მეცნიერების აზრით, ცხოველებით გადატანილი ჭუჭყი და ბაქტერიები ბავშვების იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს
კვლევაში მონაწილეობდა 746 ბავშვი. მოხალისეთა ოჯახების 70%-ს ძაღლი ჰყავდა. სპეციალისტებმა შეისწავლეს მონაწილეების განავლის ნიმუშები. მკვლევარებმა დაადგინეს, ბავშვებს, რომლებმაც შინაური ცხოველების კანში არსებული ალერგენის ზემოქმედება განიცადეს, ორჯერ მომატებული აღმოაჩნდათ ბაქტერიების Ruminococcus და Oscillospira დონე. ისინი ალერგიისა და სიმსუქნის რისკს ამცირებს.
მეცნიერების აზრით, ცხოველებით გადატანილი ჭუჭყი და ბაქტერიები ხელს უწყობს ბავშვების იმუნიტეტის ჩამოყალიბებას. მკვლევარებმა ასევე გამოავლინეს, რომ სახლში შინაური ცხოველის არსებობა ამცირებდა მშობიარობის დროს В ჯგუფის სტრეპტოკოკების გადაცემის რისკს. როგორც ცნობილია, ეს ბაქტერიები ახალშობილების პნევმონიას იწვევს.
ლალი ჩხიკვაძე