რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
კურორტოლოგია
მოგზაურობა ისეთი ხშირი და შორეული, როგორც ჩვენს სინამდვილეშია, ალბათ, არასდროს ყოფილა. წარუშლელ შთაბეჭდილებებსა და ტკბილ მოგონებებთან ერთად, ამ პროცესს შესაძლოა ჯანმრთელობის სხვადასხვაგვარი გართულებაც მოჰყვეს. იგულისხმება ინფექციური აგენტების – ბაქტერიებისა თუ ვირუსების ზემოქმედება ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას, ლაშქრობისა თუ სხვა აქტივობის დროს (ცურვა ან ბოლო წლებში პოპულარული ჯომარდობა) და დროებით მიძინებული ქრონიკული დაავადებები. საბედნიეროდ, ბევრი პრობლემის არიდება შეიძლება მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვით, იმუნიზაციითა (აცრი) და მგზავრობისას ელემენტარული წესების დაცვით. შევეცდებით, მოკლედ გესაუბროთ ამ საკითხების შესახებ.
მთა ბევრს უყვარს, შესაბამისად, ზღვის სანაპიროზე განცხრომას მთის კურორტზე დასვენებას ამჯობინებს. როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენ. თუმცა აქ მხოლოდ გემოვნების საკითხი როდია, მთის კურორტს განსაკუთრებული სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის. დავიწყოთ იმით, რომ მთის ჰაერი განსაკუთრებული მკურნალია. მთაში ჰაერი ყოვეთვის კრისტალურად სუფთა და თანაც ნორმაზე დაბალი სიმკვრივისაა (საზოგადოდ, დაბლობის ჰაერთან შედარებით, რომ აღარაფერი ვთქვათ ქალაქის დაბინძურებულ ჰაერზე). ამ ფაქტორთა გამოა, რომ მთაში მზის სხივები მაქსიმალურად ანეიტრალებს მავნე მიკროორგანიზმებს. დაბალი სიმკვრივის გარდა მთის ჰაერი ჟანგბადის დაბალი შემცველობითაც გამოირჩევა. მთის ჰაერში ბევრად ნაკლები ჟანგბადია, ვიდრე ზღვის სანაპიროზე არსებულში. სწორედ ეს აიძულებს ადამიანის ორგანიზმს, მის სასუნთქ, გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს განსაკუთრებულ ფუნქციობას, შესაძლებლობათა გააქტიურებას, რის გამოც ერთიანად უმჯობესდება ორგანიზმის ცხოველმყოფელობა. უფრო კონკრეტულად, აქტიურდება ძვლის ტვინი, ძლიერდება იმუნური სისტემა, იზრდება ადამიანის აქტიურობა, შრომისუნარიანობა და ზოგადი თვითშეგრძნება.
ზაფხულის დადგომისთანავე გვიზიდავს ზღვის სანაპირო, ცხელი ქვიშა და მცხუნვარე მზე. მიზეზი მარტივია: ზღვა გვხიბლავს სივრცითა და სილამაზით, ტალღების ხმაური კი გვამშვიდებს. ზღვის უკიდეგანო სივრცე გვაჯადოებს და გვამშვიდებს. სწორედ ზღვასთან ასოცირდება ყველაზე სასიამოვნო დასვენება.ზღვის წყალი შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს, პრაქტიკულად მენდელეევის მთელ ცხრილს. სწორედ ამით აიხსნება ზღვის ჰაერის სამკურნალო თვისებები, რომელიც, გარდა მაღალი ხარისხის იონიზაციისა, განთქმულია ბრომის, იოდის, ნატრიუმის ქლორიდისა და ადამიანისთვის სასარგებლო სხვა ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით. ზღვის ჰაერში არ არის ბაქტერია და მტვერი.
ნაჩვენებია მე-1 გვერ 6 - დან
სამხრეთ კორეელმა მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც ვერცხლის უმცირესი ნაწილაკები შედის. აღნიშნულ ლითონს ანტიმიკრობული თვისებები აქვს – 650 სახეობის მიკრობის განადგურება შეუძლია,
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ექიმი-დერმატოლოგი ხათუნა ღურჭუმალიძე გვირჩევს:
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
29 ნოემბერი 2016
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ვიზუალური ინფორმაცია ღრმა ძილის პროცესში ტვინში მყარდება. როდესაც ჩვენ რაღაცას ვუყურებთ, ბადურა გამოსახულებას თალამუსში გადასცემს
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
თუ არ დავიზარებთ, ყოჩაღად მოვიქცევით და ფაროსანას სახლებში გავანადგურებთ, ცხადია, გაზაფხულზე გაცილებით ნაკლები იქნება მისი რაოდენობა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების საბაკალავრო და მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ინასარიძემ განუცხადა.