რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
თანამედროვე ბავშვები ფიზიკურად ნაკლებად განვითარებულები არიან
თანამედროვე ბავშვები ფიზიკურად ნაკლებად განვითარებულები არიან
თანამედროვე ბავშვები ფიზიკურად ნაკლებად განვითარებულები არიან და მოზარდების საშუალო სიმაღლეც შემცირებულია. მეცნიერებმა შეადარეს გასული საუკუნის ბოლოს მცხოვრები ახალგაზრდების შესახებ ინფორმაცია ახლანდელი მოზარდების მონაცემებთან. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების სხეულის საშუალო მასა შემცირდა 20%-ით, ხოლო ძვლის ქსოვილის მასა 30%-ით. მეცნიერების აზრით, ამის მიზეზი დიდი რაოდენობით ის სტრესული სიტუაციებია, რომელშიც თანამედროვე მოზარდები ხვდებიან. უარყოფითი მოქმედება აღინიშნება დაუბალანსებელი კვების გამოც.

გარდა სხეულის მასისა, ახალგაზრდების საშუალოსტატისტიკური სიმაღლეც შემცირდა 2%-ით.
ძალიან გავრცელებულია მოზარდებს შორის სხეულის მასის დეფიციტი და სიმსუქნე. ექიმები გვირჩევენ ბავშვებმა უფრო აქტიურად მიიღონ კალციუმით მდიდარი საკვები პროდუქტები და ყურადღებით მოეკიდონ საკვები ნოვთიერებების ბალანსს.


ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჰემოლიზური სიყვითლე

3. ახალშობილთა პიკნოციტოზი (ერითროციტები სადგისისებრი წანაზარდებით)

პიკნოციტოზი ახალშობილებთან დიაგნოსტირდება დაბადების პირველივე დღეებში, ხოლო ე ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის მქონე დღენაკლულებთან - დაბადებიდან 3-4 კვირაში. ასეთ ბავშვებს ერითროციტების მორფოლოგიის ცვლილებასთან ერთად სისხლში ჰემოგლობინის დაბალი დონე, გამოხატული თრომბოციტოზი, შეშუპება და არაპირდაპირი ბილირუბინის მაღალი დონე აქვთ.

ცხენი ბავშვთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე დადებითად მოქმედებს. ყველა მშობელი ნებისმიერ ფანდს მიმართავს, ბავშვის აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად. იაპონელი ექსპერტების ბოლო კვლევების მიხედვით, ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებასა და აკადემიურ მაჩვენებლებზე დადებით ეფექტს ახდენს ცხენით ვარჯიში.
მსოფლიოში საუკეთესო ახალშობილმაც კი, ვიდრე დედასთან ერთად შინ გაემგზავრება, ცხოვრებაში პირველი გამოცდა უნდა ჩააბაროს - შეფასდეს ექიმის მიერ აპგარის სკალის მიხედვით. რას გულისხმობს შეფასების ეს სისტემა და რა კრიტერ­იუმებით ფასდება ახალ­შობილი - გვესაუბრება ნეონატოლოგი მედეა სიჭინავა.

ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომი არის ერთ წლამდე ასაკის ჩვილთა ლეტალური გამოსავალი კონკრეტულ სიმპტომთა გარეშე. ასეთი სიკვდილის ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა აუტოფსიითაც კი შეუძლებელია (აუტოფსია სიკვდილის მიზეზის დასადგენად სხეულის პათოლოგ-ანატომიურ გაკვეთასა და ცალკეულ ორგანოთა შესწავლას გულისხმობს).
სკლერემა (ახალშობილთა)
ახალშობილთა სკლერემა ახალშობილთა პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს კანისა და კანქვეშა ქსოვილის დიფუზიური გამკვრივება. ის მეტწილად უვითარდებათ დღენაკლულ და სუსტ ახალშობილებს, რომელთაც აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დარღვევები, გულის მანკი, ფილტვების ატელექტაზი, ინფექციური დაავადებები (მაგალითად, საშვილოსნოშიდა მიკოპლაზმური ინფექცია), სეფსისი და ა.შ.

მიჩნეულია, რომ სახვევებში შეხვევა ბავშვს ამშვიდებს, თუმცა ბრიტანელ ექიმებს მიაჩნიათ, რომ ეს პრაქტიკა მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებას იწვევს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.