რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
ორსულობა და ხერხემალი
ორსულობა და ხერხემალი

ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში რომ კოლოსალური გარდაქმნები მიმდინარეობს, ყველამ იცის. ეს ცხრა თვე მძიმე გამოცდაა მომავალი დედის ხერხემლისთვის. არანაკლებია დატვირთვა მშობიარობის შემდეგ... რა მოსდის ორსულისა და მეძუძური დედის ხერხემალს და როგორ ავიცილოთ თავიდან მძიმე გართულებები, ამის თაობაზე მეან-გინეკოლოგი ირმა თედორაძე გვესაუბრება.


- ორსულები ხშირად პირველივე ტრიმესტრიდან უჩივიან ზურგისა და წელის ტკივილს. რა ხდება ამ დროს, რატომ განიცდის ხერხემალი ქალის ცხოვრების ამ მნიშვნელოვან პერიოდში ასეთ დატვირთვას?

- ზურგის ტკივილი ორსულობის თანმხლები ერთ-ერთი სიმპტომია. სამედიცინო სტატისტიკით, ორსულობის მე-20 კვირიდან ზურგის ტკივილს უჩივის ქალების

50%, 36-ე კვირიდან კი პრაქტიკულად ყველა ქალი. ხანგრძლივი ღერძული დატვირთვის დროს ზურგში დისკომფორტს ჯანმრთელი ადამიანიც კი გრძნობს. ნაყოფისა და საშვილოსნოს ზრდასთან ერთად ორსულის სხეულს სიმძიმის ცენტრი ეცვლება, რაც საგრძნობ გავლენას ახდენს ხერხემლის კუნთებსა და მის ანატომიურ ღერძზე. თავად ნაყოფი და სანაყოფე წყლები, რომლებიც ხერხემლის წინ
შეკითხვა ექიმს
- მაქვს ჰაერის უკმარისობა და რაღაც უცნაური შეგრძნობები სუნთქვის დროს, თითქოს ჩასუნთქვისას ჰაერი ფილტვებში არ ჩადის და მინდა, რომ ღრმად ჩავისუნთქო, შემდეგ გულ-მკერდი თითქოს თავისით მეღლება, მაგალითად, სირბილის შედეგად როგორ დაღლასაც გრძნობს ადამიანი, ზუსტად ეგრე. ასევე თითქოს მკერდში რაღაც მიმძიმდება და ეს ყველაფერი ერთბაშად მეწყება, რის შემდეგაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სადაცაა გავიგუდები. მოკლედ გამოკვლევები ჩავიტარე თითქმის ყველაფერზე და ორგანული დაავადებება არ აღმომაჩნდა. ექიმმა მითხრა, რომ ნევროზი გაქვსო, ნევროზის სხვა სიმპტომებიც მაქვს, თითქმის ყველა სიმპტომი, რაც ნევრასთენიას ახასიათებს. მოკლედ მაინტერესებს თუ ახასიათებს ნევროზს ამგვარი შეგრძნებები სუნთქვასთან დაკავშირებით და ხომ არ შეიძლება ეს ფილტვების დაავადების ბრალი იყოს?  წინასწარ გიხდით მადლობას.
არის განლაგებული, ქალის წონას საშუალოდ 15-20 კგ-ით ზრდის. ამის გამო ხერხემალი ორსულობის დროს რამდენადმე უკან გადაიხრება, რაც ვნებს სახსრებს და საკუთრივ ხერხემალს, მის მალათაშორის დისკოებს. ტკივილი, რომელსაც გრძნობს ქალი ორსულობის დროს, სახსრებისა და იოგების გარბილებით არის გამოწვეული, მათი გარბილება კი იმის ბრალია, რომ ქალის ორგანიზმი მშობიარობისთვის ემზადება.


- აისახება თუ არა წონის მატება ხერხემალზე?
- რასაკვირველია, ჭარბი წონა ხერხემლისთვის ზედმეტი დატვირთვაა.


- მართალია თუ არა, რომ ორსულობის დროს მწვავდება და წარმოიშობა ხერხემლის დაავადებები? შეიძლება, უეცრად ხერხემლის თიაქარი განვითარდეს?
- როგორც უკვე ვთქვით, ორსულობის დროს ხერხემლის დატვირთვა საგრძნობლად იზრდება. ამან მართლაც შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის ისეთი დაავადებების გამწვავება, როგორებიცაა ოსტეოქონდროზი, ხერხემლის გამრუდება, ხერხემლის მალათაშორისი დისკოების თიაქარი, და ზოგიერთი სხვა დაავადების წარმოშობა. ყოველივე ეს იწვევს ტკივილის შეგრძნებას ზურგსა და წელის მიდამოში. მაგრამ ერთბაშად არაფერი ვითარდება. მაგალითად, მალათაშორისი დისკოს თიაქარი - ეს ხერხემლის უკვე არსებული დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესის გართულებაა, ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ მისი პროვოცირება, რაშიც ბრალი მიუძღვის ქალის განსხვავებულ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.


