ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა

სამწუხაროდ, ჩვენს ბავშვებს ურთიერთობის საშუალება იშვიათად ეძლევათ. საბავშვო ბაღში ისინი სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი. გარდა ამისა, არსებობს უამრავი აკრძალვა. სკოლაში გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ძლივს ასწრებენ ერთმანეთისთვის თითო-ოროლა სიტყვის თქმას. თავისუფალ დროს კი ყველა სახლშია, ტელევიზორს უყურებს ან კომპიუტერზე თამაშობს. ურთიერთობის პრობლემა განსაკუთრებული სიმწვავით დგას ოჯახებში, სადაც მხოლოდ თითო ბავშვია. ბავშვებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანატოლებთან თამაშს. ამასთან, ეს უნდა იყოს არა კონსტრუირებული, უფროსების მიერ მოფიქრებული განმავითარებელი თამაში, არამედ ის, რასაც ბავშვები თვითონვე მოიფიქრებენ. თამაშში ბავშვები გამოიმუშავებენ ქცევის სხვადასხვა მოდელს, ირგებენ სხვადასხვა როლს - ამ გზით ყალიბდება მათი თვისებები, ხასიათი. შინ სტუმრების მოსაწვევად განსაკუთრებული მიზეზი არ არის საჭირო; საკმარისია თავისუფალი დრო. თანაც ეს დრო უნდა ჰქონდეს ბავშვს და არა თქვენ. უფროსებს შეუძლიათ, თავიანთ საქმეებს მიხედონ: მოამზადონ სადილი, წაიკითხონ ან დაისვენონ. ბავშვის სხვა ბავშვებთან ურთიერთობის პროცესის ორგანიზებაში დაგეხმარებათ მარტივი რეკომენდაციები:

  • მიეცით ბავშვს საშუალება, თვითონ აირჩიოს, ვისი მოწვევა სურს. უმჯობესია, თავდაპირველად ერთი ბავშვი მოიწვიოთ - დიდ კომპანიაში ბავშვები მალე იღლებიან.
  • სტუმარი ბავშვის მშობლებს წინასწარ შეუთანხმდით ვიზიტის დროისა და ხანგრძლივობის თაობაზე. კარგი იქნება, თუ პირველი სტუმრობა არც ისე დიდხანს (1-2 საათი) გაგრძელდება. შემდეგ შეიძლება  ვიზიტის ხანგრძლივობა გაზარდოთ.
  • გააფრთხილეთ თქვენი შვილი, რომ ის მასპინძელია, ამიტომ ვალდებულია იზრუნოს სტუმარზე: შესთავაზოს ჩაი, ნამცხვარი და ა.შ. ათხოვოს სათამაშო, რომელიც მას მოეწონება, გააცილოს ტუალეტში.
  • გააცანით სტუმარს თქვენს სახლში ქცევის წესები: უნდა ითამაშონ მხოლოდ სათამაშოებით, უნებართვოდ არ უნდა აიღონ უფროსების ნივთები, თამაშს რომ დაამთავრებენ, სათამაშოები უნდა აალაგონ, არ იხმაურონ, რადგან მეზობელ ოთახში ჩვილ ბავშვს ან ბებიას სძინავს და ა.შ.
  • ნუ გაკიცხავთ და ნუ უყვირებთ ბავშვს მეგობრების თანდასწრებით. შენიშვნები მიეცით, როცა მარტონი დარჩებით.
  • მიეცით ბავშვებს თავისუფლად, თქვენი ზედამხედველობისა და ჩარევის გარეშე თამაშის საშუალება.

პირადი გამოცდილება

მკითხველი გვწერს: “ჩემი თეკლე მორცხვი გოგონაა. სკოლაში რომ მივიდა, თითქმის არავის ელაპარაკებოდა. გადავწყვიტე, მეგობრების შეძენაში დავხმარებოდი. შინ მივიპატიჟეთ ანანო, რომელიც თეკლას ძალიან მოსწონდა. გოგონებმა ადვილად გამონახეს საერთო ენა, მალე თამაშიც დაიწყეს. მშობლიურ კედლებში ჩემი გოგონა აღარ იყო ისეთი მორცხვი. ბავშვებმა ძალიან კარგად გაატარეს დრო. ახლა ჩვენთან სტუმრად დადიან სხვა გოგონებიც, სკოლაშიც ურთიერთობენ ერთმანეთთან. თეკლა უფრო თავდაჯერებული გახდა, თავს მარტოსულად აღარ გრძნობს, მე კი მიხარია, რომ ამაში დავეხმარე. მისი მეგობრები ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი სტუმრები არიან”.