განვითარების ეტაპები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

განვითარების ეტაპები

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ამერიკელი ფსიქოლოგის ერიკ ერიქსონის ფსიქოსოციალური კრიზისების ფსიქოანალიტიკური ორიენტაციის თეორია. ადამიანის ცხოვრებაში ერიქსონი რვა პერიოდს და ამდენივე კრიზისს გამოყოფს. ექვსი მათგანი დაბადებიდან სრულწლოვანებამდე გრძელდება. სხვა ფსიქოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ კრიზისები ემთხვევა ბავშვობისა და ადრეული სიყმაწვილის წლებს. მიუხედავად ამისა, ყველა მშობლისთვის სასარგებლოა იცოდეს, მოცემულ მომენტში განვითარების რომელ პერიოდს გადის მისი შვილი და რომელი ფსიქოლოგიური ამოცანის გადაწყვეტაა საჭირო. ეს საშუალებას მისცემს ოჯახს, თავიდან აიცილოს შეცდომები ბავშვის აღზრდაში, ხოლო ბავშვს - განვითარდეს მაქსიმალურად ეფექტურად და კომფორტულად. საიდუმლო როდია, რომ ზოგჯერ ბავშვთან ურთიერთობა ძალიან რთულია (ავიღოთ თუნდაც ყველასთვის ცნობილი `საზღვრების დადგენის~ დრო. დაახლოებით წლინახევრიდან სამ წლამდე). როცა ბავშვი შეძლებს მიჯნის გავლებას და საბოლოოდ აითვისებს, რა შეიძლება და რა - არა, მომთმენ დედებსა და მამებს ჯილდო ელით. სამი წლის საზღვრის გადალახვით თქვენი შვილი შეაბიჯებს გარშემო მყოფთათვის ძალზე საინტერესო განვითარების პერიოდში - კრეატიულობაში.

რა არის ეს?

