ჟესტების ენა მეტყველების ადრეულ განვითარებას ეხმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჟესტების ენა მეტყველების ადრეულ განვითარებას ეხმარება

2 წლის ასაკში, საშუალო სტატისტიკით, პატარა წარმოთქვამს 50 სიტყვას, ორიოდე წინადადებას და ლექსიკურ მარაგში 150-300 სიტყვა აქვს - ეს პასიური მარაგია. ხოლო ბავშვს, რომელთანაც ჟესტებს იყენებდნენ, შეუძლია 200-300 სიტყვის წარმოთქმა! მის აქტიურ მარაგში - 3-5 წინადადება, პასიურში კი 200-500 სიტყვაა. წინსვლა განვითარებაში იმ ბავშვებთან, რომლებთანაც ჟესტებს იყენებდნენ, სასკოლო ასაკშიც შეიმჩნევა - მათი IQ 8 წლის ასაკში, როგორც წესი, უფრო მაღალია.

დავეხმაროთ ჟესტებით!

ბავშვთან საუბრისას აქტიურად ვიყენებთ ჟესტებს ინტუიციის დონეზე. მოდი, ეს გავაკეთოთ უფრო გაცნობიერებულად - მეცნიერულად!

ჟესტების ენა და მისი ჩართვა ბავშვთან კომუნიკაციაში - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და არსებითი ელემენტია პროგრამისა “ბეიბი სენსორი”, რომელიც რეგულარულად იხსენიება ადრეული განვითარების საუკეთესო პროგრამად მსოფლიოს 27 ქვეყანაში, ხოლო დიდ ბრიტანეთში ჟესტების ენა აუცილებელ დისციპლინად არის აღიარებული ბაგა-ბაღებში.

რატომ ხდება ასე?

ნეიროფსიქოლოგები და ადრეული განვითარების სპეციალისტები აღიარებენ, რომ ბავშვებში სიცოცხლის პირველ წლებში კავშირი “ობიექტი-სიტყვა” არასაკმარისად ეფექტურად მუშაობს, მაშინ როცა კავშირი “ობიექტი-ჟესტი” და “ჟესტი-სიტყვა” შედეგიანია. ამიტომ ბავშვთან ურთიერთობაში ჩვეულებრივ სასაუბრო მეტყველებასთან ერთად ჟესტების შეტანისას ბავშვი სწრაფად იწყებს საუბარს.

განმსაზღვრელია ფსიქოლოგიური კომფორტი და კონტაქტი დედასთან. ლინდა აკრედოლო და სიუზან გუდვინი თავიანთ წიგნში “როგორ ვესაუბროთ ბავშვს, რომელმაც ჯერ არ იცის ლაპარაკი”, ამტკიცებენ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუ ბავშვი ბედნიერია, აცნობიერებს, რა ხდება ირგვლივ და გრძნობს, რომ მისი ყოველთვის ესმით, ვითარდება ჰარმონიულად და სწრაფად.

მაგრამ როგორ უნდა აუხსნა უფროსს, როცა შენ ჯერ კიდევ ძალიან პატარა ხარ? თითქოს იცი, რა გინდა, მაგრამ არ იცი, ამას რა დაარქვა! ბავშვების უმრავლესობა ასეთი მდგომარეობიდან გამოსავალს ტირილსა და ყვირილში პოულობს, რაც, რა თქმა უნდა, დადებითად არ აისახება ფსიქოემოციურ ფონზე. სწორედ ამიტომ საჭიროა დავეხმაროთ პატარას, რაც შეიძლება ადრე გამოხატოს აზრები და ჩაერთოს მართალია არავერბალურ (უსიტყვო), მაგრამ მაინც დიალოგში მშობელთან.

როცა ვსაუბრობთ ჟესტებზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მცირე მოტორიკა - ბავშვი ჟესტებს ხელებით, თითებით ახორციელებს, ამ დროს მუდმივად იგზავნება იმპულსები ტვინში. ცენტრები კი, რომლებიც პასუხს აგებენ თითების მოძრაობაზე, ძალიან ახლოს არიან განლაგებულნი მეტყველებაზე პასუხისმგებელ ცენტრებთან. ამიტომ მოტორიკის სრულფასოვანი განვითარება აუმჯობესებს მეტყველებას და თანდათანობით იწყება ბავშვის მიერ პირველი სიტყვების წარმოთქმა. გამოდის, რომ სანამ ბავშვი ამუშავებს თითებსა და ხელებს, აქტიურდება მეტყველების ზონები.

ჟესტების ენის ათვისების დადებითი მხარეები:

  • მეტყველების სწრაფი განვითარება;
  • ძირითადი მოთხოვნილებებისა და სურვილების უფრო ზუსტი გამოხატვა, შედეგად - ბავშვი უფრო მშვიდი და ბედნიერია;
  • უფრო მჭიდრო და პოზიტიური ურთიერთობა ბავშვსა და მშობლებს შორის.

სოციალური და ქცევითი ჩვევების განვითარება:

  • ჟესტების ენით ურთიერთობას მიჩვეული ბავშვები ადვილად ერთვებიან და მონაწილეობენ რთულ თამაშებში;
  • წარმოსახვის განვითარება. მაგალითად, როცა ვაჩვენებთ ბავშვს, რომ ხელების ქნევით შესაძლებელია ფრინველის გამოხატვა, ჩვენ ვამზადებთ მას არა მარტო მეტყველების განვითარებისთვის, არამედ სიმბოლურ აზროვნებასთან დაკავშირებული ყველა სფეროსთვის - წარმოსახვა (ფანტაზია), ხატვა, კითხვა, აზროვნება, გააზრება.