როგორ გადავაჩვიოთ პატარა ხელში დაძინებას? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გადავაჩვიოთ პატარა ხელში დაძინებას?

როგორ გადააჩვიეთ თქვენი პატარები ხელში დაძინებას?!

უკვე ძალიან მიჭირს, საკმაოდ მძიმეა.. 9 თვის მოზვინული ბიჭი მყავს რომელსაც დედიკო არ ეცოდება! :)) ერთხელაც არ დაუძინია თავისით..  "დააწვინე ცოტას იტირებს და დაიძინებს" - ეს რჩევა არ გვაწყობს, ვერ ავატირებ, მოკლედ, ცოტა დრო თუ გაქვთ, მომაყარეთ კარგი რჩევები.

გთავაზობთ რამდენიმე ფეისბუქმომხმარებლის რჩევას ამ პოსტზე:

კატო:

რით დაგამშვიდოთ, წლის და 1 თვისაა და ისევ ხელში იძინებს. (ნუ დაიწყებენ ახლა არ მიგეჩვიათ და თემები... )

არ მიმიჩვევია, თავიდან თავისით იძინებდა, მაგრამ ერთი ბედნიერი დღიდანაც ასე გადაწყვიტა და სკდებოდა ტირილით, სანამ არ ავიყვანდი, ასე რომ ვისაც არ გამოუცდია, ვერც გაიგებს. "დააწვინე ცოტას იტირებს და დაიძინებს" ეგეც ინდივიდუალურია როგორც ჩანს, იტირა, იტირა, იტირა და მაინც არ დაიძინა))))

ახლა შიგადაშიგ იძინებს, რომ მივუწვე ისე და იმედი მაქვს მალე საბოლოოდ მიეჩვევა. წარმატებებს გისურვებთ.

ნათია:

ნეტა ხელში იძინებდეს ბედნიერი ვიქნებოდი, "კალიასკაში" იძინებს და მერე გადამყავს საწოლში. სადაც მივდივარ, დაკეცილი "კალიასკა" სულ თან დამაქვს, ისე შანსი არაა, დაიძინოს - არც დღე და არც ღამე.

ნათია:

ჩემი შვილებიც ეგრე იყვნენდა წლამდე თავისით გადაეჩვივნენ. თვითონ მოითხოვეს, რომ საწოლზე დამეწვინა, მანამდე არც დამიწვენია. ეხლა მესამე მივაჩვიე ხელში დაძინებას და არც ეგ არის პრობლემა, მთავარია ბავშვმა გამოიძინოს და არ იტიროს და ვისაც საშუალება და დრო გვაქვს, რა პრობლემაა.

ეთო:

1 წლისაა თან მეორეზე ვარ ორსულად და 12 კგ-იან ბავშვს ეგრე ვაძინებ. რა აღარ ვცადე. მაგრამ ცოცხალი თავით არ იძინებს, თან ნახევარი საათი მინიმუმ უნდა ატარო და უმღერო.

mkurnali.ge

მარიამი:

მიუწექით და ხელი არ მოკიდოთ, უმღერეთ, ან კლასიკური მუსიკა ჩართეთ, იტრიალებს იტრიალებს და რამდენიმე საათში დაიძინებს. ნელ-ნელა დროს შეამცირებს და მიეჩვევა.

ქეთევანი:

პირველი ბავშვი 3 თვემდე სულ ხელში მეჭირა, მერე დავიღალე და დავაწვინე. იმის მერე აღარც დამიძინებია ხელში. ახლა მეორე თავიდანვე მივაჩვიე დაწოლას. ორივეს ვაწვენ, მივუწვები ცოტა ხანს და იძინებენ თავისით.

ახლა კი პედიატრის რჩევა მოვისმინოთ:

ხშირად ჩვევად იქცევა ხოლმე ჩაძინებაზე უარი, სანამ მშობელი პატარას არ აჭმევს და არ დაარწევს. ეს ბავშვის ბრალი არ არის - ის მშობლებმა მიაჩვიეს, რომ ძილი გარკვეული დამამშვიდებელი სიგნალების შემდეგაა საჭირო. ეს გარემოება ისევ მშობლებმა უნდა შეცვალონ.

საკმარისია, თანდათან ვცვალოთ ქცევის არასწორი სტერეოტიპები და სწორად გავატაროთ დრო დაძინების წინ. 3-6 თვიდან აუცილებელია, გადავიდეთ დღის მკვეთრ რეჟიმზე. კვება, საწოლში დაწვენა, გაღვიძება - ეს ყველაფერი ერთიან განრიგს უნდა ემორჩილებოდეს. ამის წყალობით დროთა განმავლობაში ბავშვს ჩამოუყალიბდება ჩვევა, რომელიც სწრაფად და ადვილად ჩაძინებაში დაეხმარება. რასაკვირველია, რეჟიმი არ უნდა იყოს მეტისმეტად მკაცრი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესები, თუმცა აუცილებელია მისი იზოლაცია იმ ყველაფრისაგან, რასაც მისი აღგზნება შეუძლია, ძილის წინ არ უნდა წამოიწყოთ ხმაურიანი თამაში.

ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვის დამოკიდებულება საწოლის მიმართ. ის მხოლოდ დანიშნულებისამებრ უნდა გამოვიყენოთ, ანუ კვებისა და თამაშის ადგილად არ ვაქციოთ. საწოლი ბავშვისათვის უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ ძილსა და სიმშვიდესთან. შეძლებისდაგვარად კომფორტული და სტაბილური უნდა იყოს ოთახის ტემპერატურა, განათება, ხმიანობა.

თუ ბავშვს ხელში ვარწევთ, საწოლში ჩაძინების პროცესში მყოფი უნდა ჩავაწვინოთ და არა ჩაძინებული. მერე კი მოვცილდეთ, რათა პატარამ დამოუკიდებლად დაიძინოს. ასე იქცევა დამოუკიდებლად ჩაძინება მისთვის ნორმად. თუ ღამით გაიღვიძა, მაშინაც დამოუკიდებლად დაიძინებს და მშობლების ყურადღებას აღარ მოითხოვს. სომნოლოგები ამას "თვითდამშვიდების ხელოვნებას" უწოდებენ. მოიგონეთ ძილისწინა რიტუალი და ეცადეთ, დაიცვათ ის.

ყოველი ოჯახისათვის ასეთი რიტუალი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ჩვევებზე, ბავშვის ასაკზე, ჯანმრთელობაზე. წლამდე ასაკის ბავშვისთვის ეს შეიძლება იყოს აბაზანა, დამამშვიდებელი მასაჟი, ბოლო კვება, ძილისპირული. ამ მარტივი და სასიამოვნო ყოველდღიური ქმედებების წყალობით პატარა ბავშვი 1-2 კვირაში მიეჩვევა რეჟიმს და ნაცნობი პროცედურების შემდეგ ადვილად განეწყობა ძილისათვის.