რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
თერმომეტრი გატყდა
თერმომეტრი გატყდა

თერმომეტრი გატყდა და ოთახში ვერცხლისწყლის პატარა ბურთულები მიმოიფანტა. საშიშია თუ არა ეს? როგორ შევკრიბოთ ვერცხლისწყალი?


საშიშია თუ არა თერმომეტრის ვერცხლისწყალი?
ვერცხლისწყალი ადვილად აქროლადი ნივთიერებაა, ის ორთქლდება. ინტენსიური აორთქლება ხდება მაშინ, როცა ტემპერატურა 18 გრადუსზე მეტია. რაც უფრო მეტად თბილა ოთახში, მით უფრო სწრაფად მიმდინარეობს აორთქლების პროცესი.

ვერცხლისწყლის ორთქლი ადვილად აღწევს ჩვენს ორგანიზმში და დროთა განმავლობაში შესაძლოა სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს, ცენტრალური ნერვული სისტემისა და თირკმელების დაზიანებაც კი. ვერცხლისწყლით მწვავე მოწამვლის ნიშნებია ძლიერი თავის ტკივილი, სასუნთქი სისტემის ანთება და დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის

მხრივ, ადვილად დაღლა, სისუსტე, აპათია. გარდა ამისა, არსებობს ვერცხლისწყლით მოწამვლის ქრონიკული ფორმა, რომლის დროსაც სიმპტომები ასეთი თვალსაჩინო არ არის, მაგრამ ვერცხლისწყლის ორთქლის ორგანიზმში მცირე კონცენტრაციით მოხვედრაც კი შეიძლება თავბრუხვევის, ადვილად დაღლის, ძილიანობის, გაღიზიანებადობის მიზეზად იქცეს. დაგვეთანხმებით, რომ ეს ჩივილები ადვილად შეიძლება აგვერიოს თუნდაც ავიტამინოზში და
შეკითხვა ექიმს
- გამარჯობათ, დღეს მქონდა სექსუალური კავშირი , პრეზერვატივით ვიცავდით თავს, პრეზერვატივი ზომით ცოტა პატარა აღმოჩნდა და ასოს მთლიანად არ ფარავდა, ცოთახნის მერე პრეზერვატივი ვეღარ ვნახეთ. ყველგან ვეძებეთ, დიდი ალბათობით საშოში ჩარჩა. ხელით ვცადე გამოღება თუმცა ვერ მოვახერხე, ისიც ვერ გავარკვიე შიგნით მაქვს თუარა. ხვალ ვაპირებ გინეკოლოგთან მისვლლას. თუშეგიძლიათ მითხრათ პრეზერვატივის გამოსაღებათ რა სახის პროცედურები იქნება საჭირო, მტკივნეულია თუარა, ქირურგიული ჩარევა დასჭირდება თუარა და ასე შემდეგ. ასევე მაინტერესებს ეგ პროცედურა დაახლოებით რა ჯდება და თუშეგიძლიათ მირჩიოთ რომელ კლინიკას მივმართო. ვარ სრულიად გამოიცდელი 20 წლის და დაახლოებით ერთი თვეა რაც დავკარგე ქალიშვილობა. ძალიან ვნერვიულობ მომხდარზე და თქვენი რჩევები ძალიან მჭირდება.
არც კი მოგვაგონდეს, რომ ცოტა ხნის წინ ოთახში თერმომეტრი გატყდა.


