რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
სპორტით მამაკაცებს შეუძლიათ უნაყოფობაც კი დაძლიონ
სპორტით მამაკაცებს შეუძლიათ უნაყოფობაც კი დაძლიონ
სპორტი მამაკაცებს უნაყოფობის დაძლევაშიც კი ეხმარება - ამ დასკვნამდე ირლანდიელი მეცნიერები რამდენიმე პრაქტიკული კვლევისა და თეორიული გათვლის შემდეგ მივიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ , ანუ რომელთა ცხოვრებაშიც ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას მნიშვნელოვანი და უცვლელი ადგილი უკავია, ბევრად უფრო მაღალი ხარისხის სპერმატოზოიდები აქვთ, ვიდრე იმ პირებს, რომლებიც სპორტით საერთოდ არ არიან დაკავებულნი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი პირების შესწავლისას მეცნიერები ყურადღებას არ აქცევდნენ ცხოვრების წესს და კვების რეჟიმს ზოგადად. მკვლევარებმა ისიც შენიშნეს, რომ საუკეთესო შედეგები ფიქსირდებოდა იმ მამაკაცებთან, რომლებიც
ზომიერი ფიზიკური ვარჯიშებით იყვნენ დაკავებულნი და არა დიდი (გადამეტებული) დატვირთვებით. შედარებისთვის, სპერმატოზოიდების მოცულობა სპორტით რეგულარულად დაკავებულ პირებთან 8,3 %-ით იზრდებოდა, უჯრედული ფორმა 17,1 %-ით იმატებდა, მობილურობა კი 13, 5 %-ით. გარდა ამისა, შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევებით მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ სპორტით რეგულარულად დაკავებულ მამაკაცებს სპერმატოზოიდების კონცენტრაცია
14%-ით გაეზარდათ.

საყურადღებოა, რომ ყველა მითითებული მაჩვენებელი რეგულარული ფიზიკური დატვირთვიდან 12 დღეში უკვე ფიქსირდებოდა. სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ირლანდიელი მეცნიერები თამამად აცხადებენ, რომ სქესობრივი ცხოვრების გაუმჯობესება და ბავშვის ჩასახვა ძვირადღირებული მედიკამენტებისა და მკურნალობის ხანგრძლივი კურსის გარეშეც შესაძლებელია. სპორტით დატვირთვის მექანიზმი განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს იმ პირებთან, რომლებიც ცხოვრების უმოძრაო წესს მისდევენ.

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტმა და ბიოტექნოლოგიების ცენტრმა აზიური ფაროსანას
საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი და პირველი ლედი ღუდუშაურის კლინიკაში რჩებიან
შეკითხვა ფსიქოლოგს - საღამოს, როცა სააბაზანოში მყოფ მეუღლეს ელოდები ლოგინში ჩაწოლილი
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ზუმბა ეს არის ენერგიული, ჩამთრევი, მხიარული და ეფექტური საცეკვაო ფიტნეს-პროგრამა ლათინოამერიკულ სტილში,
სხეულის ფორმების რადიკალური ცვლილება (რასაკვირველია, უკეთესობისკენ) დღეში 4 წუთიანი ვარჯიშებითაც კი არის შესაძლებელი.
ვარჯიში აუცილებელია ბავშვისათვის, რადგან
ინტერნეტში კიმ კარდაშიანის ახალი გატაცების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია - მან სხეულის ფორმების კიდევ უფრო დასახვეწად წელის კორსეტების გამოყენება დაიწყო.
ვიდეოში ნახავთ რამდენიმე მარტივ ვარჯიშს, რომლებიც ზედმეტი ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ.
ეს ვარჯიში 22 დღეში იდეალურ ფიგურას ჩამოგიყალიბებთ
16 იანვარი 2018
საბავშო ბაღებში ჩუტყვავილას შემთხვევების რაოდენობამ იმატა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ,
17 იანვარი 2018
საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა,-ამის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური
გრიპისა და ვირუსული ინფექციების შემდეგ ხშირად მრჩება ჰაიმორიტი, რომელსაც პროპოლისის ნაყენით ვუმკლავდები, - გვწერს
კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერების დასკვინით, ადამიანებს, რომლებიც სამსახურის გამო,
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა