ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ასაკის ადამიანისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ასაკის ადამიანისთვის

შრომისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმს, სწორ კვებას, მოძრაობით აქტივობას, პირად ჰიგიენას, სხეულის გაკაჟებას, მავნე ჩვევების უკუგდებას, ადამიანების სიყვარულს, ცხოვრების პოზიტიურ აღქმას.

ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სხვადასხვა ფაქტორთა ზემოქმედება ამგვარად ნაწილდება: ცხოვრების წესი და პირობები – 48-50%, გარემო – 20-22%, გენეტიკური ფაქტორები – 18-20%, ჯანმრთელობის დაცვის წილი – 12-14%.

ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ფაქტორების შეფასებამ ცხადყო, რომ წამყვანია ის სოციალური გარემო, რომელშიც მას უხდება ცხოვრება.

ოჯახის მკურნალი ესაუბრა მეან-გინეკოლოგს, ნანა ჯანელიძე-ყურაშვილს, მან კი ძალიან საინტერესო რჩევები გაგვიზიარა ჯანსაღი ცხოვრების შესახებ.

- ქ-ნო ნანა, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი?

- ჯანსაღად ცხოვრება მნიშვნელოვანია. მასში თავისთავად მოიაზრება კვების რაციონის სწორად შერჩევა, ფიზიკური დასვენება, დროის სათანადოდ გადანაწილება, რა თქმა უნდა, ნაკლები სტრესული გარემო და სიმშვიდე. ამ ყველაფერს გადამწყვეტი როლი აქვს როგორც მოზრდილების, ასევე ბავშვებისთვის და მშობლები ზრუნავენ, რომ დაბადებიდან შეუქმნან ყველა ეს პირობა.

რაც შეეხება პუბერტატული პერიოდისა და გარდატეხის ასაკის მქონე გოგონებსა და ბიჭებს, მათთან ყველაზე რთულად დგას ეს საკითხი, რაც გამოწვეულია დღევანდელი გარემო ფაქტორებით. ისინი მეტად არიან დამოკიდებული ტექნიკასა და ინტერნეტსივრცეზე. ეს მათ ზღუდავს და ორგანიზმი უფრო მეტ სტრესს განიცდის, ფაქტობრივად, ფიზიკურ აქტივობას მოკლებულნი არიან, ამიტომაც ვარჯიში ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ჰარმონია არსებობდეს ორგანიზმში, გამოიყოს ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც განაპირობებენ კარგ განწყობას, ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, განაპირობებს ხარისხიან და ეფექტურ მუშაობას.

მოზარდები იშვიათად იკვებებიან სწორად: ისინი მეგობრებთან ერთად სტუმრობენ "ფასტ-ფუდის" ობიექტებს, უყვართ ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ჩიფსებითა და გაზიანი სასმელებით წახემსება. ასეთი საკვები სავსეა ცხიმით, შაქრით, კალორიებით და ნაკლებად შეიცავს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ვიტამინებსა და მინერალებს. სწორი, დაბალანსებული კვების მნიშვნელობის გაცნობიერება დაეხმარება მოზარდებს, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა, შესაბამისი წონა, გააძლიერებს მათ იმუნიტეტს და შეუმცირებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს. ბავშვები და ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ და სწორად აფასებენ ჯანსაღ და სრულფასოვან კვებას, მოზრდილ ასაკში უფრო სწორად იკვებებიან და, შესაბამისად, უფრო ძლიერი და შრომისუნარიანები არიან ცხოვრებაში.

მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესი სწორად იყოს დაგეგმილი, ანუ სწავლის, დასვენებისა და ფიზიკური აქტივობის დრო გაწერილი ჰქონდეთ. პუბერტატულ პერიოდში ფსიქიკა ძალზე ფაქიზია, ორგანიზმში მიმდინარეობს მთელი რიგი ცვლილებები. ეს სქესობრივი მომწიფების პერიოდია, როდესაც იცვლება ჰორმონული მდგომარეობა და ცხოვრების ჯანსაღ წესს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ამიტომ მშობლებს მოვუწოდებ, ამ პეროდში ბავშვებს მეტი ყურადღება დაუთმონ, აკონტროლონ და ასწავლონ მათ დასვენების, ფიზიკური და გონებრივი აქტივობის მნიშვნელობა.

- როგორია კვების როლი ჯანსაღ ცხოვრებაში?

- ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ყველა სასიცოცხლო პროცესი კვების რეჟიმსა და საკვების შემადგენლობაზეა დამოკიდებული. სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია. საკვები, რომელითაც ვიკვებებით, ხელს უწყობს ორგანიზმის ქსოვილებისა და უჯრედების განვითარებასა და მათ სისტემატურ განახლებას. საკვები ენერგიის წყაროა, რომელსაც ორგანიზმი ხარჯავს არა მარტო ფიზიკური დატვირთვისას, არამედ დასვენების დროსაც.

- მეან-გინეკოლოგის რჩევა ქალების სიჯანსაღისთვის...

- ყურადღება მინდა გავამახვილო ქალის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე. რა თქმა უნდა, აქ უპირველესად იგულისხმება ყოველგვარი მავნე ზემოქმედებისთვის თავის არიდება, მათ შორისაა თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები. თამბაქო მთელ მსოფლიოში უკვე უდიდესი პრობლემაა. ეს ის რისკფაქტორია, რომელმაც სერიოზული გავლენა შეიძლება მოახდინოს რეპროდუქციულ ფუნქციასა და ქალის კვერცხუჯრედის ხარისხზეც. ორსული ქალისთვის მოწევა იმდენად მავნებელია, რომ შეიძლება ზრდაში ჩამორჩენის სინდრომიც გამოიწვიოს და ვერ მივიღოთ ჯანმრთელი ახალშობილი.

- რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა?

- ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ასაკის ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, აქტივობა სწორად უნდა იყოს შერჩეული. ფიზიკური აქტივობა განაპირობებს ორგანიზმის, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღეს 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, რომლებსაც უმეტესად თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უწევთ დიდხანს ჯდომა. ამიტომ ვარჯიში, სუფთა ჰაერი და ნაკლები სტრესული გარემო გაცილებით ეფექტიანია საქმიანობისთვისაც და კარგი ფიზიკური მდგომარეობისთვისაც.

ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რა არის მისი ორგანიზმისთვის აუცილებელი და შეიმუშაოს ისეთი დღის განრიგი და რეჟიმი, რომელიც შრომისუნარიანობას აუმაღლებს.