როგორ მოვაგროვოთ დაღვრილი ვერცხლისწყალი

  • პირველ რიგში, შენობიდან უნდა გავიყვანოთ ბავშვები, ფართოდ გავაღოთ ფანჯრები - ასე ორთქლის კონცენტრაციას შევამცირებთ.
  • ოთახის ზღურბლთან დააგეთ კალიუმის პერმანგანატის ხსნარში დასველებული იატაკის ტილო, რათა ფეხსაცმლის ლანჩებით ვერცხლისწყალი მთელ ბინაში არ მიმოფანტოთ. მართალია, ამას იატაკი შეეწირება - პერმანგანატის ხსნარის მუქი კვალი გარანტირებულია, - მაგრამ ეს ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
  • სანამ ვერცხლისწყლის წვეთების მოგროვებას დაიწყებდეთ,  მოამზადეთ შუშის ქილა ჰერმეტული სახურავით. აავსეთ წყლით ან კალიუმის პერმანგანატის 0,2%-იანი ხსნარით. შეიძლება გამოიყენოთ იოდიც. იოდი ვერცხლისწყალთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის არააქროლად ვერცხლისწყლის იოდიდს. ამ ხსნარში უნდა შეგროვდეს ვერცხლისწყალი და თერმომეტრის ნამსხვრევები.
  • სასუნთქი ორგანოები უნდა დავიცვათ სველი ნიღბით, ხოლო ხელები - რეზინის ხელთათმანებით.
  • ვერცხლისწყლის მოსაგროვებლად არ უნდა გამოვიყენოთ ცოცხი, იატაკის ჯაგრისი და მით უფრო - მტვერსასრუტი, რადგან ასე მნიშვნელოვნად გაიზრდება ჰაერში ვერცხლისწყლის კონცენტრაცია.
  • ვერცხლისწყლის ბურთები უნდა შევაგროვოთ ემპლასტროთი ან სკოტჩით. ნაკლებად მოხერხებულია ქაღალდი და პერმანგანატში დასველებული ბამბის ტამპონი. პატარა ნაწილაკები შეიძლება შევაგროვოთ სამედიცინო შპრიცით ან ოყნით.
  • ვერცხლისწყალი შეიძლება შეგროვდეს სპილენძის ფირფიტით ან მავთულითაც. სპილენძი იმ მცირერიცხოვან ლითონთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც ვერცხლს კი არ განიზიდავენ, არამედ მიიზიდავენ. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სპილენძი არ იყოს დაჟანგული. ამისთვის ლითონი ოდნავ უნდა გავფხიკოთ ზედა შრის მოსაცილებლად.
  • მას შემდეგ, რაც ვერცხლისწყალს მთლიანად შეაგროვებთ, ადგილი, სადაც იგი დაიღვარა, უნდა დაამუშაოთ კალიუმის პერმანგანატის ხსნარით. მის მოსამზადებლად 2 გრამი პერმანგანატი უნდა გახსნათ 1 ლიტრ წყალში. პერმანგანატით იატაკის დამუშავების პროცედურა რამდენჯერმე უნდა გამეორდეს, ხოლო შუალედებში აუცილებელია იატაკის გაწმენდა საპნიანი და სოდიანი წყლით (1 ლიტრ წყალზე - 50 გრამი საპონი და სოდა).
  • შეიძლება გამოიყენოთ გოგირდის ფხვნილიც. ვერცხლისწყალი რეაქციაში შედის გოგირდთან და არააქროლად და უსაფრთხო ვერცხლისწყლის სულფიდად გარდაიქმნება. ამასთან, კალიუმის პერმანგანატისგან განსხვავებით, გოგირდი არ ტოვებს ზედაპირებზე "წარუშლელ კვალს".
  • შეკრებილი ვერცხლისწყალი, ტილოები, ხელთათმანები, დასვრილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი უნდა ჩაბარდეს იმ დაწესებულებას, სადაც ვერცხლისწყალს დაამუშავებენ.
    ლ ოთახი, სადაც ვერცხლისწყალი დაიღვარა, რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა ნიავდებოდეს.


