როგორ ავიცილოთ თავიდან კომპლექსები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან კომპლექსები

3-4 წლის ასაკში ყოველ ბიჭუნას სურს, დედაზე დაქორწინდეს, ხოლო გოგონას - მამას გაჰყვეს ცოლად. ბავშვს მშობლების მიმართ სექსუალური განცდის მსგავსი რამ უჩნდება და ამის წყალობით აცნობიერებს, რომელ სქესს მიეკუთვნება თავად. ფსიქოანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველა ბავშვის გარდაუვალი გამოცდილებაა. გოგონა ეჭვიანობს დედაზე, ბიჭუნა კი მამაზე. პატარა თავისივე სქესის მშობელთან მეტოქეობას იწყებს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ეგუება, რომ დედა ქმრად მამას ირჩევს და არა თავის ბიჭუნას, ხოლო მამა არ შორდება დედას სამი წლის გოგონას გამო. კომპლექსი ქრება და ყველაფერი თავის ადგილას დგება. ზოგჯერ პატარა ბავშვს უჩნდება განცდა, თითქოს ოჯახში ყველაზე უცოდინარია, ყველაზე სუსტი, მაგრამ იზრდება, ახალ-ახალ რამეებს იგებს, შემდეგ თავის გვერდით ხედავს ბავშვებს, რომლებიც მასზე უმცროსები და გამოუცდელები არიან და აღმოაჩენს, რომ სრულიადაც არ არის თანატოლებზე უარესი. ყოველი ბავშვი, თუნდაც ძალიან მიმზიდველი და სასიამოვნო შესახედავი, ყრმობის პერიოდში თავის გარეგნობაში აღმოაჩენს ამა თუ იმ ნაკლს და ძალიან იტანჯება ამით, თუმცა დროთა განმავლობაში რომაული ცხვირი სრულიადაც აღარ ეჩვენება ვულგარული, ხოლო კომპლიმენტები და თაყვანისმცემელთა სიმპათიები ეხმარება, საბოლოოდ მიიღოს საკუთარი გარეგნობა და მორიგი კომპლექსიც უკვალოდ ქრება. მაგრამ ხდება ისეც, რომ კომპლექსს ბოლო არ უჩანს...

მთავარია გულისხმიერება

არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ ბავშვებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ისინი მხოლოდ მათი წარმატებისთვის უყვართ. ჩვენ ხშირად მოვითხოვთ ბავშვებისგან ისეთ მიღწევებს, რომლებიც მათ ძალებს აღემატება. არასრულფასოვნების კომპლექსი არ განმტკიცდება, თუ:

  • არ დაამცირებთ ბავშვს, მაგრამ არც გაანებივრებთ;
  • მიღწევებისთვის შეაქებთ, მაგრამ მათი არარსებობის შემთხვევაშიც გეყვარებათ მისი სისუსტეებითა და ნაკლითურთ;
  • დაეხმარებით სხვებთან ურთიერთობის დამყარებაში.

მშობელთა ამბიციების მძევლები

ნარცისის კომპლექსი ყალიბდება სკოლამდელ ასაკში, როცა ჩნდება მისწრაფება, გახდე იდეალური, სრულყოფილი, დედ-მამის სიამაყე. ამ კომპლექსით შეპყრობილი ადამიანი ვერ ეგუება, რომ შესაძლოა, ოდესმე რამე არ გამოუვიდეს. იგი გამუდმებით მალავს თავის სისუსტეებს, თავს არიდებს სიტუაციებს, სადაც შეიძლება უნებურად გამოამჟღავნოს ისინი, არასოდეს არავის სთხოვს დახმარებას და გამუდმებით თან სდევს წარუმატებლობის შიში. ნარცისები ხშირად იზრდებიან ოჯახებში, სადაც მშობლები:

  • დაქორწინებულნი არიან არა სიყვარულით, არამედ გარკვეული აუცილებლობის ან შეთანხმების გამო;
  • უქმნიან შვილს გარდაუვალი წარმატების მოლოდინს. ეს თვისება დამახასიათებელია ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც ოდესღაც რამეში (მაგალითად, ბიზნესში) ხელი მოეცარათ. ისინი ბავშვისგან საკუთარი წარუმატებლობის კომპენსაციას ელიან.

რეცეპტი ყველასთვის

ძნელი სათქმელია, უფროსების რომელი ნაბიჯი წარმოშობს ბავშვში კომპლექსს - ჩვენ ხომ ხშირად იმპულსურად ვმოქმედებთ, მაგრამ არსებობს უნივერსალური რჩევა იმის თაობაზე, როგორ ავარიდოთ თავიდან შვილებს ავადმყოფური განცდები: იყავით ბედნიერნი და თქვენ გვერდით ბედნიერი ბავშვები გაიზრდებიან!