რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
ნაზალური სპრეი მშობიარობის გაუტკივარებისთვის
ნაზალური სპრეი მშობიარობის გაუტკივარებისთვის
სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში დოქტორ ჯული ფლიტის მიერ შემუშავდა ნაზალური სპრეი, რომელიც მშობიარობის პროცესში ტკივილის გაყუჩებისთვის არის გამიზნული. ახალ პრეპარატს საფუძვლად უდევს ანალგეზიური (ტკივილგამაყუჩებელი) საშუალება - ფენტანილი, რომელიც არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე პეტიდინი. ეს უკანასკნელი საკმაოდ ხშირად გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება მშობიარობის დროს. ნაზალური სპრეი გაცილებით ეფექტური და მოსახერხებელია, ვიდრე ინექციები, რადგან სამკურნალო პრეპარატები სპრეის სახით ბევრად სწრაფად იწყებს მოქმედებას.

ახალი პრეპარატი უკვე გამოსცადეს ავსტრალიის ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტებზე. ქალთა 80 %-მა განაცხადა, რომ თანახმაა ერთხელ უკვე გამოცდილი საშუალება კიდევ გამოიყენოს, რადგან
ეფექტურია. ახალი ანალგეზიური საშუალების შესაბამისი დოზა ქალს თავად შეუძლია გამოიყენოს (შეისხუროს) ექიმის ან ბებია ქალის მეთვალყურეობით. როგორც ქალბატონები აღნიშნავენ, სპრეის გამოყენების შემდეგ ისინი გაცილებით ნაკლებად გრძნობდნენ გულისრევას. გარდა ამისა, აღდგენაც გაცილებით სწრაფად მიმდინარეობდა, ვიდრე სხვა შეყვანილი პრეპარატების შემდეგ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი ანალგეზიური საშუალება სულ მალე გახდება ეპიდურული ანესთეზიის ალტერნატივა და გამოყენებულ იქნება იმ შემთხვევებში, როდესაც ასეთი ანესთეზიის ჩატარება შეუძლებელია. სპრეი არც ისე ძვირი ეღირება. მისი ფასი 50 დოლარს არ გადააჭარბებს.

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სან ფრანცისკოელმა მკვლევარებმა თავის დროზე დაადგინეს, რომ ემბრიონიც და საშვილოსნოს კედლებიც გამოიმუშავებენ სპეციალურ ნივთიერებას, რომლის მეშვეობითაც ემბრიონი საშვილოსნოს გარსს ნორმალურად ემაგრება, ეს კი ნაყოფის შემდგომ განვითარებას უზრუნველყოფს.
დანიელმა გინეკოლოგებმა უჩვეულო ტენდენცია გამოავლინეს: თურმე ქალებს, რომელთა პირველი ორსულობა ბიჭის დაბადებით დასრულდა, მომდევნო ორსულობის დროს უფრო ხშირად უვითარდებათ თვითნებური აბორტი, ვიდრე გოგონების დედებს.
მეცნიერებმა შემთხვევათა 80 პროცენტში თანდაყოლილი დეფექტების (ისეთების, როგორიცაა სასის ნაპრალი, თირკმელებთან, გულთან და ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები) განვითარების მიზეზები დღემდე არ იცოდნენ. ავსტრალიელმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, რომ თანდაყოლილი დეფექტები
მასაჟის საშუალებით დუნდება კუნთები, იზრდება კანის ტონუსი, იხსნება ტკივილი, ხდება ორსულობის დროს მოდუნებული კანის ელასტიურობის აღდგენა. მანუალური ზემოქმედება აუმჯობესებს ქსოვილებში სისხლის მოდინებას და მიკროცირკულაციას.
კანზანსის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა განსაზღვრეს, როდის იწყება ადამიანის ენობრივი უნარების განვითარება. აღმოჩნდა, რომ ენა პროგრამირდება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში.
მეცნიერებმა სახლის სარეცხ და პირადი ჰიგიენის საშუალებებში ორი ნაერთი აღმოაჩინეს, რომელთაც თანდაყოლილი დეფექტების პროვოცირება შეუძლიათ. ექსპერტების ყურადღება მიიპყრო ამონიუმის ნაერთებმა. მათ ანტიმიკრობული და ანტისტატიკური თვისებები გააჩნიათ.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.