რუბრიკები
ოჯახის მკურნალიs ანონსი
მენსტრუალური ციკლი: ნორმა და დარღვევა
მენსტრუალური ციკლი: ნორმა და დარღვევა

ციკლის მოსვლის მეორე დღეს ყოველთვის ვიცოდი და ვიცი ბევრი სისხლდენა, რატომ? საერთოდ ერთი კვირა ვიცი. ექოსკოპიური გამოკვლევა გავიკეთე და ყველაფერი წესრიგშია.


ციკლის დღეებში ყოველთვის აუტანელი ტკივილი მაწუხებს, გამაყუჩებლების გარეშე ვერ ვძლებ. სისხლი ძალიან ცოტა მომდის, ორ დღეში მიმთავრდება. რისი ბრალია?


მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს არა მხოლოდ სასქესო ორგანოებში (საკვერცხეებში, საშვილოსნოში) მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით, არამედ სრულიად სხვა, არასასქესო ორგანოთა სისტემაში არსებული ამა თუ იმ დაავადებითაც.

მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა მოსალოდნელია როგორც მწვავე თუ ქრონიკული ინფექციის, ასევე ენდოკრინული და ნერვული სისტემის, სისხლისა და სისხლძარღვთა ამა თუ იმ დაავადების ფონზე. ცნობილია, რომ ქალის ორგანიზმის სქესობრივი მომწიფება, მისი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების (კერძოდ, საკვერცხეების) ფუნქციობა და, საზოგადოდ, მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბება მრავალ ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის - კლიმატურ პირობებს, კვებისა და ძილის რეჟიმს, საზოგადოდ, ცხოვრების წესს, გადატანილ და მიმდინარე დაავადებებს. ისიც ცნობილია, რომ ენდოკრინული ჯირკვლების, განსაკუთრებით საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის ფუნქცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ნერვული სისტემის, სახელდობრ, მისი უმაღლესი ნაწილის - თავის ტვინის ჰემისფეროების ქერქის მდგომარეობასთან. დამადასტურებლად საკმარისია `ომის ამენორეა~ - მენსტრუაციის სრული უქონლობა, რომელიც ქალების დიდ ნაწილს ომის პერიოდში ძლიერი ფსიქიკური სტრესის ფონზე განუვითარდა. მენსტრუალური ციკლის დარღვევებიდან აღსანიშნავია: ჰიპომენორეა - მწირი მენსტრუაცია, როდესაც მენსტრუაციის დროს ცოტა სისხლი გამოიყოფა; თუ ამ დროს მენსტრუაციებს შორის ინტერვალიც გაიზარდა, მაშინ ოლიგომენორეაზე საუბრობენ; ამენორეა - მენსტრუაციის უქონლობა; პოლიმენორეა - გახშირებული მენსტრუაცია ანუ მენსტრუაციებს შორის ინტერვალის შემცირება; მენორაგია - მოჭარბებული მენსტრუაცია, როდესაც მენსტრუაციის დროს სისხლი უხვად გამოიყოფა; მენსტრუაციებს შორის ამ დროს ჩვეული ინტერვალია შენარჩუნებული; შესაძლოა გახანგრძლივდეს საკუთრივ მენსტრუაცია; დისმენორეა - მტკივნეული მენსტრუაცია. ყველა ამ დარღვევის თაობაზე მკითხველები უამრავ შეკითხვას სვამენ. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ექიმ მეან-გინეკოლოგს ნინო ნაცვლიშვილს ვესტუმრეთ.


