რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
თითები ადამიანს მათემატიკის ათვისებაში ეხმარება
თითები ადამიანს მათემატიკის ათვისებაში ეხმარება
ზოგს თითების საშუალებით თვლა უადვილდება და ამაში გასაკვირი და საგანგაშო არაფერია. მეცნიერების აზრით, ეს მაღალი ინტელექტის ნიშანია. ბავშვები, რომლებიც მათემატიკურ ამოცანებს თითების საშუალებით ხსნიან, უკეთ აღიქვამენ საკუთარ ხელებს, რაც მათემატიკის დაძლევაშიც ეხმარებათ.
მაგრამ ბევრი მასწავლებელი და მშობელი არ ახალისებს მსგავს ქცევას - ბავშვებს გონებით თვლას ურჩევენ და აიძულებენ. თუმცა, თითების აღქმის განვითარება (თითების აღქმა და დასახელება) პირდაპირ არის დაკავშირებული ტვინის ზონების გააქტიურებასთან. ამასთან, ასე ბავშვები უფრო სწრაფად და მარტივად ხსნიდნენ ამოცანებს. ეს ეფექტი ვრცელდებოდა ალგებრასა და გეომეტრიაზეც, რაც მნიშვნელოვნად ზრდიდა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას
ასაკობრივი კრიზისის დადგომის პერიოდში ბავშვი ახალ უნარებს იძენს და მათ გამოყენებას, რეალიზაციას იწყებს.
როგორც ცნობილია, დედები გაუცნობიერებლად უწევენ ხმას ბავშვებთან საუბრისას. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ევოლუციური მექანიზმია, რომელიც დედებს ბავშვების დამშვიდებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დღის განმავლობაში ბავშვებთან მშობლების საუბარი ჩაიწერეს და კომპიუტერული პროგრამით შეადარეს, როგორ საუბრობდნენ დედა და მამა ბავშვებთან და მოზრდილებთან. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დედები ბავშვებთან ბავშვის ხმით საუბრობდნენ.
ხშირად მშობლები ჩივიან, რომ მათი შვილები მეგობრებთან ურთიერთობისას, თამაშის ან შეჯიბრის დროს, მარცხს მტკივნეულად განიცდიან. ამის მიზეზები კი აღზრდისას დაშვებულ შეცდომებშია საძიებელი.

წარუმატებლობის გამო განცდა და წუხილი ბუნებრივი რეაქციაა. ბავშვმა შეიძლება იწუწუნოს, იბუზღუნოს, იყვიროს, იტიროს, პროტესტი გამოხატოს; მთავარია, ემოციების გამოხატვის საშუალება მივცეთ. ცუდია, როცა ბავშვი დამარცხების შემდეგ დიდხანს გრძნობს თავს დათრგუნულად - ეს ხელს უშლის მის განვითარებას.

კვლევამ აჩვენა, რომ 6 თვეზე მეტი ასაკის ჩვილებს, მშობლების საძინებელში, 40 წუთით ნაკლები ეძინათ. ძილის ნაკლებობის გამო, ბავშვები დამოუკიდებლად ვეღარ მშვიდდებოდნენ. მათთან ასევე იზრდებოდა სიმსუქნისა და მომატებული აღგზნებადობის განვითარების რისკი.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.