ბავშვის განვითარების ასაკობრივი კრიზისი და მისი შემსუბუქების საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვის განვითარების ასაკობრივი კრიზისი და მისი შემსუბუქების საშუალებები

როდესაც მას მშობელი ზღუდავს და არ აძლევს აღნიშნული ახალი უნარის გამოვლენის საშუალებას, პატარას ასაკობრივი კრიზისი ეწყება.

ასაკობრივი კრიზისი ბავშვის განვითარების ეტაპებს ემთხვევა. ამ ეტაპამდე ბავშვს გარკვეული უნარები არ ჰქონდა, მისი გავლის შემდეგ კი უკვე ათვისებული აქვს. ხშირად უფროსები ვერ ხვდებიან, რომ ბავშვის შესაძლებლობები უფრო გაზრდილია და რაღაცა დონით ამ უნარების შეზღუდვას ცდილობენ. ბავშვი კი გაპროტესტებას იწყებს, გაღიზიანებული ხდება. სწორედ ეს პერიოდია კრიზისი.

"პროცესების შესამსუბუქებლად აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ, თუ რას ვუზღუდავთ ბავშვს, რის შედეგადაც ის ღიზიანდება და შედეგად განვითარების ეტაპს ვაჩერებთ. ამ შემთხვევაში ბავშვის განვითარების ხელისშემშლელი მისდაუნებურად მშობელი ხდება," - განმარტავს ექიმი-ფსიქოთერაპევტი და ევროპაში აკრედიტირებული გეშტალტთერაპევტი ლიკა თუშიშვილი.

mkurnali.ge

რომელ ასაკში ვლინდება ასაკობრივი კრიზისი?

არსებობს ასაკობრივი კრიზისის 4 სახეობა: 1 წლის, 3 წლის, 7 წლის და 12-15 წლის ანუ გარდატეხის ასაკის კრიზისი. კრიზისი შეიძლება რამდენიმე თვით ადრე ან გვიან დაიწყოს ბავშვის განვითარების რიტმიდან გამომდინარე.

როგორ უნდა მოიქცეს ასაკობრივი კრიზისის დრო მშობელი?

კრიზისი წარმოიქმნება მაშინ, როცა მშობელი ვერ იგებს, თუ რა შეუძლია მის შვილს. ამ დროს ერთადერთი, რაც მშობელს მოეთხოვება, მხარდაჭერაა. მშობელი ბავშვს უნდა მიეხმაროს ბუნებრივი პროცესების უარყოფითი ემოციებისა და შედეგების გარეშე გადალახვაში. აუცილებელია, რომ გააცნობიეროს, თუ რა ხდება ამ დროს ბავშვის თავს.

1 წლის ასაკის კრიზისის დროს რა პროცესები მიმდინარეობს?

ამ დროს ბავშვი იწყებს სიარულს და შედეგად იცვლება მისი აღქმა სამყაროს მიმართ, აღქმა საკუთარი თავისა სამყაროში. აღქმა იწყება ხელებით, ბავშვი ყველაფერს პირში იდებს. ასე ყალიბდება შემეცნებითუნარიანობა და ინტერესი, რომელიც 1 წლის ასაკში სიარულთან ერთად იწყება. მშობელმა ამ ბუნებრივ პროცესს ხელი არ უნდა შეუშალოს. პირიქით, ხელი უნდა შეუწყოს მას. უნდა შეუქმნას უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვი იმოძრავებს, ყველაფერს ხელს მოკიდებს, პირშიც ჩაიდებს და ასე შეიმეცნებს სამყაროს. შედეგად თავიდან ავირიდებთ ბავშვის ნეგატიურ რეაქციას აკრძალვაზე, ტირილს, დაუმროჩილებლობას, ფეხების და ხელების ბაკუნს, იატაკზე ისტერიკულად გაწოლას და სხვა მსგავს ქმედებას.

როგორია 3 წლის კრიზისი და როგორ უნდა ავირიდოთ ის თავიდან?

ამ პერიოდში ყალიბდება დიდი ფსიქოლოგიური ფენომენი - მე თვითონ. ბავშვი გაემიჯნება გარე სამყაროს და თავს დამოუკიდებლად აღიქვამს. პატარასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მან თვითონ გააკეთოს ის, რასაც საჭიროდ თვლის. უფროსისთვის ეს შეიძლება უაზრო და უმიზნო ქმედება იყოს, მაგრამ ბავშვისთვის მისი გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. მან უნდა დაიკმაყოფილოს ბაზისური მოთხოვნილება, რომ მე გავაკეთე ის, რაც თავად გადავწყვიტე. ამ დროს მშობელიც უნდა დაეხმაროს არჩევანის გაკეთებაში. მაგალითად, უნდა შესთავაზოს არჩევანი იმ 2 კაბას შორის, რომლებიც მისთვის მისაღებია. ასეთ შემთხვევაში ბავშვი დაიკმაყოფილებს მოთხოვნილებას, რომ მან ის ჩაიცვა, რაც თავად აირჩია და მშობელიც კმაყოფილი იქნება.