- ქალბატონო ნინო, ფიზიოლოგიურად რამდენდღიანი შეიძლება იყოს მენსტრუალური ციკლი და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს მენსტრუალური სისხლდენა? როგორც ცნობილია, ზოგიერთს ის თითქმის ერთი კვირა უგრძელდება, ზოგს კი სულ 2-3 დღე. რაზეა ეს დამოკიდებული?
- მენსტრუაცია არის ყოველთვიური ხანმოკლე სისხლდენა საშვილოსნოდან. მენსტრუალური ფუნქცია იწყება 11-14 წლის ასაკში და მთავრდება 45-55 წლის ასაკში. მენსტრუალური ციკლი თავდაპირველად შესაძლოა არარეგულარული იყოს, მაგრამ შემდგომ როგორც ციკლის, ასევე თავად მენსტრუაციის ხანგრძლივობამ და გამონადენის რაოდენობამ უნდა მიიღოს რიტმული, რეგულარული ხასიათი. რიტმული ცვლილებები ქალის ყველა ორგანოსა და სისტემაში ხდება, მაგრამ ყველაზე აშკარად სასქესო ორგანოებშია გამოხატული. ამ ცვლილებებს ეწოდება მენსტრუალური ციკლი. მისი ხანგრძლივობა ნორმაში 21-დან 35 დღემდე მერყეობს, უმეტესად კი 28-დღიანია. მენსტრუალური სისხლდენა, ჩვეულებრივ, 3-7 დღე გრძელდება, ხოლო სისხლის დანაკარგი ამ პერიოდში არ აღემატება 50-150 მლ-ს. მენსტრუალური სისხლი უფრო მუქია, ვიდრე სისხლძარღვებში მოცირკულირე. ის არ დედდება, რაც მასში კრემენტების არსებობით აიხსნება. ასაკთან ერთად მენსტრუალური ციკლი არარეგულარულ ხასიათს იღებს. ციკლის ხანგრძლივობა, გამოყოფილი სისხლის

რაოდენობა და სხვა თავისებურებანი შესაძლოა მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც შეიცვალოს.


- როდის მიიჩნევა მენსტრუალური სისხლდენა პათოლოგიურად ხანგრძლივად? რა სიმპტომები შეიძლება ახლდეს მას და რას ეჭვობენ ასეთ დროს გინეკოლოგები?
- თუ ქალი უჩივის მოჭარბებულ სისხლდენას ან ციკლის გახანგრძლივებას, აუცილებელია ექიმ გინეკოლოგის კონსულტაცია და გინეკოლოგიური გამოკვლევა მიზეზის დასადგენად. მენსტრუალურ ფუნქციასთან დაკავშირებული მოჭარბებული სისხლდენა ხშირად გამოწვეულია ანთებითი პროცესებით, მიომური კვანძების არსებობით, საკვერცხეების ფუნქციის მოშლით. სისხლდენის გაძლიერების მიზეზი შეიძლება იყოს მექანიკური ფაქტორიც: ცხელი შხაპი, ორგანიზმის გადახურება, ცხარე საკვების, ალკოჰოლის მიღება, ფიზიკური გადატვირთვა, ემოციური გადაძაბვა, - ყოველივე ეს აძლიერებს სისხლის მოდენას მენჯის ღრუს ორგანოებში. მენსტრუაციის დასაწყისს მიიჩნევენ მენსტრუალური ციკლის პირველ დღედ. ამ დროს იწყება საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირული შრის ჩამოფცქვნა, არტერიოლების დაზიანება, რაც იწვევს კიდეც მენსტრუალურ სისხლდენას.



