რატომ უკრძალავენ კატეგორიულად ექიმები მშობლებს ბავშვებთან ერთად ძილს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უკრძალავენ კატეგორიულად ექიმები მშობლებს ბავშვებთან ერთად ძილს

უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი პრაქტიკა დაკავშირებულია გაგუდვის შედეგად ბავშვთა სიკვდილიანობასთან (ერთ წლამდე ასაკი).

ამერიკელი ექსპერტების განცხადებით, უკანასკნელ წლებში გაიზარდა ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვების სიკვდილიანობა. უმეტეს შემთხვევაში საწოლში მყოფი ბავშვების გარდაცვალება ხდებოდა. სპეციალისტების აზრით, მშობლები ხშირად ძილის წესებს ვერ იცავენ. ექიმები გვირჩევენ, რომ ბავშვებმა უნდა დაიძინონ რბილი სათამაშოების, ბალიშებისა და სხვა ისეთი საგნების გარეშე, რომელთაც ბავშვის მოგუდვის პროვოცირება შეუძლიათ. მატრასი უნდა იყოს ზომიერად მაგარი, თავად საწოლს კი კედელთან მჭიდროდ ნუ დავდგამთ. ამასთან ძილის დროს იდეალური მდგომარეობა ზურგზე წოლაა.

გასაგები მიზეზების გამო, მშობლების საწოლში ბავშვის დაცვა გაგუდვის მომატებული რისკ-ფაქტორებისგან რთულია. ექიმების მოსაზრებით, ბავშვმა შეიძლება დაიძინოს მშობლებთან ერთად ერთ ოთახში, მაგრამ ცალკე საწოლში. საუბარია არა მარტო ღამე ძილზე, არამედ მაშინაც, როდესაც მშობელი შემთხვევით იძინებს ბავშვთან ერთად. აღნიშნული პრაქტიკა განსაკუთრებით სახიფათოა 4 თვემდე ასაკის, ნაადრევად დაბადებული ან არასაკმარისი წონის ბავშვებისთვის.

ლალი ჩხიკვაძე