რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ნაწლავთა პრობლემები ორსულებში
ნაწლავთა პრობლემები ორსულებში

რას უჩივის ამ დროს ორსული
- ძირითადი სიმპტომია შეკრულობა, რომელიც შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე დღეს. შესაძლოა ნაწლავების არასრული დაცლა - ფეკალური მასების გამოყოფა მცირე ულუფებით. ზოგჯერ ყაბზობას თან ახლავს ფაღარათი. ყაბზობას ხშირად ახლავს თან მუცლის ტკივილი (უმეტესად - მარცხენა ნახევრისა). არცთუ იშვიათად ტკივილი შეტევითია. ის შესაძლოა აღმოცენდეს ერთბაშად, უმიზეზოდ, ანდა ნერვიულობისა თუ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ზოგჯერ გადაეცემა წელის, უკანა ტანის, ფეხის ან სასქესო ორგანოების მიდამოში. ზოგიერთი ქალი მუცლის ტკივილთან ერთად უჩივის წვასა და ქავილის შეგრძნებას უკანა ტანის მიდამოში. ხშირია აგრეთვე გულისრევა და პირღებინება, მწარე გემო პირში, მუცლის შებერილობა, ყურყური, აირებისგან დაცლის გაძნელება.


მკურნალობა
- ორსულობისას ყაბზობის სამკურნალოდ ფსიქოთერაპიას ამჯობინებენ. სამკურნალო პრეპარატები გადადის უკანა პლანზე. სამაგიეროდ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დიეტას. პირველ რიგში, კვება უნდა იყოს რეგულარული, რაციონი - მრავალფეროვანი, საკმარისი რაოდენობით შეიცავდეს სითხეს (1,5 ლ დღეში), უჯრედისსა და პექტინურ ნივთიერებებს, რომლებიც ნაწლავებს მუშაობას აიძულებს. უჯრედისი არ გადამუშავდება - იგი იჯირჯვება, ზრდის ფეკალური მასების მოცულობას და ხელს უწყობს ნაწლავების დაცლას, ამიტომ რაციონში აუცილებლად უნდა ჩართოთ კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა, ლობიო, ბარდა, ფორთოხალი, აგრეთვე - შავი პური და ნიგოზი. ხშირად ეფექტიანია რძემჟავა პროდუქტებიც - მაწონი, კეფირი, ბურახი, მჟავე ბორშჩი. სასარგებლოა მცენარეული ზეთი: დაშლისას ის წარმოქმნის ცხიმოვან მჟავებს და აძლიერებს პერისტალტიკას. შეიძლება, ჭამამდე 30 წუთით ადრე გადაყლაპოთ 1 კოვზი ზეთი - ეს აღაგზნებს ნაწლავთა პერისტალტიკას, თავიდან აგაცილებთ შეკრულობას და შებერილობას. ერიდეთ პარკოსნებს, ყურძენს, რძეს - ეს პროდუქტები აძლიერებს ნაწლავებში აირთა წარმოქმნას. მიირთვით ცოცხალი ან ოდნავ მოხარშული ხილ-ბოსტნეული, შავი ქლიავის, ლეღვის, ჭერმის ჩირი, წვენები, რძემჟავა პროდუქტები, წიწიბურა, ხორბალი, მოხარშული ხორცი. კარგია შავი ქლიავის ნაყენი: საღამოს 100 გრამს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი, თავზე დაახურეთ და დილამდე დააყენეთ (უნდა გავიდეს 10-12 საათი). მეორე დღეს სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა ჭამამდე, ხოლო ქლიავი მიირთვით. ძალზე ეფექტურია შავი ქლიავისა და ლეღვის ნაყენიც: 10-10 ცალი ქლიავი და ლეღვი გარეცხეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, თავზე დაახურეთ და დილამდე გააჩერეთ. მიიღეთ უზმოზე; 5-5 ცალი ნაყოფი საუზმეზე მიირთვით, დანარჩენი - საღამოს. ასევე სასარგებლოა დილით, უზმოზე, ერთი ჭიქა ცივი თაფლიანი წყალი. მენიუდან ამოიღეთ შოკოლადი, ყავა, მაგარი ჩაი, კაკაო, თეთრი პური, მაღალი ხარისხის ფქვილის ნაწარმი, ლორწოვანი წვნიანები, მანანის ფაფა, შავი მოცხარი, წითელი მოცვი, შოთხვი, შაშხი, კონსერვები. ხშირად მიირთვით ხილ-ბოსტნეულის სალათები. ინგრედიენტების კომბინაცია და თანაფარდობა სურვილისამებრ ცვალეთ. გთავაზობთ რამდენიმე ნარევის რეცეპტს:

