რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ცუდი სუნი პირის ღუში
ცუდი სუნი პირის ღუში
ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვს უსიამოვნო, მომჟავო სუნი აქვს პირიდან. ხშირად ეს ჰელმინთებს უკავშირდება. თუმცა პირიდან უსიამოვნო სუნისა და გემოს განმაპირობებელი სხვა მიზეზებიც არსებობს. რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება? ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი ლია სხირტლაძე.

- ვის უნდა მივმართოთ, როცა ბავშვს პირში უსიამოვნო სუნს შევამჩნევთ?


- როდესაც მშობელი ამჩნევს ან თვითონ ბავშვი აღნიშნავს, რომ პირიდან უსიამოვნო სუნი ამოსდის, საჭიროა სტომატოლოგთან კონსულტაცია. უნდა გაირკვეს - კარიესის ბრალია თუ სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანის ანთება).

თუ სტომატოლოგი თავისი პროფილით პრობლემას ვერ აღმოაჩენს, საქმეში ჩაერთვება
გასტროენტეროლოგი. მისი კონსულტაცია საჭირო ხდება მაშინ, თუ, პირში მომჟავო სუნის გარდა, ბავშვს აბოყინებს ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აქვს, უსიამოვნო სუნი ხშირად შეკრულობის თანმდევიცაა. უნდა გამოირიცხოს ჰელმინთების (პარაზიტების) არსებობაც.

არ დაგავიწყდეთ ოტოლარინგოლოგთან ვიზიტიც. ხშირად ეს პრობლემა მათი მოსაგვარებელია.

ბაქტერიების 80%, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევენ, სახლობენ არა
შეკითხვა ექიმს
-38-ე კვირაში ვარ , 3 დღის უკან ნაცხის ანალიზი ავღე და ამოითესა B ჯგუფის სტრეპტოკოკი , ვერ გავიგე რას ნიშნავს, ნაცხის ანალიზი დაახლოებით 3 თვის უკანაც გავიკეთე მაშინ არაფერი იყო, ეხლა რას შეიძლება გამოეწვია, ამიხსენით რას ნიშნავს, რისგან შეიძლება დამმართნოდა და ბავშვს ავნებს თუ არა? მადლობა წინასწარ - ამ მიკროორგანიზმის ამოთესვის შემთხვევაში დღვანდელი პროტოკოლებით ნაჩვენებია მკურნლობის ჩატარება მშობიარობამდე, რათა თვიდან მოხდეს ნაყოფის დაინფიცირება და ლოგინობის პერიოდის ინფექციების თავიდან აცილება. .. ეხლა ეს რა პასუხია, რომ უნდა ვიმკურნალო ისედაც ნათელია..რასაც გეკითხებით იმაზე მიპასუხეთ...რას ნიშნავს, რა ვირუსია, საიდან ჩნდება და ბავჭშვს ვნებს გავიგე როგორ ვნებს რას შვება... ველოდები რამდენიმე დღე პასუხს და მხვედება რაღაც პასუხი , რასაც ვკითხულობთ იმას რატო არ პასუხობთ არ მესმის
კბილებზე (კარიესის დროს), არამედ ენაზე! ამიტომ კბილების გამოხეხვის დროს ენაც უნდა გასუფთავდეს.

დამნაშავე ნუშურები!

ცუდი სუნის მიზეზი შესაძლოა ნუშურებზე მოსახლე ბაქტერიები გახდნენ. ნუშურებს არასწორი ზედაპირი აქვთ, დაღარული და ვიწრო ნაპრალებით, რომლებშიც გროვდებიან მიკრობები და გამოყოფენ არასასიამოვნო სუნს. აქვე შესაძლოა გაჩნდეს თეთრი ფერის, წერტილოვანი საცობები, რომლებიც აშრევებული უჯრედების - ლეიკოციტებისა და საკვების ნარჩენებისგან შედგება.

სასკოლო ასაკის ბავშვებში სუნთქვის დროს უსიამოვნო სუნი პირიდან შესაძლოა ტონზილიტის ან ქრონიკულად მიმდინარე პროცესის პირველი ნიშანი იყოს. საჭიროა ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, ბაქტერიის ამოთესვის შემთხვევაში კი ანტიბიოტიკების მიმართ მისი მგრძნობელობის გარკვევა. მხოლოდ ამის შემდეგ დანიშნავს ექიმი ანტიბიოტიკის კურსს.

მიზანშეწონილია ყელის სავლები, საწუწნი აბები, წვეთები, რომელსაც ექიმი შეგირჩევთ.

თუ პრობლემა ადენოიდებია?

ადენოიდები, იგივე ადენოიდური ვეგეტაციები, ვრცელდება ცხვირ-ხახის უკანა კედლის გასწვრივ. ის ფარდასავით დაშვებულია ქვევით, ინფექცია ადვილად ვრცელდება მათში და სუნთქვისას განაპირობებს უსიამოვნო სუნს პირიდან. თუ ადენოიდები ძლიერადაა გაზრდილი, ბავშვს უჭირს ცხვირით სუნთქვა, პირი გამუდმებით ღია აქვს, ცხვირის ლორწოვანი გარსები შრება და უსიამოვნო სუნიც მკვეთრია.

უნდა გამოირიცხოს ჰაიმორიტი...

