გაიცანით - წითელა! (ნახეთ ვიდეო) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაიცანით - წითელა! (ნახეთ ვიდეო)

ვირუსი ბინადრობს დაავადებულის ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანში. ხველების და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები იფრქვევა და ვრცელდება ჰაერში, რაც იწვევს კონტაქტში მყოფთა დაინფიცირებას. ამ წვეთებში ვირუსი აქტიური შეიძლება დარჩეს 2 საათის განმავლობაში.

ინფიცირებიდან დაავადების გამოვლენამდე პერიოდი (ინკუბაციური) გრძელდება 10-12 დღე. ამ პერიოდის მანძილზე ვირუსი მრავლდება და სასუნთქი გზების, თვალების და ლიმფური კვანძების უჯრედები ავადდება. ამასთან ერთად, სისხლში ვირუსების კონცენტრაცია იმატებს.

დაავადების პირველი ეტაპი იწყება სურდოთი, ხველით და ტემპერატურის ზომიერი მომატებით.ინფექციის პროგრესირებასთან ერთად, თვალები წითლდება და სინათლის მიმართ მგრძნობიარე ხდება.

მეორე ეტაპზე აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, რომელიც ზოგჯერ 40 გრადუსს აღწევს. ჩნდება დამახასიათებელი წითელი ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი.

ჩვეულებრივ, გამონაყარი იწყება სახიდან და შემდეგ ვრცელდება მკერდზე, ზურგზე, ხელებზე და ფეხებზე, მათ შორის ხელის გულებზე და ფეხის გულებზე.

დაახლოებით 5 დღის შემდეგ გამონაყარი ქრება იმ თანმიმდევრობით როგორითაც გაჩნდა.

პატარა თეთრი ლაქები, ე.წ. კოპლიკის ლაქები შეიძლება გაჩნდეს პირის ღრუში.

ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან 4 დღის განმავლობაში გამონაყარის დაწყებამდე და გამონაყარის გაჩენის შემდეგ.

ჩვეულებრივ, წითელას საწინააღმდეგი ვაქცინაცია MMR(წწყ) კეთდება ყბაყურასა და წითურას ვაქცინასთან ერთად. ეს კომბინირებული ვაქცინა მზადდება წითელას, წითურასა და ყბაყურას ცოცხალი, დასუსტებული შტამებისგან.

ვაქცინაცია ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას რომ ამოიცნოს და გაანადგუროს ეს სამი უცხო ვირუსი ანუ ორგანიზმი დაიცვას დაავადებისგან.