, შეგიძლიათ 1:1 პროპორციითაც მოუმზადოთ. ხელოვნურ კვებაზე მყოფმა 6 თვის პატარამ დამატებითი საკვები დღეში ორჯერ (ანუ ორ კვებაზე) უნდა მიიღოს. თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა, პედიატრმა უნდა გადაწყვიტოს, რა ასაკიდან მიიღებს იგი დამატებით საკვებს. თუ ბავშვი წონაში ჩამორჩება, არ ჰყოფნის დედის რძე, მაშინ დამატებითი საკვების მიცემას უფრო ადრე იწყებენ. 6 თვის პატარა უნდა იკვებებოდეს დღეში ხუთჯერ, ოთხსათიანი ინტერვალით. I კვება (სავარაუდოდ, 8 საათზე) - 200 მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. II კვება (12 საათზე) - 180-200 მლ 10%-იანი ფაფა და 30 გ გახეხილი ვაშლი. III კვება (16 საათზე) - 200 მლ ბოსტნულის სუპ-პიურე. IV კვება (20 საათზე) - 200 მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. V კვება (24 საათზე) - 200მლ დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი. ეს სქემა მიახლოებითია. კვების რეჟიმი ინდივიდუალურად, ბავშვის ფსიქომოტორული განვითარების გათვალისწინებით, პირად პედიატრთან შეთანხმებით დგება.


 

თარიღი : 06-02-2017
სოფო
რა საჭიროა მარილის და შაქრის დამატება. პირიქით, არ არის რეკომენდებული. ხალხო, გთხოვთ ბრმად ნუ ვენდობით ამ რეცეპტებს. გავეცნოთ WHA, APA და ჯანდაცვის სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციებს.
თარიღი : 21-01-2015
კუტუბიძე ქეთევანი
გამარჯობათ, 4 თვიდან შეილება ამ ფაფების მიღება?
თარიღი : 21-01-2015
ქეთი
რა ასაკიდან სჰეილება მივცე ჰერკულესის ფაფა? ხელოვნურ კვებაზე მყავს
თარიღი : 16-01-2015
ნინო
პირველი შვრიის ფაფა???
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1-ელიდან 7 აგვისტომდე ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (World Breastfeeding Week) აღინიშნება. დღეისათვის ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულს 170 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ.
ჩვენს მიერ, ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში - "როგორ შევარჩიოთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება", პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად პალმისა და რაფსის ზეთის უარყოფით გავლენაზე ისაუბრა.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
საკვების სწორად შერჩევას და პროდუქტის ხარისხს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ბავშვის ნორმალური განვითარების პროცესში.
გოგრის თესლი მდიდარია ცილით, ცხიმით, ორგანული მჟავებით, A, E ვიტამინებით. მოიპოვება მასში, თუმცა შედარებით ნაკლები, D და K-ც. უხვად არის მიკროელემენტები: თუთია, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ასეთი შემადგენლობის წყალობით გოგრის თესლს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის.
ჩემი შვილი 2,5 წლისაა. შინ ჩემი გამომცხვარი ფუნთუშებით ვანებივრებ. მაინტერესებს, როგორი სიხშირით შეიძლება ცომეულის მიცემა ბავშვისთვის და რომელ ცხიმზე დამზადებული უფრო სასარგებლოა. მე ყოველგვარ ცომეულს ნაღების კარაქით ვაცხობ, - გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.