რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რა უნდა იცოდეს ორსულმა

 

ამ ნიშანთა უმრავლესობა ვლინდება ჩასახვიდან მე-6-8 კვირას. ერთ-ერთი უმთავრესი ჩივილი, რომელიც დისკომფორტს უქმნის ორსულს, არის გულისრევა და ღებინება. ის ორსულობის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია და I ტრიმესტრში (პირველი სამი თვის განმავლობაში) ქალების 80-85%-ს აწუხებს, თუმცა მათ უმრავლესობას (87-91%-ს) ორსულობის მე-16-20 კვირას გაუვლის. ვინაიდან გულისრევა და ღებინება მეტწილად თავისთავად გაივლის და ორსულობაზე არავითარ გავლენას არ ახდენს, მედიკამენტების დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სიმპტომატიკა ძლიერ არის გამოხატული ან მეტისმეტად შემაწუხებელია. ორსულობისას ხშირია გულძმარვაც. მისი სიხშირე ორსულობის ვადასთან ერთად იმატებს. მის შესამსუბუქებლად, უპირველეს ყოვლისა, რეკომენდებულია ზედმეტად არ დავიხაროთ, განსაკუთრებით - ჭამის შემდეგ, თავი მაღალ სასთუმალზე გვედოს და დავიცვათ დიეტა, კერძოდ, მივირთვათ ხშირად და მცირე ულუფებით, ვერიდოთ ცხიმიან და კუჭის გამაღიზიანებელ საკვებს, მაგალითად კოფეინს (შეიცავს ყავა, კოკა-კოლა, მუქი ჩაი). აუცილებლობისას შეიძლება დაინიშნოს სათანადო მედიკამენტები. ორსულობის დროს ხშირია შეკრულობაც. მის წინააღმდეგ რეკომენდებულია ბოჭკოვანი დიეტა - ხორბლის ან ჭვავის ბოჭკოების დამატება, დოზირებული ფიზიკური დატვირთვა. აუცილებლობისას ინიშნება შესაბამისი პრეპარატები. ორსულობის უკანასკნელ ტრიმესტრში ქალთა 8%-ს ჰემოროიდული დაავადება ანუ ბუასილი აღენიშნება. მისი მკურნალობა გულისხმობს დიეტის გაუმჯობესებას, საჭიროებისას - ადგილობრივი საშუალებებისა გამოყენებას. ქვედა კიდურების შეშუპებაც არანაკლებ ხშირია ორსულობის დროს. შეშუპება, რომელსაც თან არ სდევს შარდში ცილის არსებობა და ჰიპერკოაგულაცია (სისხლის შედედების უნარის მატება), მკურნალობას არ საჭიროებს. ის დაკავშირებულია საშვილოსნოს მექანიკურ ზეწოლასთან და ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონულ ძვრებთან. ხშირია ვენების ვარიკოზული გაგანიერებაც, რომლის დროსაც მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია სპეციალური ელასტიკური წინდების ტარებით, თუმცა ისინი ვენებს პროგრესული გაგანიერებისგან ვერ იცავენ. წელის ტკივილს ორსულთა 35-61% უჩივის. ქალთა 47-60%-ს ის ორსულობის მე-5-7 თვეს ეწყება. ტკივილის ინტენსივობა საღამო ხანს იმატებს. მისი მიზეზია სიმძიმის ცენტრის გადანაცვლება მუცლის სიმძიმისა და კუნთების გადაჭიმვის გამო. წელის ტკივილი შემაწუხებელია. მან შესაძლოა ქალის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ძილზეც კი მოახდინოს გავლენა, განსაკუთრებით - მესამე ტრიმესტრში. წყალში ვარჯიში მდგომარეობას ამსუბუქებს.


- როგორია ვაგინიტის ანუ საშოს ანთების მკურნალობის ტაქტიკა ორსულობისას?
