კიბეზე ასვლა ყავაზე მეტად აფხიზლებს და ამხნევებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიბეზე ასვლა ყავაზე მეტად აფხიზლებს და ამხნევებს

ჯორჯიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ძილის ქრონიკული უკმარისობით შეწუხებულმა მდედრობითი სქესის სტუდენტებმა, კონკრეტულად იმ გოგონებმა, რომელთაც, დღე-ღამეში 6 საათზე ნაკლები ეძინათ.

მონაწილეები სხვადასხვა დღის განმავლობაში იღებდნენ კოფეინის შემცველ აბებსა და პლაცებოს, ასევე, 10 წუთის განმავლობაში ნელა ადიოდნენ კიბეზე (ექსპერიმენტის ფარგლებში სტუდენტი გოგონები დაახლოებით 30 სართულს გადიოდნენ). ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გარდა სტუდენტები ასრულებდნენ კოგნიტიურ ტესტებს და ავსებდნენ კითხვარებს, რომელთა წყალობითაც მათი შეგრძნება ფასდებოდა.

აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილეები გაცილებით მხნედ გრძნობდნენ თავს კიბეზე ასვლა-ჩამოსვლის შემდეგ, ვიდრე კოფეინის შემცველი აბების მიღებისას. არც ფიზიკური დატვირთვა და არც კოფეინი პრაქტიკულად არ ახდენდა გავლენას მათ მეხსიერებასა და ყურადღების კონცენტრაციაზე. თუმცა, კიბეზე ასვლა მნიშვნელოვნად ზრდიდა გოგონების შრომით მოტივაციასა და გუნება-განწყობას.

თინათინ გოცაძე