სად წავიდეთ საახალწლო არდადეგებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სად წავიდეთ საახალწლო არდადეგებზე

სადაც არ უნდა წახვიდეთ ახალ წელს, შორეულ ეგზოტიკურ კუნძულებზე თუ ევროპის ყველაზე რომანტიკულ კუთხეში, მოგზაურობა ზღაპრული და განუმეორებელი იქნება. და მაინც, სათანადო ატმოსფეროსთვის აუცილებელია თოვლი, ამიტომაც ზამთარში უმრავლესობა სამთო-სათხილამურო კურორტზე დასვენებას ამჯობინებს.

ზოგი სტუმართმოყვარე იტალიის მშვენიერ ფერდობებს აირჩევს, ზოგი - ავსტრიის ყინულოვან ტრასებს, ზოგი თხილამურებს ფინურ აბანოს შეუთავსებს, ზოგი კი მშობლიური ბუნებით დატკბება. ბაკურიანში, გუდაურში, ბორჯომის ხეობის, აჭარისა და სვანეთის კურორტებზე დათოვლილ ტყეში სეირნობა, ციგებითა და თხილამურებით სრიალი მართლაც დაუვიწყარ სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.

შვეიცარიის, ავსტრიის, იტალიისა და საფრანგეთის სამთო-სათხილამურო კურორტები მართლაც შესანიშნავი ადგილებია ზამთარში დასასვენებლად. თხილამურების მოყვარულებს აქ ელით საუკეთესო ტრასები და მდიდრული ინფრასტრუქტურა. ალპური სოფლები კი მიმზიდველია ევროპული ტრადიციული კომფორტითა და სიმყუდროვით. ანდორა პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის. აქ დამსვენებლებს ხარისხიან სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. ესპანეთიც მომხიბვლელია სამთო-სათხილამურო დასვენების მოყვარულთათვის. აქაური კურორტებიდან ყველაზე პოპულარულია სიერა-ნევადა. გარდა აქტიური სპორტული დასვენებისა, ეს ქვეყანა დაუვიწყარ გართობას სთავაზობს ვიზიტორებს. სახალხო სეირნობა, კარნავალი, სიმღერები გიტარის თანხლებით, ცეკვები, შამპანური და ფეიერვერკები შობა ღამის ტრადიციული სცენარია. ბულგარეთის, სლოვაკიის, პოლონეთის, ჩეხეთისა და ჩერნოგორიის კურორტები შესანიშნავია ოჯახური დასვენებისთვის, თუ ყველა წევრს უყვარს თხილამურებით სრიალი. თუ გსურთ, ახალი წელი შუა საუკუნეების ატმოსფეროში აღნიშნოთ, წადით პრაღაში. ულამაზესი მოკირწყლული ქუჩები საშობაო ნათურებითაა განათებული, ყველგან გლინტვეინისა და ჯანჯაფილიანი ნამცხვრის სურნელი დგას. პოპულარულია ავსტრიის, საფრანგეთის, ფინეთისა და ლაპლანდიის სამთო-სათხილამურო კურორტები, ასევე - ევროპის დედაქალაქები: ტალინი, რიგა, პარიზი, რომი, სადაც ძველ ქალაქში რომანტიკულ გასეირნებას შეიძლება შეუთავსოთ საშობაო შოპინგი. თუ გნებავთ პოლარული წრის გადაკვეთა და სანტა კლაუსისთვის ხელის ჩამორთმევა, ჩრდილოეთის ციალის ნახვა, თხილამურებით სრიალი და ჩრდილოეთის ირმის მოფერება, შეგიძლიათ გაემგზავროთ ფინეთში, ლაპლანდიაში, სადაც დეკემბრის დასაწყისიდან იანვრის ბოლომდე დგას განსაკუთრებული დრო - კაამოსი, შუაღამის ბინდის სეზონი. სანტას რეზიდენცია მდებარეობს ქალაქ როვანიემის ახლოს, ზედ პოლარულ ხაზზე. ამ გეოგრაფიული და იმავდროულად ზღაპრული საზღვრის გადაკვეთისას გაჩუქებენ განსაკუთრებულ სამახსოვრო სერტიფიკატებს, რომლებიც საახალწლო არდადეგების მოსაგონრად დაგრჩებათ.