თარიღი : 10-07-2017
Mariko
Gamarjobat 11 wlis asakshi momivida axla 15 is var da jer kidev areuli maqvs rickvebi memgoni ertxel momivida wesit da rigit roca unda momsvloda asece tveshi bevrjer mqonia mainteresebs es yvelaferi sashishi xomaraa
თარიღი : 28-04-2017
ნატო
უკვე მესამე თვეა 2კვირა მიგრძელდება და შემდეგაც მაქვს მუქი ფერის ცოტ-ცოტა, პირველ თვეში ვიყავი ექიმთან ვიყავი ექიმთან და სოკოს წამალი დამინიშნა , შედეგი 0 , რისი ბრალი შეიძლება იყოს?
თარიღი : 24-04-2017
ნონი
გამარჯობათ. ციკლი გადამიცდა უკვე მეოთხე დღეა და ეს შესაძლოა სოკოს გამოეწვია?
თარიღი : 20-03-2017
სალი
გამარჯობათ, 28 წლის ასაკში რას შეიძლებოდა გამოეწვია მენსტრუალური ციკლის სისხლდენის ხანგრძლივობა და ოდენოდა და რა შეიძლება გავაკეთო?
თარიღი : 19-01-2017
მარი
გამარჯობათ ვარ 15 წლის და მენსტრუაცია ჯერ კიდევ არ მაქვს საშიში ხომ არაა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ხშირად ადამიანები რეალობისან შორს არსებულ მოვლენებზე შფოთავენ. მიჩიგანის უნივერსიტეტში დაამტკიცეს, რომ თუ ქაღალდზე ჩამოვწერთ შფოთვის გამომწვევი საგნებისა თუ მოვლენების სიას, შეიძლება სტრესისა და შფოთვის დონის დაქვეითება.
დემოგრაფიული უსაფრთხოების საზოგადოების დირექტორი, ირინა მედვედევა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს და კონკრეტული საკითხისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებებს სამედიცინო შეფასებას აძლევს და ქცევის გარკვეულ მომენტებს შიზოფრენიასთან აკავშირებს.
სამედიცინო ჟურნალში Pediatrics გამოქვეყნდა ამერიკელ მეცნიერთა, კერძოდ, სენტ ლუისში არსებული ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევართა დასკვნა, ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებებზე. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქათმის კვერცხს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოზარდი ორგანიზმისათვის.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომის ძირითადი სიმპტომებია არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ქალის ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონების სიჭარბე და საკვერცხის პოლიკისტოზი.
მაქს პლანკის ინსტიტუტის თანამშრომლები 32 წლის ქალს ორი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში, ყოველ 2-3 დღეში უკეთებდნენ თავის ტვინის მაგნიტურ რეზონანსულ კვლევას.
საქართველოში პირველი სახლის ტიპის სამშობიარო PINEO Luxury შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, სამშობიაროს დირექტორ ზაზა სინაურიძესთან ერთად გახსნა.
რამდენიმე მითი საშვილოსნოს მიომის შესახებ
New England Journal of Medicine იუწყება, რომ ვაგინალურმა რგოლმა აფრიკის ოთხ ქვეყანაში წარმატებით გაიარა გამოცდა.
10 წლიდან მოყოლებული, გამონადენი დამახასიათებელია ნებისმიერი ასაკის ქალისთვის. მისი საშუალებით ხდება საშოს ნორმალური ფლორის შენარჩუნება.
05 სექტემბერი 2017
ამერიკელ ექსპერტთა განმარტებით, ინტერნეტდამოკიდებულება მჭიდრო კავშირშია გაღიზიანებადობასთან, განგაშისა და შფოთვის სინდრომთან, აკვიატებულ ფიქრებსა და ქცევებთან. გარდა ამისა, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადამიანებთან ურთიერთობაზე.
07 აგვისტო 2017
ამბობენ, რომ პარტნიორის შერჩევისას ქალსა და მამაკაცს შორის ის განსხვავებაა, რომ, როგორც წესი, ქალი უფრო რაციონალური, მოხერხებული და გარკვეულ საკითხებში ცბიერიც არის მამაკაცთან შედარებით. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ მაინც იშვიათად...

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ღამის ცვლაში მუშაობა ცირკადული რითმების მარეგულირებელი ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას თრგუნავს. ამის გამო ირღვევა თავისუფალი რადიკალებით დაზიანებული დნმ-ის რეპარაციის პროცესი და იზრდება კიბოს მაპროვოცირებელი მუტაციის წარმოქმნის რისკი.
ამერიკელი მედიკოსების განცხადებით, საღეჭი რეზინის (კევის) წყალობით შესაძლოა ბევრ პაციენტს ეშველოს, მაგალითად, მათ, ვისაც მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდათ, ასევე, ქალბატონებს, რომლებსაც საკეისრო კვეთა გაუკეთდათ.
ბევრი ცუდ მეხსიერებას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა გულმავიწყობასაც აქვს თავისი პლუსები. მეცნიერების აზრით, მეხსიერების ფუნქცია ყველაფრის კი არა, მხოლოდ ფასეული ინფორმაციის შენახვაა. ამიტომ რაღაცის დავიწყება უბრალოდ აუცილებელია.