რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ვარჯიში ორგანიზმში ანთებითი პროცესის განვითარებას ეწინააღმდეგება
ვარჯიში ორგანიზმში ანთებითი პროცესის განვითარებას ეწინააღმდეგება
ნებისმიერი სახის ფიზიკური ვარჯიში, სირბილი თუ ძალოვანი ვარჯიში, ორგანიზმისთვის სასარგებლოა. მისი საშუალებით ორგანიზმი ანთებას ამარცხებს. როგორც ცნობილია, ანთება ტრავმაზე სხეულის ბუნებრივი, ინფექციის საწინააღმდეგოდ მიმართული პასუხია. თუმცა ქრონიკული ანთება, თავისთავად მრავალი პრობლემის გამომწვევია დიაბეტისა და გულის დაავადებების ჩათვლით.

როდესაც ადამიანი იწყებს ვარჯიშს, კუნთის უჯრედები გამოყოფენ ანთებასთან მებრძოლ ინტერლეიკინ-6-ს. ვარჯიშისას ასევე ქვეითდება ანთებითი ცილაTNF-აფას კონცენტრაცია, მუხრუჭდება ანთებითი ინტერლეიკინ-1 ბეტას სიგნალური აქტივობა, რომელიც კუჭუკანა ჯირკვალში ანთების გამომწვევია.

გამომუშავებული ინტერლეიკინ-6-ის რაოდენობის ძირითადი მაჩვენებელი ვარჯიშის ხანგრძლივობაა. რაც ხანგრძლივია, მით უკეთესია. მაგალითისათვის, 30-წუთიანი
ვარჯიში ინტერლეიკინ-6-ის დონეს 5-ჯერ ზრდის. მაგრამ მარათონის შემდეგ 100%-ით იზრდება. პიკი ვარჯიშის თითქმის ბოლოზე მოდის. ამის შემდეგ ის საწყის დონემდე ქვეითდება.

მიმდინარე ექსპერიმენტის დროს, ადამიანებში შეჰყავდათ ნაწლავის ჩხირის მოლეკულა, რაც ანთებითი ცილა TNF-აფას დონეს 2-3-ჯერ ზრდიდა. მაგრამ შეყვანამდე თუ მოხალისეები ველოტრენაჟორით ვარჯიშობდნენ სამი საათის განმავლობაში, მათში იზრდებოდა ინტერლეიკინ-6-ის დონე, რაც მათ ანთებითი ცილისგან იცავდა.

რეგულარული ვარჯიში კუნთის უჯრედებში ინტერლეიკინ-15-ის კონცენტრაციის ზრდის პროვოცირებასაც ახდენდა. აღნიშნული ცილა არეგულირებს მეტაბოლურ დაავადებასთან დკავშირებული მუცლის ქონის დაგროვებას. იმდენად, რამდენადაც აბდომინური ცხიმი ახდენს ანთების პროვოცირებას, მისი მოცულობის შემცირება ანთებასთან საბრძოლველი ეფექტური მეთოდი შეიძლება აღმოჩნდეს.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ცნობილი ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, პრობლემა მის 80 წლის დედას შეექმნა.
04-10-2017
ადელაიდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ხელოვნური დამატკბობლების ჭარბად გამოყენებამ შეიძლება იმოქმედოს შაქარზე ორგანიზმის რეაგირებაზე, რაც თავის მხრივ ზრდის ტიპი-2 დიაბეტის განვითარების რისკს.
26-09-2017
საფრანგეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის დასკვნის თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს საშიში რესპირატორული დაავადებების, როგორიცაა ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), გამოწვევა შეუძლია.
21-09-2017
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბევრი დილიდანვე მიირთმევს ყავას გამოფხიზლება-გამხნევებისა და ტონუსის მომატებისთვის. აღმოჩნდა, რომ კიბეზე ათწუთიან ასვლა-ჩამოსვლას ყავაზე მეტად გამამხნევებელი ეფექტი აქვს.
ბრიტანელ სპეციალისტთა განცხადებით, პირები, რომლებიც რეგულარულად სეირნობენ ველოსიპედით, მრავალი პათოლოგიისაგან იცავენ ორგანიზმს,
ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ის რამდენიმე ელემენტს მოიცავს: შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევების უკუგდებას, ადამიანების სიყვარულს, ცხოვრების პოზიტიურ აღქმას.

სპორტი მამაკაცებს უნაყოფობის დაძლევაშიც კი ეხმარება - ამ დასკვნამდე ირლანდიელი მეცნიერები რამდენიმე პრაქტიკული კვლევისა და თეორიული გათვლის შემდეგ მივიდნენ. როგორც მათ გაარკვიეს, მამაკაცებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ
ბრიტანელ სპეციალისტთა განცხადებით, პირები, რომლებიც რეგულარულად სეირნობენ ველოსიპედით, მრავალი პათოლოგიისაგან იცავენ ორგანიზმს, მტკიცე იმუნიტეტისა და ჯანსაღი სხეულის წყალობით კი იხანგრძლივებენ სიცოცხლეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევა ჩაატარეს.
ჰიროსკუტერი ჯანმრთელობისთვის მავნებელია. პრობლემები რამოდენიმე მიზეზის გამო იჩენს თავს.

1. თავად მოწყობილობა საკმაოდ მძიმეა. ექიმების თქმით, 15-20 კგ მასის ჰიროსკუტერის ხელით გადატანისას, ადამიანი ტვირთავს ხერხემალს.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.