რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
მაისი 2018
კითხვა-პასუხი
როგორ უნდა იკვებოს ორსულმა მშობიარობის ნორმალური წარმართვისა და ნაყოფის განვითარებისთვის
როგორ უნდა იკვებოს ორსულმა მშობიარობის ნორმალური წარმართვისა და ნაყოფის განვითარებისთვის
ორსულთა კვების საკითხებზე გვესაუბრება და რეკომენდაციებს გვაძლევს ექიმი მეან-გინეკოლოგი ნინო ნაცვლიშვილი.
ორსულის სწორი კვება ორსულობის ნორმალური მიმდინარეობის, მშობიარობის ნორმალური წარმართვისა და ნაყოფის განვითარების მნიშვნელოვანი პირობაა.

ქალი ორსულობის პერიოდში დაახლოებით 8-12 კილოგრამს იმატებს. ორსულობის პირველი და ბოლო სამი თვის განმავლობაში წონის ჭარბმა მატებამ შესაძლოა ნაყოფის მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედოს. ორსულობის მეორე ნახევარში ქალი კვირაში საშუალოდ 300-350 გრამს უნდა იმატებდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ წონის მატება ნაყოფის (დაახლოებით 3,5კგ), საშვილოსნოსა და სანაყოფე წყლების (650-900გ), სარძევე ჯირკვლების, მოცირკულირე სისხლისა და უჯრედშორისი სითხის მოცულობის ზრდის ხარჯზე
ხდება.

ორსულობის დროს არასწორი კვება არა მარტო დედის ორგანიზმზე ახდენს ცუდ გავლენას, არამედ ნაყოფის არასწორი განვითარების მიზეზიც შეიძლება გახდეს.

ორსულობის დროს განსაკუთრებულად მატულობს ვიტამინებსა და მინერალებზე მოთხოვნილება, ამიტომაც აუცილებელია ორსულობის დროს მათი რეგულარულად მიღება. ორსულს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სჭირდება რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავა.

რკინით
მდიდარია: ხორცი, პარკოსნები, თევზი, ფოთლოვანი ბოსტნეული, კვერცხი, რძე.

ფოლიუმის მჟავა უხვადაა: პურში, პარკოსნებში, კვერცხში, ჭარხალში, კომბოსტოში, ბარდასა და პომიდორში.

კალციუმს შეიცავს: რძე და რძის ნაწარმი, კომბოსტო, მწვანილი (განსაკუთრებით ოხრახუში და კამა) და კვერცხის გული.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში ფორმირებას იწყებს ნაყოფის ორგანოები (ორგანოგენეზის პერიოდი). ორსულობის პირველ ნახევარში ორსულის კვება დიდად არ განსხვავდება ორსულობამდე კვებისაგან. პირველ ტრიმესტრში ორგანოგენეზის სწორად ფორმირებისათვის აუცილებელია ცილის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების საკმაო რაოდენობით მიღება. საუზმე დღიური რაციონის 30%-ს უნდა შეადგენდეს, ლანჩი -20%-ს, სადილი -40%-ს, ვახშამი -19%-ს. კვების რეჟიმთან ერთად აუცილებელია დასვენების სწორი რეჟიმიც.

ორსულობის მეორე ნახევარში მატულობს ცილაზე მოთხოვნილება. საუზმე დღიური რაციონის 30%-ს უნდა შეადგენდეს, ლანჩი- 15 %-ს, სადილი -40%-ს , ვახშამი- 10%-ს.

ორსულისათვის აუცილებელი და სასარგებლოა ხორცი, თევზი, კვერცხი, ნაკლებცხიმიანი რძის ნაწარმი - რძე, მაწონი, ჩუმამაწონი (იგივე კეფირი), ნაკლებმარილიანი ყველი, ხაჭო, მარცვლეულიდან წიწიბურა და შვრია, პარკოსნებიდან - ლობიო, ბარდა, სოიო, ასევე ხილი და ბოსტნეული.

ორსული უნდა ერიდოს: თამბაქოს მოწევას, კოფეინის შემცველ სასმელებს, ყავას, მაგარ ჩაის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიან სასმელებს, ასევე ჭარბ შაქარსა და მარილს, ნამცხვრებს, მარილიან პროდუქტებს (მარინადებს, მწნილებს, საწებლებს), კონსერვებს, ნახევრად შემწვარ და შებოლილ პროდუქტებს.

არასწორი კვებისა და დღიურ რაციონში ვიტამინებისა თუ მინერალების სიმცირის შემთხვევაში, ორსულმა დამატებით უნდა მიიღოს ვიტანიმებისა და მინერალების შემცველი პრეპარატები.

სწორი კვება უდიდეს როლს ასრულებს ორსულთა ტოქსიკოზის, ანემიის, ნაყოფის ჰიპოქსიის, სამშობიარო მოქმედებების ანომალიებისა და გართულებათა პროფილაქტიკაში, ამიტომ აუცილებელია მისი სწორად წარმართვა.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ტკბილეული - ნაოჭების გამომწვევი: შაქარი ჩვეულებრივ, სასიამოვნო ასოციაციის გამომწვევია: ტკბილი
15-05-2018
როგორც ცნობილია, თუთია მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასუნთქი და იმუნური სისტემების ფუნქციობაში.
02-05-2018
ყველგან და ყოველთვის წაიხემსეთ ნიგვზით და ჩირით - თხილისა და ჩირის პაკეტებს დღეს, ხშირად ნახავთ იმ
26-04-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
როგორც ცნობილია, თუთია მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასუნთქი და იმუნური სისტემების ფუნქციობაში.
ჯიპის ტიპის სასწრაფოთი მაღალმთიანი სოფლიდან გადაყვანილ მშობიარეს ვაჟი კლინიკაში მიყვანიდან 10 წუთში
ზოგადად ორსულისთვის თვითმფრინავით მგზავრობა აკრძალული არ არის, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს
ბევრმა ქალმა არ იცის, რომ არსებობს ორსულობისგან თავდაცვის ყველაზე ბუნებრივი საშუალება - ოვულაციის კალენდარი.
კვლევის თანახმად, დაახლოებით 15 000 ქალი, ორსულობის პერიოდში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. საქართველოში ქალთა
ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აზიანებს სასქესო უჯრედებს, რის გამოც არცთუ იშვიათად იბადებიან არასრულფასოვანი ბავშვები.
21 მაისი 2018
ქალის ცხოვრებაში ლიბიდო იმ რთული ქსელის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მოიცავს განვლილ სექსუალურ
21 მაისი 2018
ჩვენი სხეულის ბუნებრივი ბიორითმების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია, ბიპოლარული მოშლილობისა და
ხილის წვენი ასეთი პატარებისთვის სასარგებლო არაა. უფრო მეტიც, ამის გამო ბავშვმა შეიძლება წონაში ზედმეტად
საშიშია თუ არა ფრჩხილების დაგრძელება
ბევრ ადამიანს, რომელთაც ჩასმული კბილები აქვს, აღენიშნება სტომატიტი და პირის ღრუს სხვა სოკოვანი დაზიანება.