რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
როგორ მივეჩვიოთ საბავშვო ბაღს
როგორ მივეჩვიოთ საბავშვო ბაღს

ყველა მშობლის ბუნებრივი სურვილია, შვილს საუკეთესო პირობები შეუქმნას. თავდაპირველად - კარგი საკვები და ხარისხიანი პამპერსი, შემდეგ - სათამაშოები, განვითარება... და ბოლოს საბავშვო ბაღის დროც დგება. არჩევანს ვაკეთდებთ, რეგისტრაციას გავდივართ და სკოლამდელ დაწესებულებებში სწავლის დაწყების დროც ახლოვდება. ნეტავ როგორ შეეგუება ბავშვი საბავშვო ბაღს?



ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ საბავშვო ბაღთან ბავშვის შეგუება და იქ სიარულის მოთხოვნილება პედაგოგზეა დამოკიდებული. რასაკვირველია, აღმზრდელის პიროვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ბაღთან, ახალ გარემოსთან ბავშვის ადაპტაცია მშობლებზეც არის დამოკიდებული. ადაპტაციის პროცესი კი სასწავლო წლის დაწყებამდე, სულ ცოტა, 6 თვით ადრე უნდა დაიწყოს.


რა საჭიროა ასე ადრე თადარიგის დაჭერა?
ბავშვები საბავშვო ბაღში სხვადასხვა ასაკში მიდიან. რაც უფრო დიდია ბავშვი, უფრო მით მეტია მისი დამოუკიდებლობის ხარისხი, მაგრამ არსებობს ასაკობრივი თავისებურებები, რაც ამა თუ იმ ასაკში ბავშვის ადაპტაციის პროცესზე არსებით გავლენას ახდენს. თუ ბავშვი პატარაა, პრობლემას წარმოადგენს მის მიერ საკუთარი თავის მომსახურებისა და ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საკითხი, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 1-დან 3 წლამდე ასაკში ბავშვი ფსიქოლოგიურად სცილდება დედას, შეიცნობს საკუთარ "მეს". დედა ბავშვისთვის მთავარი მცველია, ნებისმიერი უსიამოვნების დროს ბავშვი მისკენ გარბის, რაც უნდა შეემთხვეს, დედა იქვე გაჩნდება. სხვაგვარად არის საქმე ბაღში: სტრესი, ახალი გარემო, ბევრი ბავშვი... და პატარას საკუთარი "მე" ქვეყნიერების ჭიპი აღარ არის. იქ სათამაშო წაართვეს, აქ რაღაც აუკრძალეს, ქოთანზე დაჯდომა მოსთხოვეს, - დედა კი არ ჩანს! ბავშვის ფსიქიკა ამისთვის მზად არ არის. გადის ორიოდე თვე და პატარა ავად ხდება. შესაძლოა, ტიკებიც კი დაემართოს... სამ წელს გადაცილებულ ბავშვებთან პრობლემა, ერთი შეხედვით, ნაკლებია. დედისაგან მოცილების ფსიქოლოგიური პროცესი დასრულებულია, აქტიურად ფორმირდება დამცველობითი მექანიზმები. რაც მთავარია, ბავშვს შეუძლია მოჰყვეს, რა ხდება შინ თუ გარეთ. თუმცა არც ეს ასაკია მთლად "მშვიდობიანი" - იწყება 3 წლის ასაკის კრიზისი. ბავშვს ვეღარ იცნობთ - თავს იჩენს ნეგატივიზმი, ურჩობა, ზოგჯერ - საკუთარ თავთან კონფლიქტიც კი. ამ ასაკის ბავშვი ბაღში ან სხვის ცემას ცდილობს, ან მისკენ იწევენ. ნებისმიერ შემთხვევაში პრობლემები თავზე საყრელადაა.


მაინც როდის ჯობს ბავშვის ბაღში მიყვანა?
ნებისმიერ ასაკში გადამწყვეტი როლი ენიჭება ფსიქოლოგიურ მომზადებას და თუ ის სათანადოდ ჩატარდა, პატარა ნებისმიერ ასაკში მინიმალური დანაკარგით ჩაეწერება ახალ სოციუმში. განვიხილოთ ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს საბავშვო ბაღში ადაპტაციის პროცესზე. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საბავშვო ბაღის რეჟიმი. კარგი იქნება, თუ მას ბავშვი ადრევე მიეჩვევა. არსებული რეჟიმის კორექცია ნელ-ნელა უნდა მოხდეს, ყოველ 2-3 დღეში 5-წუთიანი ცვლილებებით.  კვებისა და ძილის რეჟიმი ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ეს ნერვული სისტემის სტაბილურობას განაპირობებს. მეორე ფაქტორია საზღვრები, აკრძალვები, სასჯელი. რასაკვირველია, ოჯახში გაცილებით მეტი რამაა ნებადართული, ვიდრე საბავშვო ბაღში, თუმცა არსებობს ზოგადი წესები, რომლებიც ბავშვმა თანდათან უნდა შეითვისოს. მაგალითად, ჭამის წინ და ჭამის შემდეგ ხელებს ვიბანთ, მივირთმევთ მხოლოდ სუფრასთან, თამაშის შემდეგ სათამაშოს ადგილზე ვაბრუნებთ, ფეხსაცმელებს შემოსასვლელში თავის

