რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
მეცნიერების აზრით, ცხოველებით გადატანილი ჭუჭყი და ბაქტერიები ბავშვების იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს
მეცნიერების აზრით, ცხოველებით გადატანილი ჭუჭყი და ბაქტერიები ბავშვების იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს
კვლევებმა აჩვენა, რომ სახლში შინაური ცხოველების არსებობა ამცირებს ბავშვებში ალერგიისა და სიმსუქნის განვითარების რისკს. მეცნიერებმა ბავშვების ორგანიზმში ამ დაავადებებისგან დამცავი მეტი ბაქტერია აღმოაჩინეს.

კვლევაში მონაწილეობდა 746 ბავშვი. მოხალისეთა ოჯახების 70%-ს ძაღლი ჰყავდა. სპეციალისტებმა შეისწავლეს მონაწილეების განავლის ნიმუშები. მკვლევარებმა დაადგინეს,
ბავშვებს, რომლებმაც შინაური ცხოველების კანში არსებული ალერგენის ზემოქმედება განიცადეს, ორჯერ მომატებული აღმოაჩნდათ ბაქტერიების Ruminococcus და Oscillospira დონე. ისინი ალერგიისა და სიმსუქნის რისკს ამცირებს.

მეცნიერების აზრით, ცხოველებით გადატანილი ჭუჭყი და ბაქტერიები ხელს უწყობს ბავშვების იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. მკვლევარებმა ასევე გამოავლინეს, რომ სახლში შინაური ცხოველის არსებობა ამცირებდა მშობიარობის დროს В ჯგუფის სტრეპტოკოკების გადაცემის რისკს. როგორც ცნობილია, ეს ბაქტერიები ახალშობილების პნევმონიას იწვევს.


ლალი ჩხიკვაძე


კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ექიმის 5 ყველაზე მთავარი რეკომენდაცია მშობლებისთვის

ბავშვის გონებრივ განვითარებაზე ზრუნვა არანაკლებ აქტუალურია მშობლებში, ვიდრე მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
კოპიუტერული თამაშების მოყვარული ახალგაზრდების, ე.წ. გეიმერების 10 %-ს ქცევითი პრობლემები აღენიშნება. ამ დასკვნამდე მივიდნენ ოულუს უნივერსიტეტის ფსიქოლოგები. ფინელი მკვლევარები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ კატეგორიას თამაშის პერიოდების შესაბამისად განგაშისა და მელანქოლიის დონეც მომატებული აქვს,
ბავშვები, განსაკუთრებით მოზარდები, ძალიან მწვავედ განიცდიან მშობლების დაშორებას. განსაკუთრებული პრობლემა ბავშვისათვის ის არის, რომ დედის ადგილს მამის ცხოვრებაში სხვა ქალი იკავებს. აქ საჭირო ხდება ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბება ბავშვსა და დედინაცვალს შორის. როგორც უცხო ჯიშის ყვავილი არახელსაყრელ პირობებში, მამობრივი გრძნობაც იოლად ჭკნება. განქორწინების შემდეგ მამების მხოლოდ მცირე ნაწილი თუ მონაწილეობს აქტიურად შვილის აღზრდაში. სამაგიეროდ, უკვე მოზრდილი შვილები თვითონ დგამენ ნაბიჯებს მამასთან ურთიერთობის აღსადგენად. განქორწინებული მშობლების შვილების სულში რჩება მუდმივი სევდა არასრულყოფილი ოჯახის გამო. ბავშვები გრძნობენ, რომ მამის გარეშე მათი ბედნიერება სრულფასოვანი არ არის.

რა გავლენას ახდენს კლიმატი ბავშვის ჯანმრთელობაზე. კლიმატი და მისი მკვეთრი ცვლილება განსაკუთრებულად მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე, აუმჯობესებს ან აუარესებს ზოგად მდგომარეობას ან უკვე არსებული ქრონიკული დაავადებების მიმდინარეობას.
ზაფხულობით ხშირად დედები და ბავშვები ისე ერთობიან დასვენებით, რომ ავიწყდებათ ელემენტარული წესები, მაგალითად, ქუდის ტარება ან სათანადო რაოდენობით სითხის მიღება. შეგახსენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან წესს, რომელთა დაცვაც აუცილებელია ზაფხულის სეზონზე.
სოცილურ ქსელში ვრცელდება მამის მეტად ემოციური პოსტი საგულისხმო თემაზე:

ალბათ ყველა მშობელს განსაკუთრებულად ამახსოვრდება მომენტები: როდესაც გაიგებს რომ მალე მამა ან დედა გახდება,
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.