რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
კითხვა-პასუხი
რატომ ირღვევა ციკლი

საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა ხშირად მემკვიდრეობითია. დამახასიათებელია არარეგულარული მენსტრუაცია 6 კვირაში ერთხელ ან წელიწადში რამდენიმეჯერ, პირსუტიზმი ანდროგენების მომატების ფონზე (პაციენტების 25%-ში), ცხიმოვანი ცვლის დარღვევა და მდგრადობა ინსულინის მიმართ, აკნე სახეზე, მკერდსა და ზურგზე, უნაყოფობა. საჭიროა ექოსკოპიური და ჰორმონული გამოკვლევა. ოლიგოამენორეის მქონე პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და კარცინომა, ამიტომ ექიმის ჩვენებით აუცილებელია ორალური კონტრაცეპტივების ან ჰესტაგენების მიღება მენსტრუაციის მაგვარი რეგულარული სისხლდენის აღსაძვრელად.


- მტკივნეულ მენსტრუაციაზე რას გვეტყვით?
- დისმენორეა - მტკივნეული მენსტრუაცია - არის პირველადი და მეორეული. პირველადი დისმენორეა ანუ ფუნქციური დისმენორეა ციკლურად მიმდინარე პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ორგანული ცვლილებები არ შეინიშნება. იგი აღმოცენდება მენარქეს პერიოდიდან ან ოვულაციური ციკლის ჩამოყალიბებიდან 1-2 წლის შემდეგ. მეორეული დისმენორეა, იგივე შეძენილი დისმენორეა, ორგანული დისმენორეა, გამოწვეულია შემდეგი დაავადებებით: გარეთა და შიგნითა გენიტალური ენდომეტრიოზით, საშოსა და საშვილოსნოს განვითარების მანკებით, საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებითი დაავადებებით, საშვილოსნოს მიომით, საშვილოსნოსა და მისი დანამატების სიმსივნეებით, მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესებით და სხვა. ენდომეტრიოზის დროს ტკივილებთან ერთად შეიმჩნევა მენსტრუალური სისხლის სიჭარბე, ტემპერატურისა და ედს-ის მატება. ანთებითი და ტუბერკულოზური ეტიოლოგიის დისმენორეისთვის დამახასიათებელია ტკივილის აღმოცენება მოსალოდნელ მენსტრუაციამდე 1-3 დღით ადრე, რაც გრძელდება 2-3 დღე. ანთება შესაძლოა გამოწვეული იყოს გონოკოკით, ურეაპლაზმითა და მიკოპლაზმით, ქლამიდიით. თუ დისმენორეა ტუბერკულოზური წარმოშობისაა, მისთვის დამახასიათებელია უღონობა, მუცლის ყრუ ტკივილი, რომელსაც კონკრეტული ლოკალიზაცია არ გააჩნია, განსაკუთრებით - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ტუბერკულოზური ტოქსინები აზიანებენ მორეგულირე სასქესო ცენტრებს, ანეიტრალებენ სასქესო ჰორმონებს და იწვევენ უმწიფარი ფოლიკულების ატრეზიას. მენსტრუალური ციკლის დარღვევები ამ შემთხვევაში გამოვლინდება ჰიპომენორეით, ამენორეითა და მეტრორაგიით. მკურნალობა საჭიროა როგორც სპეციფიკური, ასევე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით. თუ მკურნალობის ეს სახეები უეფექტო აღმოჩნდა, საჭიროა ლაპაროსკოპია.


- რა შეიძლება იყოს ჭარბი მენსტრუაციის მიზეზი?
- მენორაგიის ანუ ჭარბი მენსტრუაციის მიზეზი ხშირად არის საშვილოსნოს მიომა, 50%-ში - სუბმუკოზური, ასევე - საშვილოსნოსშიგა პოლიპი, სპირალი, ენდომეტრიოზი, ადენომიოზი, დისფუნქციური სისხლდენა საშვილოსნოდან, სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევა - თრომბოციტოპენია, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია.


- რას წარმოადგენს პრემენსტრუალური სინდრომი და როგორ ვუმკურნალოთ?
- პრემენსტრუალური სინდრომი მენსტრუალური სისხლდენის დარღვევაა, რომლის გამომწვევი ფაქტორებია ნეიროინფექცია, სტრესული სიტუაცია, გართულებული აბორტი და მშობიარობა, ტრავმა და ოპერაციული ჩარევა. პრემენსტრუალური სინდრომი პათოლოგიურ სიმპტომთა კომპლექსია, რომელიც ვლინდება ნეიროფსიქიკური, ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში. ძირითადად გამოყოფენ პრემენსტრუალური სინდრომის 4 ფორმას: ნეიროფსიქიკურს, შეშუპებითს, ცეფალურსა და კრიზულს. ნეიროფსიქიკურ სინდრომს ახასიათებს ემოციური ლაბილობა, გაღიზიანება, უძილობა, აგრესია, აპათია, სისუსტე, ადვილად დაღლა, მეხსიერების დაქვეითება, სექსუალური დარღვევები, შიშის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, მუცლის შებერილობა. შეშუპებითი ფორმისთვის დამახასიათებელია სახის, ტერფის, ხელის თითების შეშუპება, მასტოდინია, კანზე გამონაყარი, ქავილი, წონის მატება, შეკრულობა, სახსრებისა და თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა. ცეფალური ფორმისთვის ნიშნეულია თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, თავბრუხვევა, ტკივილი გულის არეში, უძილობა. კრიზულ ფორმას ახასიათებს არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, ტკივილები გულის არეში (ეკგ-ზე ცვლილებები არ აისახება). შეტევები ხშირად მთავრდება დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფით. როგორც წესი, კრიზი აღმოცენდება გადაღლილობის ან სტრესის ფონზე. დიაგნოსტიკის ობიექტური მეთოდები არ არსებობს. მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიას, ჰორმონთერაპიას, სედაციურ, ანტიჰისტამინურ და ჰომეოპათიურ, შარდმდენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო და სხვა საშუალებებს.

 

 



თარიღი : 05-08-2016
მაკა
ვარ 37წლის სამი თვის გათხოვილი.გათხო ებამდე მენსტურაციიული ციკლი მქონდა წესრიგში,გათხოვებიდან პირველ თვეს მენსტურაციული ციკლი ისევ იმ.რიცხვში მქონდა რაც აადრე იყო.მეორე თვეს გადამიცდა სამი დღით მესამე თვეს ექვსი დღე.ამერია ციკლი.მივმართო ექიმს თუ თვითონ ჩადგება ისევ...
თარიღი : 02-04-2015
maia
გადამიცადა, მაქვს ტკიბილები და გებინება რა შეიძლება რომ მირჩიოთ.
თარიღი : 05-03-2015
nona
4 ტვეა არ მქონია მესტრუაცია ვარ 44 ცლის გტხოვტ გამიმარტოტ რას სჰეიდლება გამოეცვია ეს
თარიღი : 19-01-2015
elene
ძუძუთი კვების დროს ციკლი უნდა გქონდეს თუ არა? გთხოვთ მიპასუხეთ.ჩემი პატარა 4 თვის არის და მე ჯერ კიდევ არ მაქვს ციკლი.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
"მკურნალი" რამდენიმე დღის წინ გატყობინებდათ, რომ ქართველი ექიმების ძალისხმევით სასიკვდილო დიაგნოზის მქონე 28 წლის მშობიარე ქალი გადარჩა.
რუსეთში, კურსკის ოლქში უპრეცენდენტო შემთხვევა დაფიქსირდა: მშობიარე ქალმა, რომელიც მშობიარობის დაწყებამდე აღრიცხვაზეც არ ყოფილა, მოულოდნელად,
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ახალგაზრდა, 2 შვილის დედა და ავერსის კლინიკაში
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია გულისხმობს ქალის საშვილოსნოში სპერმის ხელოვნურად შეყვანას. ეს მარტივი, უმტკივნეულო პროცედურა
მენოპაუზის ფაზაში შესულ ქალებს, მომავალში შესაძლოა ჰორმონული პრეპარატები
საშვილოსნოსგარე ორსულობა საშიში მდგომარეობაა, რაც გინეკოლოგიურ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია. ორსულობათა დაახლოებით 2% გარე ორსულობაა.
22 იანვარი 2018
გენეტიკა ის მეცნიერებაა, რომელიც შეისწავლის მემკვიდრეობითობას, ანუ წინაპრების უნარს, გადასცენ თავისი ნიშან-თვისებები
19 იანვარი 2018
ლასტერის საავადმყოფოში მოხვდა 34 წლის პაციენტი, რომელიც ცდილობდა შეეკავებინა ცემინება
ავადმყოფობის დრ­ოს ბავშვები ხშირად კარგავენ მადას. თუმცა
შეკითხვა ფსიქოლოგს - ვიცი, რომ ჩემს ქმარს ჩემთვის არასდროს უღალატია და არც მიღალატებს, მაგრამ