- ვაგინიტის გამწვავება ორსულობის დროს საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მისი გამომწვევი აგენტის დასადგენად ტარდება საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რასაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორსულის I ვიზიტიც ითვალისწინებს. უმეტესად გვხვდება სოკოვანი ვაგინიტი. მკურნალობის საკითხი და ტაქტიკა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის, ჩივილებისა და ორსულობის ვადების გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს. ირჩევა ნაყოფისთვის  ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატები, უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ საშუალებებს. ორსულობის III ტრიმესტრში აუცილებელია საშოს სანაცია რბილი სამშობიარო გზების მოსამზადებლად.


- თქვენ ზემოთ ის ინფექციები ჩამოთვალეთ, რომლებმაც შესაძლოა ნაყოფის განვითარება შეაფერხონ. როგორია თითოეული მათგანის მნიშვნელობა ამ თვალსაზრისით?
- უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ ქლამიდიური ინფექციის როლი, მასთან დაკავშირებული რისკი. დადგენილია, რომ ორსულობის დროს ქლამიდიური ინფექციის არსებობა ზრდის ნაადრევი მშობიარობის ალბათობას და აფერხებს ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარებას.  აქტუალურია ციტომეგალოვირუსული ინფექციაც. ციტომეგალოვირუსი ჰერპესვირუსების ოჯახის წარმომადგენელია. ეს ინფექცია პირველადი ინფიცირების შემდეგ ლატენტურად, ფარულად მიმდინარეობს და თუ პაციენტის იმუნური სისტემა დათრგუნულია, შესაძლოა გააქტიურდეს. ამ ინფექციის არსებობისას ძნელი სათქმელია, რომელი ორსულობა გართულდება ნაყოფის ინფიცირებით. შეუძლებელია იმის განსაზღვრაც, რომელ ინფიცირებულ ახალშობილს ჩამოუყალიბდება მძიმე გართულებები. სამწუხაროდ, არც ვაქცინა, არც პროფილაქტიკური თერაპია ნაყოფის ინფიცირების პროფილაქტიკისთვის არ არსებობს. ყურადღებას მოითხოვს ის შემთხვევები, როდესაც დედა B ჰეპატიტის ვირუსით არის ინფიცირებული. დადგენილია, რომ ასეთ დროს დიდია ალბათობა, ბავშვი ქრონიკული ინფექციის მატარებელი გახდეს, ამიტომ დედის ინფიცირების გამოსავლენად სპეციალური სკრინინგია რეკომენდებული. საბედნიეროდ, ახალშობილის ინფიცირების პროფილაქტიკა ასიდან 95 შემთხვევაშია შესაძლებელი ვაქცინაციით ან დაბადებისთანავე იმუნოგლობულინის შეყვანით. მნიშვნელოვანი პრობლემაა C ჰეპატიტი. სადღეისოდ არსებობს მტკიცებულება, რომ დედისგან ბავშვზე მისი გადაცემის ალბათობა სისხლში ვირუსის ტიტრის მატების პირდაპირპროპორციულად იზრდება, თუმცა ზღვარი, რომელზეც ხდება ვირუსით ბავშვის დაინფიცირება, არ არის დადგენილი. როდესაც ჩ ჰეპატიტზე სკრინინგტესტის შედეგი დადებითია, ქალი სამკურნალოდ ინფექციონისტთან იგზავნება. ორსულობისას ტარდება წითურას სკრინინგიც. კვლევა არ არის მოწოდებული ნაყოფის მდგომარეობის შესაფასებლად. მისი მიზანია იმ ქალების გამოვლენა, რომელთაც წითურას საწინააღმდეგო ანტისხეულები არ გააჩნიათ, რათა მოხდეს