7 წლის ასაკის კრიზისი რით არის გამოწვეული?

7 წლის ასაკში სკოლასთან ერთად ბავშვის ცხოვრებაში სრულიად ახალი რიტმი, ახალი ვალდებულებები და უფლებები ჩნდება. მას ახალ სოციალურ როლში უწევს ყოფნა. ამ პერიოდში ადამიანს უყალიბდება თვისება, რომ თავად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე. მშობელმა აქცენტი არ უნდა გააკეთოს სასწავლო პროცესზე, მის ნიშნებზე. არასაკმარისი სწავლისთვის საყვედურები და შენიშვნები არ უნდა მივცეთ. პირიქით, ყურადღება უნდა გადავანაწილოთ სხვა საკითხებზეც და მხოლოდ სწავლაზე არ გავაკეთოთ აქცენტი. სასკოლო პასუხისმგებლობებთან ერთად, ბავშვს ოჯახურ გარემოში გარკვეულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაც უნდა შევთავაზოთ. თუმცა არ უნდა მოხდეს მისი ძალით დაკისრება. ბავშვმა თავად უნდა აირჩიოს, რისი გაკეთება უნდა.

თუ ოჯახურ შეკრებაზე გადაწყდა, რომ პასუხისმგებლობას იღებს სათამაშოების დალაგებაზე, ეს მხოლოდ მან უნდა გააკეთოს. თუ პირველ დღეს არ აკეთებს, უნდა დაველოდოთ და შემდეგ დღეებში მაინც გააკეთებს. საოჯახო და სასკოლო საქმეებზე ყურადღებისა და აქცენტის გადანაწილებით ჩამოუყალიბდება ბავშვს ის უნარი, რასაც პასუხისმგებლობის აღება ჰქვია. თუ მხოლოდ სწავლაზე დაველაპარაკებით, პატარა დაფიქრდება თუ როგორი ვარ მე, შემიძლია თუ არა სწავლა, როგორ მიმიღო საზოგადოებამ სკოლაში. ამაზე ფიქრში საკუთარი თავის რწმენა იკარგება. საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღებას კი საკუთარი თავის რწმენა სჭირდება.

13-15 წლის კრიზისი რითი ხასიათდება და როგორ დავიცვათ მისგან ბავშვები?

მეოთხე კრიზისი ემთხვევა ბავშვის სქესობრივი მომწიფების პერიოდს. ამ დროს ხდება მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება, წონასა და სიმაღლეში მომატება. ეს არის სიახლე, რომელთანაც ბავშვი უნდა ადაპტირდეს. ის უნდა შეეგუოს, რომ გაიზარდა და მშობელს სრულად ემიჯნება. უჩნდება აღქმა, რომ ის დიდია, მაგრამ რეალურად ემოციურად ჯერ არ არის დიდი. მშობელმა უნდა მისცეს სათანადო უკუკავშირი, რომ კი შენ დიდი ხარ, შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, შენი აზრი ჩემთვის გასათვალისწინებელია. ეს აგვარიდებს ისეთ ნეგატიურ რექციას, როგორიცაა ალკოჰოლის და სიგარეტის მოხმარება, რიგ შემთხვევაში ნარკოტიკის მოხმარებაც და გაურკვეველ ადამიანებთან კონტაქტი, რაც ამ ასაკში საკმაოდ ხშირია.

მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ კრიზისული პერიოდი დროებითია, მას ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს და ეს ყველაფერი დარეგულირდება. ტვინის ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია კონტროლზე, ამ ასაკობრივი ჰორმონალური რევოლუციის გამო ვერ აკონტროლებს კარგად პროცესებს და პირველ ადგილზე გამოდის ქერქქვეშა ბირთვების ფუნქციონირება, რაც იმპულსურ გაუაზრებელ ქმედებებზეა პასუხისმგებელი. სწორედ ეს ფიზიოლოგიური პროცესებია გარდატეხის ასაკის კრიზისის გამომწვევი.

ნანა მღებრიშვილი