როგორ გადავურჩეთ ისტერიკას ბაღში წასვლისას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გადავურჩეთ ისტერიკას ბაღში წასვლისას

პირველი დღე. თუნდაც მშობლებმა ყველაფერი სწორად გააკეთონ, არ არსებობს გარანტია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ეს არ გვაძლევს საფუძველს, ხელები გულზე დავიკრიფოთ და არაფერი ვიღონოთ. თუ, მიუხედავად ყველაფრისა, სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ, შესაძლოა, სპეციალისტის დახმარებაც დაგვჭირდეს.

დავუბრუნდეთ პირველ დღეს. პატარა ჭირვეულობის გარეშე მოგყვებათ ბაღში? შესანიშნავია, მაგრამ ეს მხოლოდ ნახევარი საქმეა, წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია - ახალ გარემოში სოციალური ადაპტაცია. უპირველეს ყოვლისა, მოდი, პასუხი გავცეთ კითხვას, რა არის საბავშვო ბაღში სოციალური ადაპტაცია. ეს არის ბავშვის უნარი, შეეთვისოს თანატოლების ჯგუფს და ადგილი დაიმკვიდროს. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ.

1. ისწავლეთ ბავშვში პიროვნების დანახვა. გააცნობიერეთ, რომ ბავშვი მშობლების ნაწილი კი არ არის, არამედ სულ სხვა პიროვნება, რომელიც შეიძლება სულაც არ გგავდეთ.

2. ასწავლეთ პატარას დამოუკიდებლობა, წაახალისეთ მისი ინიციატივა. ბუნებრივია, მაშინ, როცა ამას სახიფათო შედეგი არ მოჰყვება.

3. აუხსენით ბავშვს, როგორ მოიქცეს კონფლიქტურ ვითარებაში. ბავშვების ჯგუფში კამათი და კინკლაობა გარდაუვალია და პატარა ამისთვის მზად უნდა იყოს. ესმოდეს, რომ ირგვლივ მყოფებს მისი ქმედება ყოველთვის არ მოეწონებათ და არ არის გამორიცხული, წინააღმდეგობა გაუწიონ. სწორედ ამ დროს უნდა შეეძლოს ბავშვს თავისი პოზიციისა და ინტერესების დაცვა.

4. ეცადეთ, ბევრი რამ აკეთოთ ერთად - ისეირნოთ, ითამაშოთ, სახლი დაალაგოთ... ეს საგრძნობლად დააჩქარებს ბავშვის სოციალურ ადაპტაციას საბავშვო ბაღში, რადგან ის იქ გუნდური მუშაობის ჩვევებით მივა.

5. არ შეაშინოთ ბავშვი საბავშვო ბაღით. პირიქით, ეცადეთ, მასზე ყოველთვის დადებითად ილაპარაკოთ, მით უფრო, რომ საბავშვო ბაღს მართლად დიდი სარგებლობა მოაქვს, განსაკუთრებით - სოციალური ადაპტაციის თვალსაზრისით.

დაბოლოს, თავადაც უნდა შეეგუოთ, რომ თქვენი პატარა საბავშვო ბაღში ავადაც გახდება, განსაკუთრებით - პირველ წელს. მიუხედავად ამისა, საბავშვო ბაღს დიდი როლი აკისრია ბავშვის ცხოვრებაში. ის პატარას აძლევს უნიკალურ საშუალებას, იპოვოს სოციუმში თავისი ადგილი და დაამყაროს ურთიერთობა თანატოლებთან, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.