რა არ შეიძლება:

  • გატეხილი თუ გაფუჭებული თერმომერტის გადაგდება სანაგვეში და მეტადრე - ფანჯრიდან;
  • მტვერსასრუტის გამოყენება - ცხელ ჰაერთან შეხებისას ვერცხლისწყალი გაცილებით ინტენსიურად ორთქლდება და ამ დროს ჰაერში მისი კონცენტრაცია 100-ჯერ იზრდება. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს მტვერსასრუტი გადასაგდები გახდება;
  • იატაკის მოწმენდა სველი ტილოთი ან მოგვა - ასე იზრდება აორთქლების ზედაპირი, რადგან უმნიშვნელო ზემოქმედებითაც კი ვერცხლისწყალი წვრილ ბურთულებად იყოფა, რომელთა შეკრება გაცილებით ძნელია;
  • ვერცხლისწყლის კანალიზაციაში ჩაშვება - ვერცხლისწყალი მილებში ილექება, რადგან წყალზე 13-ჯერ მძიმეა და მომწამვლელ ზემოქმედებას განაგრძობს.

 

 

თარიღი : 23-02-2017
კატო
ახლა გამიტყდა თერმომეტრი ავგავე, ავწმინდე, ფანჯრებიც გავაღე ფხვნილი დავყარე იატაკზე და რამდენჯერმე კარგად ავხეხე, მერე ისევ ავწმინდე იმედია თავი დავაღწიე უბედურებას, თან ბავშვს ამ ოთახში სძინავს :(
თარიღი : 21-11-2016
Qeti
ჩემმა შვილმა ჩაკბიჩა . გადავირიეთ ყველა პანიკაში ჩავვარდით, ექიმმა კი დაგვცინა რა განერვიულებთ თუ გადაყლაპა კარგად აჭამეთ და გამოვაო.
თარიღი : 28-03-2016
nino-s
ნუ ნერვიულობ, რომ მოწამლულიყო შეატყობდი, მწვავე გულის რევა ექნებოდა , მეტალით მოწამვლამ კიდე ტვინის გასიება იცის და ძლიერი ტავის ტკივილი
თარიღი : 28-03-2016
ანო
უკვე მეორეთ გაგვიტყდა გავანიავე და იატაკი მოვწმინდე მეშინია მეც 1 წლის პატარა მყავს და იმ ოთახში დინავს
თარიღი : 28-06-2015
ნინო
ძალიან ვნერვიულობ, როგორც ბავსჰვი მეუბნება კბილი ცაუკბეჩია ტერმომეტრის თავი და გადამეყლაპაო, მაგრამ ნატეხები იქ ეყარა და ვერცხლისწყლების იქ იყო, კიდევ ტერმომეტრშიც იყო მტელ ზოლზე, რამე მოუვა ბავსჰვს? ძალიან ვნერვიულობ, ვინმემ რამე ტუ იციტ დაწერეტ რა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის შედეგად, მეცნიერების აზრით, ოთხი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად,
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრგან პატარებს ყურებს დაბადებისთანავე უხვრეტენ, ექიმები ამის გაკეთებას
დედამ ბავშვი ძიძასთან ერთად ლიფტამდე მიაცილა, პატარას დედასთან განშორება არ უნდა და ტირის. დედას ჰგონია, შვილი საიმედო ხელშია,
რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის ის სარეცხი საშუალებები, რომელსაც ოჯახში ვიყენებთ და რომელი სარეცხი საშუალება უფრო ეფექტურია?
გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) გლობალური ანგარიში – "მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა: ბავშვები ციფრულ სამყაროში" გამოაქვეყნა.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ თითქოს ყველა მშობელი დაფიქრდა შვილებთან ურთიერთობაზე,
ახლოვდება შობა-ახალი წელი და ყველა ადამიანი ფიქრობს რა საჩუქრებით გაახაროს ოჯახის წევრები თუ მეგობრები.
18 იანვარი 2018
შეკითხვა ფსიქოლოგს - ძალიან რულ სიტუაცაიში ვარ. 16 წლის ვიყავი, როცა ჩემს ცხოვრებაში საშინელება მოხდა - გამაუპატიურეს.
18 იანვარი 2018
თმის შეღებვა ან ქიმიით დახვევა ლაქტაციის პერიოდში აკრძალული არ არის, თუმცა ამ პერიოდში
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა