რა უნდა ჭამოს ორსულმა, რომ ბავშვი ნიჭიერი დაიბადოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ჭამოს ორსულმა, რომ ბავშვი ნიჭიერი დაიბადოს

კვერცხის გული, უცხიმო წითელი ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი, პარკოსნები, ნიგოზი და ჯვაროსანი ბოსტნეული (კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, მდოგვი, პირშუშხა, რაფსი, შალგი და სხვა) ქოლინით მდიდარი პროდუქტებია და ცალსახად ნაჩვენებია ორსულებისთვის.

დედის რაციონში ქოლინის შემცველობა დადებითად მოქმედებს შთამომავლობის კოგნიტიურ ფუნქციებზე. მეცნიერებმა გამოიკვლიეს იმ ბავშვების ტვინის მდგომარეობა, რომელთა დედებიც, ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რეკომენდებულ ნორმაზე ორჯერ მეტ ქოლინს მოიხმარდნენ.

კვლევის ფარგლებში 26 ქალი ორ ჯგუფად დაჰყვეს. ყველა ქალის რაციონი ერთნაირი იყო. ქოლინისა და სხვა საკვები ნივთიერებების მოხმარება მკაცრად კონტროლდებოდა, იმდენად, რამდენადაც ქოლინის მეტაბოლიზმი და ფუნქციონირება შეიძლება გადაიკვეთოს ვიტამინ В12, В6 და ფილიუმის მჟავას აქტივობასთან.

ამასთან ერთად, მოწმდებოდა ინფორმაციის შეფასებაში კვლევის მონაწილეთა შვილების შესაძლებლობები (ყურადღება ექცეოდა ინფორმაციის შეფასების სიჩქარესა და ვიზუალურ-სივრცით მეხსიერებას 4, 7, 10 და 13 თვის ასაკში). ზოგადად, ეს შეიძლება განიხილებოდეს ბავშვის IQ დონის განმსაზღვრელადაც. ბავშვები, რომლებიც მცირე ასაკში სწრაფად ახდენენ ინფორმაციის გადამუშავებას, როგორც წესი, ასევე სწრაფად აკეთებენ ამას მოზრდილობის პერიოდშიც.

კვლევის შედეგებით გამოვლინდა, რომ დამუშავების სიჩქარე გაცილებით მაღალი აღმოჩნდა იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც მოიხმარდნენ დღეში 930 მგრ ქოლინს. საკონტროლო ჯგუფი დღეში 480 მგრ-ს მოიხმარდა. სხვათა შორის, რეკომენდებული ნორმა დღეში 450 მგრ-ს შეადგენს. თუმცა, მიუხედავად ორსულობის დროს ქოლინის მნიშვნელოვანი მოთხოვნილებისა, ორსულების უმრავლესობა მითითებულ ნორმაზე ცოტას ღებულობს.

ლალი ჩხიკვაძე