ქალებს ლიბიდოს ასამაღლებლად და შარდსასქესო სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისთვის ველოსპორტს ურჩევენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალებს ლიბიდოს ასამაღლებლად და შარდსასქესო სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისთვის ველოსპორტს ურჩევენ

მეცნიერები ქალებს, ლიბიდოს ასამაღლებლად და შარდსასქესო სისტემის დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით, ველოსპორტს ურჩევენ.

როგორც კვლევამ აჩვენა, ქალებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ ველოსიპედზე, მომატებული სექსუალური ლტოლვა აღენიშნებათ.

ეს აჩვენა 3118 ქალზე დაკვირვებამ. მათი ნახევარი რეგულარულად ვარჯიშობდა ველოსიპედით. ექიმებმა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს. ყურადღება ექცეოდა ასაკს, გულსისხლძარღვთა სისტემის ზოგად მდგომარეობასა და სხეულის მასის ინდექსს. აღმოჩნდა, რომ ველოსპორტით დაკავებულ ქალებს უფრო იშვიათად აღენიშნებოდათ შარდსასქესო სისტემის ინფექციები და უფრო აქტიური სქესობრივი ცხოვრება ჰქონდათ.

სპეციალისტებმა აღნიშნული ეფექტი შემდეგნაირად ახსნეს: ცხოვრების უმოძრაო წესისას, მენჯის ორგანოებსა და გენიტალიებში აღინიშნება შეგუბება, რის შედეგადაც პათოგენური ბაქტერიები ადვილად სახლდებიან და მრავლდებიან შარდსასქესო სისტემაში. იგივე მიზეზით ქვეითდება გენიტალიების მგრძნობელობა.

ლალი ჩხიკვაძე