მათი ვაქცინაცია მომავალი ორსულობის უსაფრთხოებისთვის. ორსულობის დროს წითურას ვაქცინაცია უკუნაჩვენებია პოტენციური ტერატოგენულობის გამო. ორსულობისას წითურათი დაავადება შესაძლოა ნაყოფის დაზიანებისა და ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზეზად იქცეს. ორსულის I და IV ვიზიტების დროს რეკომენდებულია ათაშანგის ანუ სიფილისის სკრინინგიც. ეს გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს ყველა ორსულს, ვინაიდან ადრეული მკურნალობა აუმჯობესებს როგორც დედის, ისე ახალშობილის ჯანმრთელობის პროგნოზს. ყველა ქალი, რომელიც ათაშანგზე დადებითი აღმოჩნდება, სამკურნალოდ სპეციალისტთან უნდა გაიგზავნოს. ათაშანგის პენიცილინით მკურნალობის ორსულობაზე არასასურველი ზემოქმედება სადღეისოდ არ არის დადასტურებული, არანამკურნალევ ორსულებში კი ახალშობილთა ინფიცირების მაჩვენებელი 70-100%-ს აღწევს. ახალშობილთა მესამედი უმწიფარი იბადება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტოქსოპლაზმოზს. პირველადი ტოქსოპლაზმოზი პარაზიტ Toxoplasma gondii-თ არის გამოწვეული. ჯანმრთელ ქალებში ის ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მწვავე ინფექციის განვითარება შესაძლოა სპონტანური აბორტის მიზეზად იქცეს. ტოქსოპლაზმოზით ინფიცირება შესაძლებელია:
* არასრულფასოვნად დამუშავებული ან უმი საკვებით - ამ დროს ორგანიზმში პარაზიტის ცოცხალი ცისტები ხვდება;
* ოოციტების მიღებით, რომელსაც კატები გამოყოფენ ან დაბინძურებულ ნიადაგსა და წყალთან კონტაქტით (მაგალითად, გაურეცხავი ხილით ან ბოსტნეულით, რომელიც კატის ფეკალიებით არის დაბინძურებული);
* დედისგან ნაყოფზე გადაცემით, როცა ქალის პირველადი ინფიცირება ორსულობის დროს ხდება.
კვლევებმა ცხადყო, რომ თერმულად არასრულფასოვნად დამუშავებული რძის პროდუქტები და დაკონსერვებული ხორცის პროდუქტები ორსულის ტოქსოპლაზმოზით დაინფიცირების ძირითადი ფაქტორებია. ნიადაგთან კონტაქტი ინფიცირებას გაცილებით იშვიათად იწვევს.

როდესაც T. gondii-სთან პირველი კონტაქტი ორსულობისას ხდება, დედისგან ნაყოფზე მისი გადაცემის ალბათობა ორსულობის ვადასთან ერთად იმატებს. იმის გამო, რომ ტოქსოპლაზმოზით პირველადი ინფიცირება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ინფიცირების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სეროლოგიური ტესტირებით. ტოქსოპლაზმოზის აღმოსაჩენად ტარდება IgG და IgM ანტისხეულების სკრინინგი. ხელმისაწვდომი კლინიკური ტესტები ვერ გვატყობინებენ, როდის მოხდა ინფიცირება - ორსულობის დროს თუ დაორსულებამდე 12 თვით ადრე. ქალებს, რომლებიც ჩასახვამდე დაინფიცირდნენ, ნაყოფზე გადაცემის რისკი არ აღენიშნებათ. ორსულმა უნდა დაიმახსოვროს, რომ ტოქსოპლაზმოზით ინფიცირების ალბათობას ამცირებს:
* ჭამამდე ხელების დაბანა;
* ხილისა და ბოსტნეულის საგულდაგულო გარეცხვა;
* საკვების საგულდაგულო თერმული დამუშავება;
* მიწასთან მუშაობის დროს ხელთათმანების გაკეთება;
* კატის ფეკალიებთან კონტაქტისთვის თავის არიდება.
