რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ერთად შევხვდეთ ახალ წელს
ერთად შევხვდეთ ახალ წელს

ჩემი მეგობრები ახალ წელს ბავშვებისთვის ყოველთვის იძახებენ თოვლის ბაბუას. მეც მინდა, ჩემი პატარა გავახარო. საჭიროა თუ არა ამისთვის ბავშვის მომზადება?


სახლის ზღურბლზე "ნამდვილი" თოვლის ბაბუის გამოჩენა ბავშვისთვის მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენაა, შეიძლება ითქვას, ნამდვილი სასწაული. ამისთვის უფროსებიც და ბავშვებიც საგანგებოდ უნდა მოემზადოთ. კარგი იქნება, თუ პატარა მიხვდება, რომ თვითონაც უნდა მოუმზადოს საჩუქარი თოვლის ბაბუას. დაეხმარეთ ამაში.

ეს საჩუქარი შეიძლება იყოს თუნდაც ღია ბარათი, ოღონდ მისალოცი ტექსტი ბავშვმა უთუოდ საკუთარი ხელით უნდა დაწეროს. დადეთ ბარათი გამოსაჩენ ადგილას. ჰკითხეთ ბავშვს, სურს თუ არა ლექსის თქმა ან სიმღერის შესრულება - თოვლის ბაბუა ალბათ სთხოვს ამას პატარა მასპინძელს. შეგიძლიათ, წინასწარ რეპეტიცია ჩაატაროთ. სტუმრების მოსვლისთვის ბავშვთან ერთად შეგიძლიათ საახალწლო კოსტიუმში თქვენც გამოეწყოთ.


ვინ იმღერებს და იცეკვებს?
სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოდგება მოძრაობითი ამოცანა: ხელიხელჩაკიდებულებმა ნაძვის ხეს შემოუარეთ და თან ტაში დაუკარით. შეიძლება, პატარამ განასახიეროს, როგორ დახტის ბეღურა ან როგორ სძინავს დათუნიას. სამიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მისაღებია თამაშები და კონკურსები, მათთვის მნიშვნელოვანია შეჯიბრება და გამარჯვება. ერთმანეთს შეუნაცვლეთ დავალებები მოხერხებულობის ("ვინ უფრო მეტხანს გაჩერდება ცალ ფეხზე") და საზრიანობის ("მე ვიცი ასო "ა"-ზე ყველაზე მეტი ცხოველის სახელი") წარმოსაჩენად. 6-7 წლის და ამაზე უფროს ბავშვებს უკვე წარმოდგენებში მონაწილეობაც შეუძლიათ. მაგალითად, განძის ძებნა, ფიფქიას გადარჩენა, მეკობრეებთან ბრძოლა. თუ გარეთ თოვლი დევს, შეგიძლიათ, ბატალიები ეზოში გამართოთ.


გარდასახვის ხელოვნება
არსებობს რამდენიმე ძირითადი პრინციპი:

1. კომბინირება. თვალი გადაავლეთ ძველ კოსტიუმებს. შეგიძლიათ, ისინი მოხერხებულად გადააკეთოთ და საჭიროებისამებრ დაამატოთ დეტალები. მეფის ასულის კოსტიუმისთვის შეგიძლიათ რეზინზე მარტივად აასხათ ლამაზი ქსოვილი, გაუკეთოთ საინტერესო ქამარი და კაბაც მზადაა. კოსტიუმის განსაკუთრებულად რთული ნაწილები, მაგალითად, მგლის ან დათვის ნიღაბი, შეგიძლიათ იყიდოთ. რაც შეეხება ტანს, კუდსა და ბრჭყალებს - მათ თავადაც დაამზადებთ, რა თქმა უნდა, ბავშვის დახმარებით.
2. უნივერსალური

