როგორ გავუკეთოთ ახალშობილს მასაჟი (ნახეთ ვიდეო) - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავუკეთოთ ახალშობილს მასაჟი (ნახეთ ვიდეო)

ახალშობილს საკმარისად არ აქვს განვითარებული სმენა და მხედველობა, ამიტომ სამყაროს ის შეიცნობს შეხებით, მასაჟი ასევე ეხმარება ემოციური სფეროს განვითარებას.

მასაჟის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ბავშვის პედიატრთან.

ვიდეო რგოლში გაგაცნობთ მასაჟის ჩატარების ძირითად წესებს და ნახავთ მისი ჩატარების ტექნიკას.

პროცედურის დაწყების წინ მოიხსენით ბეჭედი, ფრჩხილები მოკლედ გქონდეთ დაჭრილი, რომ არ მოხდეს ბავშვის ნაზი კანის ტრავმირება.

ოთახის ტემპერატურა 18-22 გრადუსი უნდა იყოს. მასაჟი უნდა გაკეთდეს სწორ ზედაპირზე.

უნდა იცოდეთ სხვაობა მშრალ მასაჟსა და ზეთით მასაჟს შორის. მშრალი მასაჟი ახურებს მხოლოდ კანს და ხშირად იწვევს მის დაზიანებას, ზეთის დახმარებით ხელი კარგად სრიალებს და მსუბუქად ახურებს კუნთებს და არა კანს.

მასაჟის დროს ახალშობილისთვის სპეციალური, ბავშვის ზეთი უნდა იყოს გამოყენებული. მცენარეული ზეთები კვებავს კანის სხვადასხვა ფენას და ანოტივებს მას, ნუ გამოიყენებთ მინერალურ და პარაფინულ ზეთებს, რომელიც ფორების დაცობას იწვევს და შედეგად ვღებულობთ კანის გაღიზიანებას.

პროცედურის დროს აუცილებლად ესაუბრეთ ბავშვს, დააწყნარეთ.

მასაჟის დროს ხელების მოძრაობის მიმართულება უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული - ქვემოდან ზემოთ, პერიფერიიდან ცენტრისკენ.

მასაჟს ვიწყებთ კიდურების მასირებით, შემდეგ გადავდივართ მუცელზე, ზურგზე, და გადაბრუნებებზე. მოძრაობა უნდა იყოს დუნე და ნაზი, სხეულის ყოველი ნაწილის მასაჟი უნდა დაიწყოთ და დაამთავროთ ხელსმით და ძალიან მსუბუქი დაფერთხვით.

ხელების მასაჟი - მსუბუქად დაფერთხეთ ხელები, დაფერთხვის შემდეგ ხელსმა ხდება ცენტრის მიმართულებით, მოძარობა გაიმეორეთ 4-5-ჯერ თითოეულ ხელზე.

შეიძლება მოსინჯოთ ხელების მსუბუქი ტრიალი ბეჭის სახსარში.

ფეხების მასაჟი -  დაფერთხეთ ფეხები, დაფერთხვის შემდეგ ხელსმა ხდება ცენტრის მიმართულებით, შემდეგ ხდება განზიდვა მენჯ-ბარძაყის სახსარში. მოძრაობა გაიმეორეთ 4-5-ჯერ თითოეულ ფეხზე.

ახალშობილს მომხრელი კუნთების ჰიპერტონუსი აქვს, ამიტომ მასაჟის დროს უნდა მოხდეს ხელების და ფეხების მომხრელების გაშლა, იყავით ფრთხილად, ბავშვი არ უნდა გიწევდეთ წინააღმდეგობას.

ტერფების მასაჟი - ფრთხილად დააწექით თითების ძირს ტერფზე, რომ თითები მოიხაროს,

მუცლის მასაჟი - გააკთეთ წრიული ხელსმა საათის ისრის მოძარობის მიმართულებით, შემდეგ შემხვედრი ხელსმა - ერთი ხელი მოძრაობს ზემოთ, მეორე - ქვემოთ, შემდეგ ხელსმა გვერდებიდან ჭიპისკენ, შემდეგ ისევ წრიული მოძრაობა.

გადავდივართ გულმკერდზე, ხელსმა ხდება ცენტრიდან მხრებისკენ და ქვემოთ.

გადაბრუნება ზურგიდან მუცელზე - ვიღებთ ერთ ფეხს, გადავატარებთ მეორეზე, ხელს ვაშველებთ ზურგს და ფრთხილად ვატრიალებთ გვერდზე, ხელებს შეიძლება არ შეეხოთ. სასურველია ეს გაკეთდეს ყოველი ჭამის წინ,

წინ ცოცვა - დააწვინეთ ბავშვი მუცელზე, ფრთხილად დაიჭირეთ ტერფები და მოუხარეთ ფეხები, პატარა ინსტიქტურად გაცოცდება წინ.

წამოწევა - თქვენი ხელის დიდი თითები მოათავსეთ ბავშვის ხელისგულებზე, მაგრად რომ ჩაგეჭიდებათ წამოწიეთ მსუბუქად მცირე სიმაღლეზე, ეს არის ზურგისა და კისრის კუნთების ვარჯიში, წამოწევა უნდა მოხდეს არა მტევნებით, არამედ წინამხრით.

ახალშობილების უმრავლესობას უფრო მეტად მოსწონს ფეხების მასაჟი, ამიტომ უკმაყოფილო რეაქციისთვის მზად უნდა იყოთ და სხეულის ზედა ნაწილის მასაჟი განსაკუთრებით ნაზად გააკეთოთ.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი კომფორტულად გრძნობდეს თავს, თუ ის ყვირის და ტირის, მაშინ პროცედურა უნდა შეწყვიტოთ ან არ გააკეთოთ კონკრეტულად ის ვარჯიში, რომელიც დისკომფორტს უქმნის.

მასაჟის შემდეგ ბავშვს ჩააცვით თბილად და მიეცით დასვენების საშუალება.