  • მოხარშული ჭარხალი, მწვანე ბარდა, ნიგოზი, მწვანილი;
  • უმი კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, მოხარშული ლობიო, ვაშლი, მწვანილი;
  • უმი სტაფილო, წითელი მოცვი, ლეღვი, ჭერმის ჩირი, მწვანილი;
  • უმი ჭარხალი, სტაფილო, შავი ქლიავი, ქიშმიში, მწვანილი;
  • რძეში დამბალი შვრიის ბურბუშელა, ვაშლი, გახეხილი სტაფილო, ნიგოზი და ზეთი;
  • შავი ქლიავი, ნესვი, წითელი მოცვის ჩირი და თაფლი;
  • ლეღვი, ვაშლი, ჭერმის ჩირი, ნიგოზი და ალოეს წვენი

აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ ძილის წინ 2-3 სუფრის კოვზი.


წამლები
- მუცლის ძლიერი შებერილობისას შეგიძლიათ მიიღოთ გვირილის, პიტნის, კამის, კვლიავის ნაყენი. მედიკამენტებიდან ნებადართულია ესპუმიზანი, ენტეროსორბენტები (კარბოლენი - აქტივირებული ნახშირი). შეიძლება ფერმენტული პრეპარატების მიღებაც, რომლებიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას (ფესტალი, პანზინორმი, მეზიმფორტე), მაგრამ ეს აუცილებლად ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. საფაღარათო საშუალებების გამოყენებას არ გირჩევთ - არსებობს ორსულობის შეწყვეტის საფრთხე. ეს ეხება არა მარტო ისეთ ძლიერმოქმედ პრეპარატებს, როგორიცაა, მაგალითად, მაგნიუმის სულფატი (ინგლისური მარილი), კარლოვი ვარის მარილი, აბუსალათინის ზეთი, არამედ სუსტებსაც - ხეჭრელას ფესვს, რევანდს, ხეშავის ნაყოფს, სინემაქის ფოთოლს. ამ პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიოს რეფლექსური ჭინთვა. გარდა ამისა, სეკრეტორული დიარეა სითხისა და ელექტროლიტების დაკარგვას, პირველ რიგში კი კალიუმის დეფიციტს - ჰიპოკალიემიას იწვევს. თუ საფაღარათო საშუალების გარეშე ფონს ვერ გახვალთ, შეარჩიეთ დიდი სიფრთხილით. აკრძალულია:

  • ანტოქინონები და დიფენილმეთანის დერივატები (ფენოლფტალეინი, ბისაკოდილი, ალოე, ნატრიუმის პიკოსულფატი) - ადუნებს გლუვ კუნთებს და თრგუნავს პერისტალტიკას. ამ ჯგუფის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელია მუტაგენური მოქმედება და გენური ტოქსიკურობა.
  • დამარბილებელი საშუალები (ვაზელინისა და სხვა მინერალური ზეთები) - დეპონირდება ნაწლავის კედელში, ღვიძლში, ელენთაში, და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვას იწვევს.

ნებადართულია:

  • ლაქტულოზის შემცველი პრეპარატები (დიუფალაკი) - მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორის მეტაბოლიზმზე, ზრდის ნაწლავის შიგთავსის ოსმოსურ წნევას, საქაროლიზური ბაქტერიების ბიომასას, შედეგად ძლიერდება პერისტალტიკა და მწყობრში დგება დეფეკაცია.

ისეთი პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას (საკვები ბოჭკო, ჰიდროფილური კოლოიდები), ორსულებისთვის ნებადართულია, ოღონდ დიდი სიფრთხილით და წყლის ბალანსის დაცვით. საქმე ის არის, რომ ამ პრეპარატებით მკურნალობისას საჭიროა სითხის უხვად მიღება, რაც არღვევს წყლის ბალანსს და იწვევს შეშუპებას, დღე-ღამეში 1,5 ლიტრზე ნაკლები სითხის მიღებისას კი ეს პრეპარატები ასრულებს სორბენტების როლს და ასევე შეშუპებას იწვევს. ამ ჯგუფის კიდევ ერთი ნაკლი ის არის, რომ ეფექტი გვიან, 10-20 დღის შემდეგ ხდება თვალსაჩინო.




კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ნორვეგიელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მღელვარება და დეპრესია სიმსივნური პათოლოგიის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, სექსისთვის საუკეთესოა ის დრო, როდესაც ტესტოსტერონის დონე მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს სისხლში. ეს კი გამთენიას 05:48 საათზე მიიღწევა. დიდ ბრიტანეთში მკვლევარებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებითაც გაირკვა, რომ
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სან ფრანცისკოელმა მკვლევარებმა თავის დროზე დაადგინეს, რომ ემბრიონიც და საშვილოსნოს კედლებიც გამოიმუშავებენ სპეციალურ ნივთიერებას, რომლის მეშვეობითაც ემბრიონი საშვილოსნოს გარსს ნორმალურად ემაგრება, ეს კი ნაყოფის შემდგომ განვითარებას უზრუნველყოფს.
დანიელმა გინეკოლოგებმა უჩვეულო ტენდენცია გამოავლინეს: თურმე ქალებს, რომელთა პირველი ორსულობა ბიჭის დაბადებით დასრულდა, მომდევნო ორსულობის დროს უფრო ხშირად უვითარდებათ თვითნებური აბორტი, ვიდრე გოგონების დედებს.
მეცნიერებმა შემთხვევათა 80 პროცენტში თანდაყოლილი დეფექტების (ისეთების, როგორიცაა სასის ნაპრალი, თირკმელებთან, გულთან და ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები) განვითარების მიზეზები დღემდე არ იცოდნენ. ავსტრალიელმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, რომ თანდაყოლილი დეფექტები
მასაჟის საშუალებით დუნდება კუნთები, იზრდება კანის ტონუსი, იხსნება ტკივილი, ხდება ორსულობის დროს მოდუნებული კანის ელასტიურობის აღდგენა. მანუალური ზემოქმედება აუმჯობესებს ქსოვილებში სისხლის მოდინებას და მიკროცირკულაციას.
კანზანსის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა განსაზღვრეს, როდის იწყება ადამიანის ენობრივი უნარების განვითარება. აღმოჩნდა, რომ ენა პროგრამირდება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში.
მეცნიერებმა სახლის სარეცხ და პირადი ჰიგიენის საშუალებებში ორი ნაერთი აღმოაჩინეს, რომელთაც თანდაყოლილი დეფექტების პროვოცირება შეუძლიათ. ექსპერტების ყურადღება მიიპყრო ამონიუმის ნაერთებმა. მათ ანტიმიკრობული და ანტისტატიკური თვისებები გააჩნიათ.
23 აგვისტო 2017
ამერიკელმა მეცნიერებმა ტვინის ვიზუალიზაციის მეთოდის გამოყენებით ჩატარებული კვლევის 46 034 მონაცემი გააანალიზეს. ქალებს ტვინის აქტივობა უფრო მაღალი აღმოაჩნდათ, ვიდრე მამაკაცებს. კერძოდ, მნიშვნელოვნად უფრო აქტიური იყო კონცენტრაციასთან, იმპულსური ქცევის კონტროლთან, განწყობასთან და ღელვასთან დაკავშირებული უბნები.
13 მარტი 2017
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
სპეციალისტები დიდხანს მუშაობას არ გვირჩევენ. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერთა განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ბევრს მუშაობენ, გულის უკმარისობის სერიოზულ საფრთხეს იქმნიან. ისინი იმავდროულად ინსულტისა და დემენციის განვითარების რისკჯგუფშიც არიან.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, ძალიან ბევრი ძილი ისევე მავნებელია, როგორც უძილობა. დამტკიცებულია, რომ ცხრა საათზე მეტი ხანგრძლივობის ძილი ღამის კოშმარებს იწვევს. ასეთი ხანგრძლივობისას, ადამიანი დროის დიდი ნაწლს სწრაფი ძილის ფაზაში ატარებს.
ქრონიკული მწეველები მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში ხშირად ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ შეიგრძნობენ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ მოწევის გამო წლების განმავლობაში ორგანიზმში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ტოქსინები) უმალ არ გამოძევდება.