რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მაისი 2018
კითხვა-პასუხი
ფიზიკურად აქტიურები უფრო მეტად ბედნიერები არიან
ფიზიკურად აქტიურები უფრო მეტად ბედნიერები არიან
ცნობილია, რომ ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიას და შფოთვას ფსიქიკურად არასტაბილურ პირებთან. როგორ მოქმედებს სპორტი ჯანმრთელი პირების ემოციურ მდგომარეობაზე?
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს 23 სხვადასხვა სახის კვლევა, გამოიკვლიეს 1000-ზე მეტი პირის ჯანმრთელობა და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ფიზიკურ აქტივობასა და ბედნიერების განცდას შორის პირდაპირი კავშირია. საყურადღებოა, რომ ეს კანონზომიერება დაფიქსირდა სხვადასხვა ასაკის პირებთან. როგორც ახალგაზრდები (სკოლის უფროსკლასელები და სტუდენტები), ასევე ასაკოვნები (მათ შორის "სპორტული" პენსიონერები) 1,5-ჯერ უფრო ხშირად მიიჩნევდნენ თავს ბედნიერად (თვითშეფასებით), ვიდრე იმავე ასაკის "უმოძრაო პირები".

აღსანიშნავია ერთი ფაქტორიც - ასაკოვანი
პირების შემთხვევაში ბედნიერების განცდა იმავდროულად გამყარებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობითა და სოციალური სტატუსით. მეცნიერთა აზრით, განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ სპორტით დატვირთვა, თუნდაც ზომიერი ინტესივობის ფიზიკური აქტივობა, დადებით გავლენას ახდენს ემოციურ განწყობაზე ფიზიკური ნაკლის მქონე პირებთანაც კი, მაგალითად, ცერებრული დამბლის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან.
ფიზიკური აქტივობის
დროს გამოყოფილი ბედნიერების ჰორმონებისა და ორგანიზმში მიმდინარე სხვა დადებითი ძვრების შესასწავლად არაერთი კვლევაა ჩატარებული. მათი შედეგები ცალსახად ადასტურებს სპორტული აქტივობის დადებით გავლენას ემოციურ მდგომარეობასა და უშუალოდ ბედნიერების განცდაზე.

ასე რომ, ივარჯიშეთ, აიმაღლეთ გუნება-განწყობა, გახალისდით და გაბედნიერდით!

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ბევრი მონაცემია იმაზე, რომ ჭარბი წონის ადამიანებში მეტია გულსისხლაძარღვთა სისტემის დაავადებების
25-04-2018
* ნუ ივარჯიშებთ დილას, ეს ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

05-01-2018
გაეროს მოხსენების თანახმად, ფინეთი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დასახელდა. მოხსენებაში
15-03-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ველოსპორტი ინტიმური ცხოვრების გაუმჯობესების იდეალური საშუალებაა. კალიფორნიის უნივერსიტეტის
ვივარჯიშოთ შვილებთან ერთად, ხალისიანად, მხიარულად!
მეიოს კლინიკის სპეციალისტებმა ალცჰაიმერის დაავადების შემსწავლელი ცენტრის მეცნიერებთან ერთად დაადგინეს, რომ დაბერების
საოფისე სამუშაო და მჯდომარე ცხოვრების წესი დიდი დატვირთვაა ორგანიზმისთვის. ეცადეთ დღეში ერთხელ მაინც შეასრულოთ მარტივი ვარჯიშები,
ხანდაზმულმა ადამიანებმა დღეში 4000 ნაბიჯი უნდა გაიარონ. მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ფეხით სიარული
დაკარგეთ მხოლოდ 3 წუთი თითოეულ ვარჯიშზე და თქვენ საოცარ ფორმაში იქნებით!
21 მაისი 2018
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
21 მაისი 2018
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
საშიშია თუ არა ფრჩხილების დაგრძელება
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.