ზოგადად კი ორსულობის დროს დადგენილი ჩამოთვლილი ინფექციების შესახებ უნდა ითქვას, რომ ქრონიკული ინფექციები არ არის მკურნალობის ჩვენება, ორსულობა ჩვეულებრივ გრძელდება.



თარიღი : 29-03-2017
sofio
გამარჯობათ 2016 წლის ნომებერში გამიკეთდა ფერტილოსკოპია მილების გამტარიანობაზე. ამის შემდგომ ექიმის დანიშნულების მიხედვით მე და მეუღლე გეგმიურად ვასრულებდით ყველაფერს და ანალიზების შემდგომ როდესაც უკვე გვითრხეს რომ ყველაფერი რიგზე გვქონდა ორივეს დაიგეგმა ორსულობა და სამწუხაროდ მენსტრუაცია მომივიდა 24 იანვარს როდესაც უნდა მომსვლოდა 21 იანვარს. ციკლი მაქვს ერტი კვირა დაახლოებით და ოვულაციის დგეებში ისევ დაიგეგმა ორსულობა და თებერვლის 21 რიცხვში 2 დღით მომივიდა მცირე მენსტრუაცია უმტკივნეულოდ ამის შემდგომ ერთი კვირის შემდეგ მქონდა წელის ძლიერი ტკივილები ციებ ცხელება მტელ სხეულში სისუტე ორგანიზმში უმადობა დიარეა საშჰვილოსნოს ყელის მოქაცჰვის სისმძიმის შეგრძნება რაღაცნაირი ტკივილი თუ დისკომფორტი უფერული ლორწოვანი გამონადენი 2 დღე დილის საათებში ტემპერატურა დღისით 37 და 4-5 ხაზი და ღამით 38და 4 ხაზი არანაირი ცხვირიდან გამონადენი და ხველება არ მქონია უბრალოდ წელის ძლიერი ტკივილები და მუცლის ყრუ ტკივილი ერტ ორჯერ მქონდა სულ ჩაწოლილი ვიყავი წამლები მხოლოდ პარაცეტამოლი მივიღე მაგრამ სიცხე არ იწევდა ქვემოთ თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი ეს მთელი ორი კვირის მანძილზე გრძელდებოდა ერთი კვირის შუალედით კარგად გავხდი ცოტა შემდეგ მომდევნო ციკლამდე ისევ ავად გავხდი იგივე სიმპტომით (კონტაქტი მეუღელსთან არ მქონია). მარტის 24 რიცხვში მომივიდა მენსტრუაცია და ცოტა ძალიან წვეთების სახით და შეწყდა 26 ში და 28 ში ცოტა ყავისფერი წამომივიდა და შეწყდა. ციკლის მე-5 დრეს დილიტ უზმოზე ჩავაბარე შარდის ანალიზი და რეაქცია არის მჯავე ეპითელები მომატებული ბრტყელი რაოდენობით ლეიკოციტები 5-6 და მარილები ოქსიდ.მცირე. მითხრეს ცვლილებები არისო ლაბორატორიაში და ცოტა სუნიანი გადამიგეს თირკმელებზე ექოსკოპია და ყველაფერი რიგზეა უბრალოდ შარდვა გამიხშირდა წვა არამაქვს. გადამიღეს გინეკოლოგიური აბდომინური ექოსკოპია გამოკვლევა და საშჰვილოსნო გადახრილი არის წინ გარე კონტური არაა დეფორმილი მიომეტრიუმის ექოსტრუქტურა ერთგვაროვანია. სხეულის ზომები- 44{36{35 მმ. მოცულობა 30-სმ[3. ყელი ზომებით 30[26-მმ. ენდომეტრიუმი სისქე 3.8-მმ ნორმალური ექოსტრუქტურის. მარჯვენა საკვერცხის ზომებია- 29{15 მმ.