რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ჩვილის მენიუ 7-8 თვის ასაკში
ჩვილის მენიუ 7-8 თვის ასაკში

7 თვის ბავშვმა საკვები დღეში ხუთჯერ უნდა მიიღოს, ყოველ ოთხ საათში ერთხელ. ხელოვნურ კვებაზე მყოფ პატარას უნდა მივცეთ ხორცის ნახარშზე მომზადებული ბოსტნეულის სუპი ან პიურე, თავდაპირველად - დღეში არა უმეტეს 50 მლ-ისა, და თეთრი პურის ორცხობილა. ბულიონის დღიური ულუფა თანდათან 200 მლ-მდე უნდა გავზარდოთ. ბუნებრივ კვებაზე მყოფი ჩვილისთვის ხორცის ბულიონისა თუ სხვა დამატებითი საკვების მიცემის თაობაზე მოეთათბირეთ პირად პედიატრს. ხორცი ნაკლებად ცხიმიანი უნდა შევარჩიოთ - ხბოსი, წიწილისა. მოხარშვამდე წიწილას კანი უნდა მოვაშოროთ.

და კიდევ: უმჯობესია, პატარას უმთავრესად წიწილის მკერდის ხორცი მივცეთ. გთავაზობთ ხორცის ბულიონზე მომზადებული ბოსტნეულის სუპის რამდენიმე რეცეპტს.


კარტოფილის პიურე ძვლის ბულიონზე
საჭიროა:

  • 200 გ საქონლის ლულოვანი ძვალი;
  • თითო ღერი ოხრახუში, კამა, ნიახური, მწვანე ხახვი;
  • 1 ჩაის კოვზი მარილის ხსნარი.

კარგად გარეცხილი ძვალი ჩადეთ ქვაბში, დაასხით წყალი და შემოდგით ცეცხლზე. რომ წამოდუღდება, ნახარში გადაღვარეთ, ძვალი გამდინარე წყლით გარეცხეთ, ქაფი მოაშორეთ და ქვაბში ჩააბრუნეთ. დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი, ჩაამატეთ ოხრახუში, ნიახური, კამა, მწვანე ხახვი და 1 საათი ხარშეთ. თუ დაიშრო, დროდადრო ჩაამატეთ ადუღებული წყალი. შემდეგ ნახარში დოლბანდში ან სპეციალურ საწურში გადაწურეთ და დაასხით გარეცხილ, დაჭრილ კარტოფილს. ხარშეთ კარტოფილის დარბილებამდე, დაახლოებით 25-30 წუთი. მოხარშული კარტოფილი გადაიღეთ ბლენდერში, დაამატეთ 180 მლ რძე, მარილის ხსნარი და ათქვიფეთ. გადაიღეთ თეფშზე და შეაზავეთ 5გ კარაქით.


კარტოფილის პიურე ქათმის ხორცით
საჭიროა:

  • 100 გ ქათმის თეთრი ხორცი;
  • 200 გ კარტოფილი;
  • თითო ღერი კამა და მწვანე ხახვი;
  • 50 მლ რძე;
  • 5 გ კარაქი.

ჩადეთ ქვაბში ქათმის თეთრი ხორცი, ჩაამატეთ კამა და მწვანე ხახვი, დაასხით 1 ლ წყალი და ხარშეთ. ხორცი რომ მოიხარშება, დაამატეთ კარტოფილი, ადუღეთ კიდევ 25-30 წუთი, დაუმატეთ მარილის ხსნარი. მოხარშული ხორცი და კარტოფილი გათქვიფეთ ბლენდერში, გადმოიღეთ თეფშზე და დაუმატეთ კარაქი.


ბოსტნეულის პიურე ღვიძლით
საჭიროა:

  • 50 გ ქათმის ღვიძლი;
  • 100 გ კარტოფილი;
  • 100 გ სტაფილო;
  • თითო ღერი ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი;
  • 3 მლ მარილის ხსნარი;
  • 5 გ კარაქი.