გადაწყვეტილება. შეუკერეთ ბავშვს მოსასხამი: ბიჭს - მუქი ნაცრისფერი ან მწვანე ქსოვილისაგან, ხოლო გოგონას - ნახევრად გამჭვირვალე ორგანზისგან ან ფარჩისგან. გამოჭერით ნახევარწრე (რადიუსი - ბავშვის სიმაღლეს გამოკლებული 20სმ), შეუკეცეთ ბოლოები და გაუკეთეთ მრგვალი ამონაჭერი თავის ამოსაყოფად. თუ დრო გაქვთ, შეგიძლიათ კაპიუშონიც მიაკეროთ, თუ არა, ეფექტური ბალთა ან ლამაზი თასმებიც საკმარისია. ერთი და იგივე მოსასხამი შეიძლება სხვადასხვა როლისათვის გამოიყენოთ: უფლისწულისა, ზღვის ყაჩაღისა, რაინდისა, ბეტმენისა, ჯადოქრისა... პატარა ქალბატონის მოსასხამი კი რამდენიმე დეტალის დამატებით შეიძლება პრინცესას ან ზღაპრული ფერიის სამოსად ვაქციოთ.


საოჯახო წარმოდგენა
შეკრიბეთ თქვენი შვილის მეგობრები და საოჯახო წარმოდგენა გამართეთ, სხვა მშობლებიც დაიხმარეთ, ბოლოს კი სადღესასწაულო სუფრა გაშალეთ და პატარა მსახიობებს ტკბილეულით გაუმასპინძლდით. თოვლის ბაბუის როლი შეიძლება რომელიმე ყოჩაღ მამიკოს დააკისროთ. ამ შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ გრიმს. კოსტიუმიც კარგად უნდა იყოს მორგებული. თუ თოვლის ბაბუას შემთხვევით წვერი ჩამოუვარდა და ბავშვებმა მასში მეგობრის მამა ამოიცნეს, გული დასწყდებათ. მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული სცენარიც. ზეიმის ყველა მონაწილე, განურჩევლად ასაკისა, აქტიურად უნდა იყოს მასში ჩართული, ყველას თავისი როლი უნდა ჰქონდეს და მოსაწყენად არავის უნდა ეცალოს.


 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კანადელი მეცნიერების განცხადებით, რძის მოყვარული ბავშვები თანატოლებთან შედარებით ბევრად მაღლები არიან. გარდა ამისა, მათ უფრო მეტად ჯანსაღი თმა და ფრჩხილები აქვთ.
ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისა და ჯანსაღად განვითარების მთავარი წინაპირობა კვების სწორად შერჩევაა. ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბაზარი ზედმეტად გაჯერებულია საინტერესო რეკლამებითა და მიმზიდველი შეფუთვების მქონე უამრავი პროდუქციით.
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად მოიმატოს. მკვლევარების აზრით, ხილის წვენი ძალიან ბევრ შაქარსა და კალორიას შეიცავს. წლის შემდეგაც მისი რაოდენობა ბავშვის რაციონში უნდა შეიზღუდოს
სკოლა მთლიანად ჯანსაღი ცხოვრების წესთან უნდა ასოცირდებოდეს, მათ შორის კვების ნაწილშიც – ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
კერძის მომზადების ბოლო აკორდი გემრიელი სოუსია. ის განსაკუთრებით პიკანტურს ხდის კერძს. საბავშვო კულინარიაში კი სოუსი დაგეხმარებათ გაალამაზოთ და გაამრავალფეროვნოთ ბავშვის, განსაკუთრებით უჭმელი პატარის მენიუ. რა სახის სოუსების მომზადება შეგვიძლია ბავშვისთვის - ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი მარინა აფციაური.

რა ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ ბავშვი მაგიდასთან დამოუკიდებლად ჯდომას და საკვების თავისი ხელით ჭამას? ჩემი 1 წლის შვილი ძალიან ცუდად იქცევა, ყველაფერს იატაკზე ყრის - ჭურჭელს, საკვებს. როგორ გადავაჩვიო?

05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.