რა ელით მწეველი დედების შვილებს
ისინი მწეველი დედების 27 ახალშობილისა და 29 "არამწეველი ჩვილის" მდგომარეობას და ქცევას დაბადებიდან 48 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
მწეველი დედების ჩვილებს აღმოაჩნდათ ადვილად აგზნებადი ნერვული სისტემა, კუჭ-ნაწლავის მნიშვნელოვანი სტრესი და ნიკოტინური დამოკიდებულებაც კი. თუ ქალი ნარკოტიკებს მოიხმარს, აშშ-ის კანონმდებლობა მისთვის დედობის უფლების ჩამორთმევასაც კი ითვალისწინებს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ აუცილებელია გადაისინჯოს ის კანონებიც, რომლებიც ორსულობის დროს მწეველი ქალების პასუხისმგებლობას ეხება.
თინათინ გოცაძე