ადგილას ვაწყობთ... ასეთი პატარ-პატარა წესები პატარა ბავშვს შეუმჩნევლად ამზადებენ იმ უამრავი აკრძალვისთვის, რომლებთანაც შეხება გარდაუვალია. მესამე ფაქტორია დედასთან განშორების უნარი. ის თანდათან უნდა ჩამოყალიბდეს. დედა (თუ არ მუშაობს) თანდათან უფრო და უფრო მეტი ხნით უნდა გავიდეს შინიდან და დატოვოს პატარა. აუცილებელია ჩამოყალიბდეს გაცილების რიტუალი, ხოლო ბავშვმა ირწმუნოს, რომ დედა დათქმულ დროს დაბრუნდება. პატარა ბავშვებს არ გააჩნიათ დროის შეგრძნება, საათი მათთვის არაფრისმთქმელია, ამიტომ ბავშვს დაბრუნების დრო ქმედებების მიხედვით უნდა ავუხსნათ: "მოვალ, როცა ფაფას შეჭამ; მოვალ, როცა დაღამდება..." - და ა.შ. თუ ბავშვი ისეა მიჩვეული დედასთან ერთად ყოფნას, რომ განშორება ძალიან უჭირს, თავდაპირველად ის ოთახში უნდა დავტოვოთ მარტო, შემდეგ პურზე წავიდეთ და განშორების ხანგრძლივობა ასე, თანდათან გავზარდოთ. მეოთხე ფაქტორი საკუთარი თავის მომსახურების ჩვევებია. 1-3 წლის ასაკში ბავშვებს აქვთ სენსორომოტორული ინტელექტი - ისინი მოძრაობის მეშვეობით აზროვნებენ. შესაბამისად, მათში დომინირებს მოძრაობითი და ემოციური მეხსიერება. ბავშვი სწრაფად სწავლობს კოვზისა და ჭიქის გამოყენებას, სკამზე აცოცებას. ამ სიტყვების წაკითხვისას ბევრმა შესაძლოა გაიფიქროს: "ეს ჩემს შვილს არ ეხება!" სინამდვილეში ეს ეხება ყველა ბავშვს. უბრალოდ, საკითხავია, აძლევთ თუ არა ბავშვს ამ ჩვევების განმტკიცების საშუალებას ანუ უფლებას, დამოუკიდებლად აძვრეს სკამზე ან ჩამოცოცდეს იქიდან, დამოუკიდებლად ჭამოს და სადილის ნახევარი მაგიდაზე დაღვაროს... იგივე შეიძლება ითქვას ჩაცმის შესახებაც: მოხერხებული შორტებისა და ფართოყელიანი მაისურის წყალობით ბავშვი ჩაცმას მალე ისწავლის. მეხუთე ფაქტორია ფსიქოლოგიური დაცვის ფორმირება. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის; როდის გრძნობენ პატარები მშობლების მხარდაჭერას და როდის უწევთ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. როგორც ხვდებით, ეს ფაქტორები ერთ დღეში ან ერთ კვირაში არ ყალიბდება. ბავშვის ფსიქიკის ტრავმირების თავიდან ასაცილებლად მომზადების პროცესი ხანგრძლივი, ბუნებრივი და მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს.

 

 

თარიღი : 13-12-2015
nino
ძალიან საინტარესო თემაა.დიდი მადლობა...
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ექიმის 5 ყველაზე მთავარი რეკომენდაცია მშობლებისთვის

ბავშვის გონებრივ განვითარებაზე ზრუნვა არანაკლებ აქტუალურია მშობლებში, ვიდრე მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
კოპიუტერული თამაშების მოყვარული ახალგაზრდების, ე.წ. გეიმერების 10 %-ს ქცევითი პრობლემები აღენიშნება. ამ დასკვნამდე მივიდნენ ოულუს უნივერსიტეტის ფსიქოლოგები. ფინელი მკვლევარები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ კატეგორიას თამაშის პერიოდების შესაბამისად განგაშისა და მელანქოლიის დონეც მომატებული აქვს,
ბავშვები, განსაკუთრებით მოზარდები, ძალიან მწვავედ განიცდიან მშობლების დაშორებას. განსაკუთრებული პრობლემა ბავშვისათვის ის არის, რომ დედის ადგილს მამის ცხოვრებაში სხვა ქალი იკავებს. აქ საჭირო ხდება ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბება ბავშვსა და დედინაცვალს შორის. როგორც უცხო ჯიშის ყვავილი არახელსაყრელ პირობებში, მამობრივი გრძნობაც იოლად ჭკნება. განქორწინების შემდეგ მამების მხოლოდ მცირე ნაწილი თუ მონაწილეობს აქტიურად შვილის აღზრდაში. სამაგიეროდ, უკვე მოზრდილი შვილები თვითონ დგამენ ნაბიჯებს მამასთან ურთიერთობის აღსადგენად. განქორწინებული მშობლების შვილების სულში რჩება მუდმივი სევდა არასრულყოფილი ოჯახის გამო. ბავშვები გრძნობენ, რომ მამის გარეშე მათი ბედნიერება სრულფასოვანი არ არის.

რა გავლენას ახდენს კლიმატი ბავშვის ჯანმრთელობაზე. კლიმატი და მისი მკვეთრი ცვლილება განსაკუთრებულად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს ან აუარესებს ზოგად მდგომარეობას ან უკვე არსებული ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას.
ზაფხულობით ხშირად დედები და ბავშვები ისე ერთობიან დასვენებით, რომ ავიწყდებათ ელემენტარული წესები, მაგალითად, ქუდის ტარება ან სათანადო რაოდენობით სითხის მიღება. შეგახსენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან წესს, რომელთა დაცვაც აუცილებელია ზაფხულის სეზონზე.
სოცილურ ქსელში ვრცელდება მამის მეტად ემოციური პოსტი საგულისხმო თემაზე:

ალბათ ყველა მშობელს განსაკუთრებულად ამახსოვრდება მომენტები: როდესაც გაიგებს რომ მალე მამა ან დედა გახდება,
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.