ღვიძლი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით, დაასხით წყალი და ხარშეთ, სანამ ფერს შეიცვლის და დარბილდება. თუ ხარშვის დროს ბულიონი დააშრა, შეგიძლიათ დროდადრო ადუღებული წყალი ჩაამატოთ. ცალკე ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი კარტოფილი, სტაფილო, ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი, დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ 25-30 წუთი. სტაფილო რომ დარბილდება, კარტოფილსა და ღვიძლთან ერთად გადაიღეთ ბლენდერში, დაამატეთ ცოტაოდენი ბულიონი, მარილის ხსნარი და ათქვიფეთ. გადაიღეთ თეფშზე და შეკაზმეთ კარაქით. ბოსტნეულის პიურესთან ერთად ბლენდერში შეგიძლიათ ათქვიფოთ 10-20 გ თეთრი პურის ორცხობილაც. გირჩევთ, კერძი უშუალოდ ჭამის წინ მოამზადოთ. თუ დედა სამსახურში მიდის და ბავშვს მომზადებული კერძი უნდა დაუტოვოს, მიცემამდე 5 წუთი წამოადუღეთ, გააგრილეთ და ასე გაუმასპინძლდით პატარას. თუ გზას ადგახართ, მზა პიურე წაიღეთ სპეციალური თერმოსით, რომელიც სითბოს 2 საათი ინარჩუნებს. 8 თვიდან პატარას ვაძლევთ ხორცის ნახარშზე მომზადებულ ბოსტნეულის სუპ-პიურეს ხორცის ფარშით. ფარშისთვის გამოიყენეთ ახალგაზრდა ძროხის მჭლე ან ხბოს ახალი, გაუყინავი ხორცი. გარეცხილი, გასუფთავებული ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაამატეთ ბრინჯი, სველი ხელით

მოაგუნდავეთ და მოხარშეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. პირველი ნახარში რომ წამოდუღდება, გადაღვარეთ, ხორცის გუნდას დაასხით ცხელი ადუღებული წყალი და განაგრძეთ ხარშვა. დროდადრო გასინჯეთ და როდესაც ხორცი მოიხარშება, ბულიონითურთ გადაიღეთ მეორე ქვაბში, რომელშიც მოთავსებული იქნება 1 საშუალო ზომის კარტოფილი და სტაფილო, თითო ღერი ოხრახუში, კამა, ნიახური და მწვანე ხახვი. დაამატეთ ჩაის კოვზით მარილის ხსნარი და ხარშეთ კიდევ 25-30 წუთი. ამის შემდეგ ხორცის ფარში, კარტოფილი, სტაფილო, წინა დღის თეთრი, გამომშრალი პურის ან ორცხობილას ნაჭერი მოათავსეთ ბლენდერში და დაასხით იმდენი ბულიონი, რომ ულუფა დაახლოებით 200 მლ გამოვიდეს. კერძი პატარას კოვზით მიეცით. იმავე წესით მზადდება ბოსტნეულის სუპ-პიურე ქათმის (წიწილის) თეთრი ხორცით.


გაითვალისწინეთ: ერთი ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 200 მლ-ს - ჩვილის კუჭს ამაზე მეტის მონელება გაუძნელდება. გარდა ამისა, ჩვილის ფერმენტული აქტივობაც არ არის სრულყოფილი, რითაც აიხსნება ზედმეტი საკვების მიღების შემდეგ შებერვა, აირების დაგროვება და დისკომფორტი. ამ ასაკში პატარას კბილების ამოჭრა ეწყება, ამიტომ ეცადეთ, საკვები მეტისმეტად არ დააქუცმაცოთ - დაე პატარა ღეჭვას მიეჩვიოს.

 

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1-ელიდან 7 აგვისტომდე ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული (World Breastfeeding Week) აღინიშნება. დღეისათვის ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულს 170 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღნიშნავენ.
ჩვენს მიერ, ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში - "როგორ შევარჩიოთ წლამდე ასაკის ბავშვთა კვება", პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად პალმისა და რაფსის ზეთის უარყოფით გავლენაზე ისაუბრა.
ზაფხულის ცხელ დღეებს ადვილად გადაგვატანინებს საზამთრო და ნესვი - ტკბილი, წვნიანი, არომატული ბაღჩეული. შეიძლება თუ არა ნესვი ბავშვისთვის და რა სასარგებლო თვისებები აქვს მას, გვესაუბრება პედიატრი ივეტა მურუსიძე.

- საიდან შემოვიდა ნესვი ჩვენს ქვეყანაში?

სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
საკვების სწორად შერჩევას და პროდუქტის ხარისხს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ბავშვის ნორმალური განვითარების პროცესში.
გოგრის თესლი მდიდარია ცილით, ცხიმით, ორგანული მჟავებით, A, E ვიტამინებით. მოიპოვება მასში, თუმცა შედარებით ნაკლები, D და K-ც. უხვად არის მიკროელემენტები: თუთია, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ასეთი შემადგენლობის წყალობით გოგრის თესლს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.