რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
როგორ განვაწყოთ ბავშვი სწავლისათვის არდადეგების შემდეგ
როგორ განვაწყოთ ბავშვი სწავლისათვის არდადეგების შემდეგ
ზაფხული სწრაფად გადის და უამრავი ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრა ხდება საჭირო. როგორ განვაწყოთ არდადეგების შემდეგ ბავშვი სწავლისათვის ისე, რომ მთელ ოჯახს ეს სასჯელად არ ექცეს?

სასწავლო დღეებისთვის მზადება, იდეალურ შემთხვევაში, პირველი გაკვეთილის ზარის დარეკვამდე ერთი-ორი კვირით ადრე უნდა დაიწყოს.


უპირველესად, საჭიროა სწორი დღის რეჟიმი. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი დასაძინებლად 22:00 საათზე გვიან არ უნდა დაწვეს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ დილით ხალისიანი და ენერგიული გაღვიძებისთვის მოსწავლეს 9-10-საათიანი მშვიდი ძილი ესაჭიროება. მოწესრიგებული ძილი ყველაზე კარგად მოქმედებს ტვინსა და ცოდნის შეძენის უნარზე.

გახსოვდეთ, რომ არდადეგების შემდეგ
ბავშვები მოდუნებულები არიან და ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ. ამ თვალსაზრისით ძალიან სასარგებლოა სუფთა ჰაერზე სეირნობა, რაც ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ორგანიზმს ძალების აღდგენაში ეხმარება. ზედმეტად მოძრავთათვის მოციონი ორმაგად სასარგებლოა, განსაკუთრებით - ძილის წინ.

დილა დაიწყეთ მსუბუქი ვარჯიშით. რაც უფრო ადრე ჩამოუყალიბებთ ამ ჩვევას, მით უკეთესია მოზარდისთვის.
ამისათვის გმირობის ტოლფასი ძალისხმევა შეიძლება დაგჭირდეთ, მაგრამ წაახალისეთ ბავშვი საკუთარი მაგალითით. ერთობლივი ვარჯიში, თუნდაც სწავლის პირველ დღეებში, ყველასათვის სასარგებლო იქნება.

ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, ბავშვებთან ერთად მოაწესრიგონ სამუშაო ადგილი: გაათავისუფლონ კარადაში სივრცე წიგნებისათვის, დაარეგულირონ სკამის სიმაღლე, სწორად დააყენონ განათება. ურიგო არ იქნება, თუ ერთად შეიძენთ ლამაზ რვეულებს, კალმებს, საკანცელარიო ნივთებს საყვარელი პერსონაჟების გამოსახულებით. მთელი ეს ატრიბუტიკა ბავშვის პოზიტიური განწყობის შექმნას მოემსახურება.

სკოლაში წასვლის პირველ დღეს შეგიძლიათ პატარა დღესასწაულის მოწყობა. მაგალითისთვის, შეუკრიბეთ რამდენიმე მეგობარი ან მთელი ოჯახით გადით გასართობ პარკში.


ერთობლივი მეცადინეობა

პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სწავლის პროცესის პირველი 7-10 დღე მსუბუქად მიმდინარეობს. ბავშვებს კრიზისი მოგვიანებით ეწყებათ, როდესაც პროცესში სერიოზული ჩართვა ხდება საჭირო. ამის ასარიდებლად მნიშვნელოვანია, თანაბრად გადანაწილდეს დატვირთვა. არაა საჭირო სკოლიდან მოსვლისთანავე ბავშვი საშინაო დავალების მოსამზადებლად დასვათ. მსუყე, ჯანსაღი სადილი და ერთსაათიანი დასვენება გაცილებით პროდუქტიული იქნება. იმისთვისაც უნდა იყოთ მზად, რომ პირველ ხანებში საკუთარი საქმეების გვერდზე გადადება და გაკვეთილების მომზადების პროცესში აქტიურად ჩართვა მოგიწევთ, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება ახალ, უცნობ, „საშიშ“ საგნებს - ფიზიკას ან ქიმიას. ბავშვს უზომოდ წაახალისებთ, თუ რეფერატის მომზადებაში ან უცხო ენის ახალი სიტყვების დამახსოვრებასა და წარმოთქმაში დაეხმარებით.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი მთელი თავისუფალი დროის მანძილზე სახელმძღვანელოებთან არ იჯდეს. გონებრივი შრომის განზავება შესაძლებელია სპორტით, ცეკვით, შემოქმედებითი წრეებით. თუმცა სწავლის პირველივე დღეებიდან ნუ იჩქარებთ ბავშვის ყველა სექციაზე მიყვანას. ჯობს რამდენიმე კვირა მოიცადოთ, ვიდრე იგი სკოლის მეცადინეობას შეეგუება. ძალიან ნუ გადაუტვირთავთ გრაფიკსაც, რადგანაც ეს შეიძლება სერიოზული სტრესის მიზეზი გახდეს.