გარდა თოვლის ბაბუის რეზიდენციის მონახულებისა, ლაპლანდიაში შეგიძლიათ გაისეირნოთ მარხილით, დაისვენოთ ფინეთის სამთო-სათხილამურო კურორტებზე, რომლებიც განთქმულია არა მარტო შესანიშნავი პეიზაჟებით, არამედ მაღალი დონის სერვისითაც ოპტიმალურ ფასად. შობის დღესასწაული შესანიშნავი დროა გასტრონომიული აღმოჩენებისთვის. შვეიცარიაში საშობაო სუფრა წარმოადგენს ფრანგული, იტალიური და გერმანული სამზარეულოების იდეალურ კომბინაციას. თუ გსურთ, ისრიალოთ ავსტრიის საუკეთესო სამთო-სათხილამურო ფერდობებზე, გასინჯოთ ნამდვილი ტიროლური ღვეზელი, მოინახულოთ ევროპის უდიდესი სპა-ცენტრები, წადით ტიროლში. აქ არა მარტო კომფორტული ოტელებია, არამედ შესანიშნავად აღჭურვილი მაღალმთიანი ტრასებიც თხილამურებითა და სნოუბორდებით სასრიალოდ. ნიუ-იორკში, თაიმ-სკვერზე, ახალი წლის შეხვედრა საკმაო საფუძველია ატლანტიკის ოკეანის გადალახვისთვის. დღესასწაულზე პირდაპირ მოედანზე იმართება ულამაზესი საშობაო სპექტაკლები, ხოლო მანჰეტენის ზღაპრული მორთულობა დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ბევრს საახალწლო უქმეების ცხელ ქვეყნებში გატარება ურჩევნია. ქართველებს წლის ამ პერიოდში განსაკუთრებით ეგვიპტისკენ მიუწევთ გული. სახაალწლოდ ეგვიპტის პლაჟზე აღმოჩენა ნიშნავს საზაფხულო განწყობას და წითელი ზღვის თბილ წყალში ნებივრობას. გარდა ამისა, ზამთარში შესანიშნავი სინოპტიკური პირობებია ეგვიპტის ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლად. ასევე საინტერესო და სასიამოვნოა დასვენება მალდივის კუნძულებზე, ინდონეზიაში, ინდოეთსა და ტაილანდში. Anantara Kihavah Viillas მალდივის კუნძულებზე ნამდვილ საშობაო ზღაპარს გპირდებათ - მაღალჭერიანი ვილები მარმარილოს იატაკითა და ტროპიკული ბუნების სილამაზეში ჩაფლული საკუთარი აუზებით, უმაღლესი დონის კომფორტი და მომსახურება. წარმოიდგინეთ უკაცრიელ ტროპიკულ კუნძულზე ცხოვრება, კამკამა ცა და უკიდეგანო ჰორიზონტი, ახალი წლის შეხვედრა წყალქვეშ, შამპანურითა და გრანდიოზული გასართობით. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც გამოცდილ დაივერებს, ისე ახალბედებს. გარდა ამისა, სტუმრებს შეუძლიათ, ჩაერთონ საცეკვაო მარათონში, გასინჯონ მრავალფეროვანი მენიუ წყალქვეშა რესტორანში. საახალწლო ვახშამი 31 დეკემბერს იმართება პირდაპირ პლაჟზე, ეკვატორული ღამის საფარქვეშ, მოკიაფე ვარსკვლავების შუქზე, რაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. თუ ხმაურიანი გართობა არ გიყვართ, შეგიძლიათ გაემგზავროთ მშვიდ, კომფორტულ, მშვენიერ კუნძულ ბალიზე. მისი ერთ-ერთი კურორტია Fიველემენტს Pური Aჰიმსა, სადაც ორგანიზმის გამწმენდ-გამაჯანსაღებელ უძველეს პროგრამებს შემოგთავაზებენ. ენერგეტიკული კვება, სპეციალური მასაჟი და სპა-პროცედურები, გამაჯანსაღებელი თერაპია და საკრალური ხელოვნება - ყველაფერი ეს სტრესითა და ქაოსით გადაღლილ ადამიანს ხელმეორედ დაბადებაში ეხმარება. თუ ახალი წლის უქმეებს ისრაელში გაატარებთ, მოგეცემათ უნიკალური შანსი, მოინახულოთ ხმელთაშუა, წითელი და მკვდარი ზღვის კურორტები, იერუსალიმისა და ბეთლემის მოლოცვა კი ქრისტეშობის დღესასწაულს დაუვიწყარ მოგონებად აქცევს.