- როგორ ხდება ორსულებში ხერხემლის პათოლოგიის დიაგნოსტირება, რომელი კვლევებია უკუნაჩვენები?
- მუცლადყოფნის ადრეულ ვადებზე ვითარდება შინაგანი ორგანოები და ნაყოფი ამ პერიოდში განსაკუთრებით მოწყვლადია, ამიტომ უკუნაჩვენებია სხივური დიაგნოსტიკის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა რენტგენოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია. მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფიის ჩატარება ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ მკაცრი ან სასიცოცხლო ჩვენებით. უსაფრთხოა ულტრასონოგრაფიული კვლევა.


- შესაძლოა თუ არა, ხერხემლის პათოლოგია ქალის უნაყოფობის მიზეზად იქცეს?
- რასაკვირველია, არა.


- შესაძლოა თუ არა, ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგია მუცლადყოფნის პერიოდთან ან დაბადებასთან იყოს დაკავშირებული?
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი პათოლოგია - როგორც ხერხემლისა, ასევე სახსრებისა და ძვლებისა - ზოგჯერ მართლაც მძიმე ორსულობასა და მშობიარობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ არსებობს სხვა მიზეზებიც, მაგალითად, გენური მუტაციები.


- რას გვეტყვით სკოლიოზის შესახებ? როგორ უნდა დაიგეგმოს ამ დროს ორსულობა? როგორ აისახება ხერხემლის პათოლოგია ორსულობასა და მშობიარობაზე?
- შვილოსნობის ასაკს მიღწეულმა ქალმა უკვე იცის, რომ სკოლიოზი აქვს - ეს დაავადება, ჩვეულებრივ, სასკოლო ასაკში ვლინდება. ყველა ქალმა, რომელსაც სკოლიოზი აქვს, დაორსულებამდე აუცილებლად უნდა გაიაროს ხერხემლის დაზიანებული ნაწილის მაგნიტურ-რეზონანსური გამოკვლევა. დაორსულებამდე იმიტომ, რომ ძლიერმა მაგნიტურმა ველმა შესაძლოა ორსულობის შეწყვეტა გამოიწვიოს. ორსულობის დაგეგმვისას ქალმა უნდა იცოდეს სკოლიოზის ხარისხი. პირველი და მეორე ხარისხის სკოლიოზის შემთხვევაში შინაგან ორგანოებზე ფუნქციური დატვირთვა არ ხდება. ეს ნიშნავს, რომ შინაგანი ორგანოები, განსაკუთრებით - გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები, ისევე მუშაობს, როგორ ჯანმრთელი ადამიანისა. მაგრამ გამოხატული - III და, მით უმეტეს, IV ხარისხის სკოლიოზის დროს აუცილებლად უნდა მოეთათბიროთ ექიმებს - მეანს, ორთოპედსა და თერაპევტს. საქმე ის არის, რომ ხერხემლის დეფორმაცია იწვევს ფილტვებისა და გულის გადანაცვლებას, რაც მათ ფუქციურ შესაძლებლობებს აქვეითებს. ორსულობის დროს დატვირთვა შესაძლოა აღემატებოდეს ორგანიზმის შესაძლებლობებს, რაც პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ქალისთვის, ისე ნაყოფისთვისაც. ზოგჯერ ხერხემლის დეფორმაცია შინაგანი ორგანოების, მათ შორის - სასქესო ორგანოთა ანომალიებს ერწყმის. მაგალითად, იცვლება საშვილოსნოს ფორმა და მდებარეობა. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჩასახვასა და ორსულობაზე.



თარიღი : 19-02-2017
თაკო
მშობიარობის მერე, ოდნავ დაღლაზე ბეჭები მტკივდება და თუ არ წამოვწექი ტკივილი გაუსაძლისი ხდება, უკვე 2 წელია ასე ვარ. ექიმმა მხოლოდ მითხრა რომ მზიმე არ ავწიო, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ მშობიარობისშემდგომი დეპრესიიდან გამოსვლას
საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვაჟი თომა მარგველაშვილი და პირველი ლედი ღუდუშაურის კლინიკაში რჩებიან
როგორც ცნობილია, იოდი ნივთიერებეთა ცვლის რეგულაციას ხელს უწყობს.
კორნელის უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ არის რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ჩანასახის ტვინის განვითარებისთვის სასარგებლოა.
რედინგის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ორსულობის დროს ღებინებას ჰორმონი
ოკლენდის უნივერსიტეტის თანამშრომლები მესამე ტრიმესტრში მყოფ ორსულებს
22 იანვარი 2018
გენეტიკა ის მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას, ანუ წინაპრების უნარს, გადასცენ თავისი ნიშან-თვისებები
19 იანვარი 2018
ლასტერის საავადმყოფოში მოხვდა 34 წლის პაციენტი, რომელიც ცდილობდა შეეკავებინა ცემინება
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა
შეკითხვა ფსიქოლოგს - ვიცი, რომ ჩემს ქმარს ჩემთვის არასდროს უღალატია და არც მიღალატებს, მაგრამ