ხშირად სკოლაში მცირე წარუმატებლობას ან შეფერხებას ბავშვები კატასტროფად აღიქვამენ. ნუ უგულებელყოფთ მათ პრობლემებს მაშინაც კი, როცა ისინი სასაცილოდ გეჩვენებათ. ჯობს გამოჰკითხოთ, რა აწუხებს, მოუყვეთ ისტორია საკუთარი სკოლის წლებზე და გაამხნევოთ.


საკვები არა მხოლოდ გონებისთვის


ჯანსაღ კვებას პრინციპული როლი ენიჭება. არდადეგების შემდეგ ბავშვის რაციონი უნდა იყოს ზედმიწევნით სწორად დაბლანსებული და გააზრებული. ამიტომ სასწავლო წლის დასაწყისში ოჯახურ მენიუში დააბრუნეთ სკოლის მსუყე საუზმე და სადილი.

დილით ბავშვს ჯობს მისცეთ წიწიბურას ან შვრიის ფაფა. ეს ნელი ნახშირწყლებია, რაც აუცილებელია სწავლის პროცესისათვის. ისინი დიდხანს ანაყრებენ და ასტიმულირებენ აზროვნებით პროცესებს. შეგიძლიათ ფაფა ხილის ნაჭრებით, კენკრით, თაფლით ან მურაბით გაალამაზოთ და გააგემრიელოთ.

არ დაივიწყოთ ჩანთაში მშრალი საგზლის ჩადება. ეს შეიძლება იყოს სენდვიჩი ლორითა და ბოსტნეულით, ნატურალური იოგურტი ან ბანანი. წყლის ბოთლიც არ იქნება ზედმეტი. სითხის ნაკლებობა მაშინვე აისახება ბავშვის მდგომარეობაზე და იწვევს სისუსტეს. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების ცილით გამოკვება. ამიტომ თეთრი ხორცი, თევზი და კვერცხი აუცილებლად უნდა იყოს რაციონში. მაწონი, ხაჭო, კეფირი, მრავალფეროვნებისთვის - მაჭკატები ასევე სასარგებლოა.

მათ, ვისაც განსაკუთრებით უყვარს ტკბილი, შოკოლადის, ნამცხვრებისა და ფუნთუშების ნაცვლად, ჯობს ხილი და ჩირი მისცეთ. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ, რომ ბავშვმა ნაკლებად და იშვიათად მიიღოს ჩიფსი.

გაითვალისწინეთ, რომ უფროსების ემოციური განწყობა ადვილად გადაეცემათ ბავშვებს. ამიტომ ჩართეთ შინაგანი ოპტიმიზმი და ახალ სასწავლო წელს ღიმილით შეხვდით.
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ირმა მთიულიშვილი სოციალურ ქსელში ფოტო სურათებს ავრცელებს და ბავშვობა
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2014-2015 წლებში მამაკაცებს შორის სიცოცხის საშუალო ხანგრძლივობა 68.6-ს შეადგენდა, ხოლო ქალებში 77.2 იყო.
ევროკავშირი შაურმის აკრძალვას ითხოვს. მიზეზი ის ნივთიერებაა, რომლითაც
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ნახეთ ვიდეო - სასაცილო პატარები, იხალისეთ პატარებთან ერთად
სასურველი ქცევა ბავშვსა და მშობელს შორის წლების განმავლობაში ყალიბდება და თუ ბავშვი ერთხელ არ დაუჯერებს უფროსს,
მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9% ძალადობად არ მიიჩნევს ყურის აწევას
ასაკობრივი კრიზისის დადგომის პერიოდში ბავშვი ახალ უნარებს იძენს და მათ გამოყენებას, რეალიზაციას იწყებს.
როგორც ცნობილია, დედები გაუცნობიერებლად უწევენ ხმას ბავშვებთან საუბრისას. დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს ევოლუციური მექანიზმია, რომელიც დედებს ბავშვების დამშვიდებისა და კეთილგანწყობის გამოვლენის საშუალებას აძლევს.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დღის განმავლობაში ბავშვებთან მშობლების საუბარი ჩაიწერეს და კომპიუტერული პროგრამით შეადარეს, როგორ საუბრობდნენ დედა და მამა ბავშვებთან და მოზრდილებთან. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ დედები ბავშვებთან ბავშვის ხმით საუბრობდნენ.
16 დეკემბერი 2017
ერთი შეხედვით ფოტოზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური სანახაობაა. ჭაღარა მამაკაცს ზურგჩანთა აქვს მორგებული, ხელში სადილი უჭირავს და სამსახურში მიდის.
14 დეკემბერი 2017
ქალები ვარიკოზით მამაკაცებზე სამჯერ ხშირად ავადდებიან. კერძოდ, ეს დაავადება აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს
პოლიციამ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფი მძღოლი გააჩერა. უთხარი "არა" ნარკოტიკს!
ქირურგი-იმპლანტოლოგი ლევან ხარატიშვილი:

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ადამიანები, რომელთაც კბილები აკლდათ