კრეატიულობა შემოქმედებისკენ მიდრეკილებას მოიაზრებს, თუმცა ის უფრო ფართო ცნებაა. ეს არის სხვადასხვა ამოცანის არასტანდარტულად გადაჭრის უნარი (მათ შორის - სტანდარტულისაც კი). თუ გსურთ, თქვენი შვილიც ასეთი უნარის მქონე გაიზარდოს, უნდა განსაზღვროთ, საიდან იღებს სათავეს კრეატიულობა ან სად უქრება შემდგომ ადამიანთა უმრავლესობას ეს უნარი.  მთავარია, პატარას ხელი არ შევუშალოთ. ფსიქიკურად ჯანმრთელი ყველა ბავშვი, რა საოცარიც უნდა იყოს, კრეატიულია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ ბავშვის განვითარების პროცესი სწორი გზით მიდის. სამიდან ექვს წლამდე ასაკობრივი პერიოდი თითქოს საგანგებოდ არის გამოყოფილი პიროვნების ამ უნარის განსავითარებლად. შემდგომ ბავშვი სკოლაში მიდის, სადაც მას მაშინვე ასწავლიან სხვადასხვა ამოცანის სტანდარტული მეთოდით ამოხსნას (ორჯერ ორი ყოველთვის ოთხის ტოლია და ა.შ.). ასეთ პირობებში კრეატიულობა მაშინვე ჩაქრობას იწყებს, ხოლო თუ მან სკოლამდელ ასაკში მოასწრო განვითარება, აუცილებლად წამოყოფს თავს საშუალო სკოლაში ან სკოლის დამთავრების შემდეგ. როგორ განვსაზღვროთ, რომ კრეატიულობის განვითარების პერიოდი უკვე დადგა? სულ უბრალოდ: პატარას ლექსიკონში გაჩნდა კითხვების მეფე - `რატომ?~ ვიდრე საზღვრების დადგენის პერიოდი გრძელდება, ბავშვმა უნდა იცოდეს: რა, სად, როგორ გავაკეთო, რა მოხდება, თუ... სწორედ ამას კითხულობს ის გამუდმებით. ზედმეტია, როცა მშობლები დაწვრილებით უხსნიან წლინახევრის ან ორი წლის პატარას, რატომ მოდის თოვლი ზამთარში ან რატომ არ შეიძლება ელექტროქსელში ლურსმნის შერჭობა - ბავშვი ჯერ არ მომწიფებულა ასეთი ახსნა-განმარტებებისთვის და ყველაფერს ერთი ყურიდან მეორეში უშვებს. პატარას მთავარი ამოცანა, რომლის გადასაწყვეტადაც არის მომწიფებული მისი გონება, იმის გარკვევაა, რა მოხდება, რა შეიძლება და რა-არა. კარდინალურად იცვლება სურათი კრეატიულობის პერიოდის დადგომისთანავე. ბავშვები უამრავი კითხვის დასმას იწყებენ. კითხვები ძალიან უცნაური და მოულოდნელია: რატომ დაფრინავენ ჩიტები? რატომ არის ცა ცისფერი? რატომ ვიძინებთ ღამე? რატომ ვიცინით? ფსიქოლოგთა რეკომენდაციები ერთმნიშვნელოვანია: თუ გსურთ, თქვენი შვილი კრეატიული გაიზარდოს, მის ამ ბავშვურ კითხვებზე აუცილებელია პასუხის გაცემა! არავითარ შემთახვევაში არ უგულებელყოთ ეს კითხვები. თუ პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ ან არ გსურთ, არაფერია - კაცნი ვართ, საკუთარი პრობლემებითა და განწყობილებით. უთხარით ბავშვს, რომ მის კითხვებს აუცილებად გასცემთ პასუხს მოგვიანებით. თუ თქვენი მეხსიერების იმედი არ გაქვთ, შეგიძლიათ კითხვების ჩასაწერად სპეციალური წიგნაკი შემოიღოთ. როცა თქვენი შვილი გაიზრდება, ეს წიგნაკი მოგითხრობთ, როგორ ხდებოდა ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბება, როგორ ვითარდებოდა მისი ინტელექტი, როგორ ყალიბდებოდა მისი ქცევები. თქვენი პასუხები პატარას კითხვებზე არ უნდა იყოს არც ზედმიწევნითი (პატარას მოსწყინდება და ყურადღება გაეფანტება) და არც ფორმალური (ჩაიკეტება და საერთოდ გაუქრება კითხვის დასმის სურვილი). მაგალითად, კითხვაზე `რატომ არის ცა ცისფერი?~ არსებობს პასუხის ორი ვარიანტი:

1. ჩვენი პლანეტა კოსმოსში მდებარეობს და გარშემორტყმულია ატმოსფეროთი, ჰაერით. მზის სხივები გაივლიან ჰაერის ფენებს და ცისფრად აფერადებენ ცას. მთვარეზე ატმოსფერო არ არის, ამიტომ ღამით ცა ყოველთვის შავია.

2. ცა ცისფერია იმიტომ, რომ ეს ძალიან ლამაზია. დიდი ხნის წინ ღმერთმა შექმნა ჩვენი სამყარო და ისე გააფერადა, რომ არასოდეს მოგვბეზრდეს მისი სილამაზით ტკბობა. აი, რა ლამაზია თეთრი ღრუბლები, რომლებიც მზით არის განათებული ცისფერ ცაზე!

ყოველ მოზრდილ ადამიანს თავისი მსოფლმხედველობა აქვს; სხვადასხვა ინტელექტისა თუ პროფესიის ადამიანებს პასუხებიც სხვადასხვაგვარი ექნებათ. მთავარია, მშობელი გულწრფელი იყოს - ბავშვი მიიღებს თქვენს პასუხს, რათა კიდევ უფრო გაიფართოოს თავის მიერ აღქმული სამყაროს საზღვრები.