რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
როგორ აღიქვამს ბავშვი მარცხსა და გამარჯვებას
როგორ აღიქვამს ბავშვი მარცხსა და გამარჯვებას
ხშირად მშობლები ჩივიან, რომ მათი შვილები მეგობრებთან ურთიერთობისას, თამაშის ან შეჯიბრის დროს, მარცხს მტკივნეულად განიცდიან. ამის მიზეზები კი აღზრდისას დაშვებულ შეცდომებშია საძიებელი.

წარუმატებლობის გამო განცდა და წუხილი ბუნებრივი რეაქციაა. ბავშვმა შეიძლება იწუწუნოს, იბუზღუნოს, იყვიროს, იტიროს, პროტესტი გამოხატოს; მთავარია, ემოციების გამოხატვის საშუალება მივცეთ. ცუდია, როცა ბავშვი დამარცხების შემდეგ დიდხანს გრძნობს თავს დათრგუნულად - ეს ხელს უშლის მის განვითარებას.


მთავარია მონაწილეობა

პატარა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია სოციალური აღიარების მოპოვება. ბევრი ბავშვი მის მიმართ გარშემო მყოფთა დამოკიდებულებას საკუთარ მიღწევებს უკავშირებს, რაც, უმეტესად, მშობლების ბრალია: ხშირად
ჩვენვე შთავაგონებთ ბავშვს იმ აზრს, რომ დამარცხება ცუდია, რომ სხვამ არ უნდა აჯობოს, მაშინ როდესაც მარცხიც გაკვეთილია, შესაძლოა, გამარჯვებაზე უფრო ფასეულიც კი. თუ ბავშვი პატარაა, მის მარცხზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ, ნუ აფიქრებინებთ, რომ თუ დამარცხდა, ესე იგი, სხვაზე უარესია. მიაწოდეთ ინფორმაცია ასე: ყველა, ვინც ბოლომდე
იბრძოლა, თამაშის ბოლომდე მივიდა - გამარჯვებულია. მოზრდილ ბავშვებთან საქმე უფრო რთულადაა: მათ უკვე ესმით, რა არის გამარჯვება და რა - დამარცხება. ნუ დააძალებთ თამაშის გაგრძელებას, თუ თავად არ სურს; ჯობს, უბრალოდ თვალი ადევნოს დანარჩენების თამაშს.

  • რამდენიმე ხნის შემდეგ გაესაუბრეთ ბავშვს მომხდარის შესახებ, ერთად განიხილეთ, სად შეცდა, შეეცადეთ, ერთად შეიმუშაოთ ახალი სტრატეგია და კიდევ ერთი: აუცილებლად აღნიშნეთ, რა გააკეთა პატარამ კარგად, სწორად.
  • ნუ მისცემთ შენიშვნას ბავშვს იმის გამო, რომ დამარცხებამ გული დასწყვიტა. დროთა განმავლობაში პატარა მიხვდება, რომ დამარცხებაში საშიში არაფერია, თუმცა გულსატკენი ნამდვილად არის და აქ მას თქვენი თანადგომა სჭირდება, რაც უთუოდ უნდა იგრძნოს მშობლებისგან.
  • ნუ ეცდებით ბავშვის მეშვეობით საკუთარი სურვილების რეალიზებას. ის, რაც თქვენ წარუმატებლობად მიგაჩნიათ, პატარამ შესაძლოა სხ­ვ­აგვარად აღიქვას. მიეცით ბავშვს მოქმედების თავისუფლება.
  • წინასწარ იფიქრეთ მარცხის შედეგების შერბილების შესაძლო ვარიანტებზე.
  • ეცადეთ, ბავშვი თანატოლების წრეში მოხვდეს. თუ თამაშში მასზე უფროსი ბავშვებიც მონაწილეობენ, მათი უპირატესობა აშკარა იქნება. უფროსებს დათმობას ნუ მოსთხოვთ - თამაში თანასწორობის პრინციპს უნდა ემყარებოდეს.


გუნდური სული

სასურველია, ბავშვი ისეთ თამაშებსა თუ შეჯიბრებებში მონაწილეობდეს, სადაც წაგებას გამარჯვება მოსდევს და პირიქით. წაგების შემდეგ გამარჯვების სიხარული დიდი სტიმულია ახალი მიღწევებისთვის. კარგი იქნება, თუ ბავშვი ხშირად ჩაერთვება კოლექტიურ თამაშებში - სადაც წაგებისას მთელი გუნდი მარცხდება, მარცხის სხვებთან ერთად გადატანა კი გაცილებით ადვილია. მთავარია, გუნდი ერთსულოვანი იყოს, რათა ბავშვები ერთმანეთს კი არ აბრალებდნენ მარცხს, არამედ ამხნევებდნენ. ამ შემთხვევაში განცდაც ნაკლებია. აუხსენით ბავშვს, რომ აუცილებელია გაჯიბრება, უწინარესად, საკუთარ თავთან, და ყოველ ჯერზე შედეგების გაუმჯობესება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვი გრძნობდეს პასუხისმგებლობას გამარჯვებისა თუ მარცხის გამო. სხვაგვარად შეიძლება ასეთ პრობლემას გადააწყდეთ: ბავშვმა თავისი მარცხი საკუთარი თავის გარდა ყველას და ყველაფერს დააბრალოს. საკუთარ მაგალითზე უჩვენეთ ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი დამარცხებისას: "დღეს დავმარცხდი, ხვალ გამიმართლებს; გავითვალისწინებ ჩემს შეცდომებს, რომ კვლავ აღარ გავიმეორო". უამბეთ შვილს, რომ ბავშვობაში თქვენც წაგიგიათ და გულიც დაგწყვეტიათ წარუმატებლობის გამო, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაგიყრიათ - განაგრძობდით ბრძოლას და ბევრსაც მიაღწიეთ. ასეთი ისტორიები ბავშვს თავდაჯერებას შემატებს.

რადგან ცხოვრება სკოლაა - ადამიანმა მარცხის ღირსეულად გადატანაც უნდა შეძლოს. ამის ცოდნა თქვენს შვილს ცხოვრებაში არაერთხელ გამოადგება.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, აკრძალული ნივთი, რომელიც
მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (სექტემბერი-დეკემბერი), მანდატურების მიერ პირადი გასინჯვისას,
ბავშვის ტირილზე მშობლის დროული რეაქცია მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
ნახეთ ვიდეო - სასაცილო პატარები, იხალისეთ პატარებთან ერთად
სასურველი ქცევა ბავშვსა და მშობელს შორის წლების განმავლობაში ყალიბდება და თუ ბავშვი ერთხელ არ დაუჯერებს უფროსს,
მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას
23 თებერვალი 2018
როცა დედა ტყუპისცალია. ბავშვი შარშია :)
22 თებერვალი 2018
ქსანტოგუმოლი, სვიაში შემავალი კომპონენტი და ლუდის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ჭარბ
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა მაია ასათიანის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. ჩვენს საიტზე უამრავი წერილი შემოდის, აინტერესებთ მაიას მდგომარეობა
ზოგიერთი გენები ადამიანის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს მუშაობს. ამ დასკვნამდე სწავლულთა საერთაშორისო ჯგუფი მივიდა.
პოლონელი მეცნიერების დასკვნით, ადამიანის ფეხის სიმაღლე შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მარკერი აღმოჩნდეს.