სასკოლო ასაკის ბავშვებში ცხვირის დანამატი ღრუები უკვე ჩამოყალიბებულია. ვირუსები არცთუ იშვიათად იწვევენ ამ ღრუების ანთებით პროცესს, რომელსაც ერთვის ბაქტერიული პროცესი და ცხვირიდან სეროზული, გამჭვირვალე, უფერო და უსუნო გამონადენი ხდება მოყვითალო-მომწვანო, სქელი და მძაფრი სუნის.

ასეთ შემთხვევაში ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება ცხვირის ღრუს გამორეცხვა საკვები სოდის ან ზღვის მარილის ხსნარით,.

ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლთან დაკავირებული პრობლემები

თუ პირიდან უსიამოვნო სუნთან ერთად ბავშვს დაეკარგა მადა, უჩივის პერიოდულად გულისრევის შეგრძნებას, აქვს ტკივილი კვების შემდეგ ჭიპის ზედა მიდამოში - უნდა ვიეჭვოთ ნაღვლის ბუტისა და სანაღვლე გზების პრობლემები.

ეს ჩივილები სანაღვლე გზების დისკინეზიის (ნაღვლის ბუშტის დეფორმაციით გამოწვეული) ფონზე გამოწვეულ ქოლეცისტიტზე - ნაღვლის ბუშტის ანთებაზე მიუთითებს.

საჭიროა მკურნალობა - კვირაში ერთხელ ნაღველმდენი ბალახების ნაკრები ნაყენით დუბაჟი. ნაკრები ბალახების 1 ჩაის კოვზს დაასხით 200მლ მდუღარე წყალი, გაგრილებული გადაწურეთ. უზმოზე მიეცით ბავშვს 50-100მლ, დააწვინეთ სათბურზე მარჯვენა გვერდზე 30 წუთით. ასევე საჭიროა 1 თვე ნაღველმდენი პრეპარატები, რომელთაც შეგირჩევთ მკურნალი ექიმი. ერთი თვის კურსის ჩამთავრების შემდეგ გაიმეორეთ ექოსკოპიური გამოკვლევა.

და კიდევ...

თუ პირიდან ბავშვს დამპალი ვაშლის ან აცეტონის სპეციფიკური სუნი ამოსდის - ეს სისხლში გლუკოზის დონის მომატებას მიუთითებს! გამოიძახეთ სსდ ბრიგადა და ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს. დაიმახსოვრეთ! არასასიამოვნო სუნი პირიდან ყოველთვის ჯანმრთელობის გარკვეულ დარღვევაზე მეტყველებს და ამ მოვლენას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რა არის მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის?
მუცლის ტკივილი ბავშვებთან ყველაზე ხშირი ჩივილია. უმრავლეს შემთხვევაში ეს მოვლენა ორგანიზმისთვის სახიფათო არ არის. ეს ჩივილი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს ახასიათებს და მიზეზებიც განსხვავებულია.

განვიხილოთ მუცლის ტკივილის ანუ - როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ - ნაწლავთა კოლიკის მიზეზები ახალშობილობიდან დაწყებული. გვესაუბრება პედიატრი ქეთევან ჭანიშვილი.

სინთეზური პენიცილინის შექმნამ მედიცინაში გადატრიალება მოახდინა. ეს ანტიბიოტიკი 99%-ით გაუმკლავდა პათოგენურ სტაფილოკოკებს. ნახევარი საუკუნის შემდეგ მისი ეფექტურობა 20%-მდე შემცირდა. დღეს ექიმების არსენალში 40-ზე მეტი ჯგუფის ანტიბიოტიკია. რამდენად ეფექტურია ისინი ჩვენი შვილების ირგვლივ არსებული ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად? - გვესაუბრება ინფექციონისტი ნანა მღებრიშვილი.

იმუნური და გენიტალური ხასიათის პერინატალური პათოლოგია ვლინდება ულტრაბგერითი დიაგნოსტიკით, ამნიოცენტეზით (მემკვიდრული დაავადებების პრენატალური დიაგნოსტირების მეთოდი. ორსულობის მე-14-16 კვირიდან მე-20-22 კვირამდე იღებენ ამნიონურ სითხეს და ავლენენ მასში მყოფი უჯრედების ქრომოსომულ და გენომურ მუტაციებს ციტოგენეტიკური მეთოდით) და ნაყოფის სისხლის კვლევით.

ბავშვის ორგანიზმში ათასობით ფერმენტია და მათ თავიანთი “საქმე” აქვთ. თუ ერთ-ერთი სათანადოდ ვერ ფუნქციობს ან საერთოდ არ არის ორგანიზმში, მაშინ ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესი. ასეთ დროს სწორი მიდგომა და დროული ჩარევა უმთავრესია. გვესაუბრება პედიატრი ქეთევან ჭანიშვილი.

- საკვების აუტანლობა ხშირად საკვებისმიერ ალერგიაში ერევათ. რა განსხვავებაა ამ ორ მოვლენას შორის?

მადელუნგის დაავადება

მადელუნგის დაავადება (სინონიმები - მადელუნგის დეფორმაცია, მაჯის ქრონიკული ამოვარდნილობა) არის ლოკალური ფიზარული დისპლაზია (სიგრძეში ძვლის ზრდის დარღვევა), რომელსაც ახასიათებს სხივის ძვლის დამოკლება და იდაყვის ძვლების ამოვარდნილობები/ქვეამოვარდნილობები.

18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა