გაუგეთ ერთმანეთს უსიტყვოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაუგეთ ერთმანეთს უსიტყვოდ

საზოგადოდ, მომთხოვნი ბავშვის იგნორირებას აზრი არ აქვს. მას თანასწორად მოექეცით, აუხსენით გარემოებები და თქვენი ქცევის მიზეზები. გამოიყენეთ ტრადიციული ფრაზები: “მე ჯერ არ შემიძლია ამის გაკეთება”, “ჩვენ ამას ახლა არ გავაკეთებთ, ჩვენ უნდა შევხვდეთ მამას”, “ხვალ ყველაზე უწინ შენს საქმეს გავაკეთებთ, მე შენ გპირდები, შენ ჩემი გჯერა?”

შესთავაზეთ თქვენს დამოუკიდებელ პატარას, მიგიყვანოთ სახლამდე, რადგან თქვენ თითქოს გზა დაგავიწყდათ, სთხოვეთ გაჩვენოთ ესა თუ ის ნივთი, გააკეთოს რაიმე თქვენ ნაცვლად. პატარებს ძალიან მოსწონთ და აღაფრთოვანებთ ასეთი როლები და თქვენთვისაც გაიოლდება სიტუაციის გაკონტროლება.

როგორ მოვაშოროთ ბავშვი ძუძუს?

- ჩემი გოგონა 1 წლის და 4 თვისაა, ჯერ კიდევ ძუძუთი იკვებება. ღამითაც იღვიძებს და ძუძუს ითხოვს. როგორ გადავაჩვიო ისე, რომ ბავშვისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს?

თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ უკვე დროა ბავშვი ძუძუს მოაშოროთ და ფიქრობთ, ბავშვიც შეძლებს ამას, შეეცადეთ დაიცვათ ასეთი წესები:

  • დარწმუნდით თქვენი ნაბიჯის სისწორეში, რომ ბავშვს ძუძუთი აღარ გამოკვებავთ;
  • გამოიყენეთ მთელი თქვენი ენერგია, იყავით განსაკუთრებით ალერსიანი, მოეფერეთ და ესაუბრეთ პატარას, დაარწიეთ, უმღერეთ. მაქსიმალურად უზრუნველყავით ბავშვი ტაქტილური (შეხებითი) და ემოციური კონტაქტით;
  • ჩაიცვით დახურული ტანსაცმელი;
  • მიეცით მეტი სითხე;
  • ყურადღებით დააკვირდით ბავშვს, თუ მას ექნება ძლიერი რეაქცია (განუწყვეტელი ტირილი, მოუსვენრობა, ტემპერატურა და ა.შ.), გარკვეული დროით გადაავადეთ ძუძუთი კვების შეწყვეტის გადაწყვეტილება!
  • მაქსიმალურად ეცადეთ ყურადღება გადაუტანოთ, თუ ესეც შედეგს არ გამოიღებს, დრო მიეცით და თანდათანობით, უმტკივნეულოდ განახორციელეთ თქვენი ჩანაფიქრი!