მასში ფოლიკულები 5-10 მმ. მარცხენა- 30[17მმ ფოლიკულები 5-11 მმ. დუგლასის სივრცეში სითხე არ ისახება. ოჯახის ექმითან დავეზღვიე გუშIნ 28 მარტს და მან მითხრა რომ კანის ფერი შეცვლილი მაქვს ცოტათი მოყვითალო. გუშინ ცოტათი ყელი მტკიოდა და ამ დილით ხმა შემცვალა მაგრამ ყელი ტკივილი არ მაქვს არც ცხვირიდან გამონადენი უბრალოდ მაციებს ძალიან მთელს სხეულში ხან მაცხელებს გავიზომე ტემპერატურა და 36-5 ხაზი მაქვს და მაქვს დილიდან დიარეა ისე ეს დიარეა უკვე ერთი ტვეა მაქვს დაახლოებით ძალა არამაქვს წნევა დაბალი მაქვს მთელი ამ დროის მანძილზე 90-60 უჰაერობას განვიცდი რარაც მომენტში სუნზე მაქვს რეაქციები მაქვს უმადობა და არის რაღაც საჭმელები რომლებსაც ვჭამდი და ეხლა შეხედვაც კი არ მინდა. როგორ მოვიქცე მიზეზი ვერ დამიდგინეს ორშაბათს სისხლის საერთო ანალიზი და შარდის საერთო ანალიზი დილით უნდა ჩავაბარო ისევ... ექიმო შესაძლებელია რომ ორსულობასთAნ ჰქონდეს ამ ყველაფერს კავშირი? მადლობა წინასწარ
თარიღი : 18-02-2015
პაციენტი
ეს ქალი ვის რა რჩვეას აძლევს, ნამდვილი არაპროფესიონალი! ოღონდ კარებშივე გადაგახდევინოს 40 ლარი,მეტი საფიქრალი არ აქვს! ასეთი ექიმები არ უნდა არსებობდნენ!
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სან ფრანცისკოელმა მკვლევარებმა თავის დროზე დაადგინეს, რომ ემბრიონიც და საშვილოსნოს კედლებიც გამოიმუშავებენ სპეციალურ ნივთიერებას, რომლის მეშვეობითაც ემბრიონი საშვილოსნოს გარსს ნორმალურად ემაგრება, ეს კი ნაყოფის შემდგომ განვითარებას უზრუნველყოფს.
დანიელმა გინეკოლოგებმა უჩვეულო ტენდენცია გამოავლინეს: თურმე ქალებს, რომელთა პირველი ორსულობა ბიჭის დაბადებით დასრულდა, მომდევნო ორსულობის დროს უფრო ხშირად უვითარდებათ თვითნებური აბორტი, ვიდრე გოგონების დედებს.
მეცნიერებმა შემთხვევათა 80 პროცენტში თანდაყოლილი დეფექტების (ისეთების, როგორიცაა სასის ნაპრალი, თირკმელებთან, გულთან და ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები) განვითარების მიზეზები დღემდე არ იცოდნენ. ავსტრალიელმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, რომ თანდაყოლილი დეფექტები
მასაჟის საშუალებით დუნდება კუნთები, იზრდება კანის ტონუსი, იხსნება ტკივილი, ხდება ორსულობის დროს მოდუნებული კანის ელასტიურობის აღდგენა. მანუალური ზემოქმედება აუმჯობესებს ქსოვილებში სისხლის მოდინებას და მიკროცირკულაციას.
კანზანსის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა განსაზღვრეს, როდის იწყება ადამიანის ენობრივი უნარების განვითარება. აღმოჩნდა, რომ ენა პროგრამირდება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში.
მეცნიერებმა სახლის სარეცხ და პირადი ჰიგიენის საშუალებებში ორი ნაერთი აღმოაჩინეს, რომელთაც თანდაყოლილი დეფექტების პროვოცირება შეუძლიათ. ექსპერტების ყურადღება მიიპყრო ამონიუმის ნაერთებმა. მათ ანტიმიკრობული და ანტისტატიკური თვისებები გააჩნიათ.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.