უნდა ჰქონდეს თუ არა ქალს გამონადენი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნდა ჰქონდეს თუ არა ქალს გამონადენი?

1 თვიდან 9 წლამდე ორგანიზმი ფიზიოლოგიურად ისვენებს. ამ დროს მენსტრუალური ფუნქცია ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, ქალური ჰორმონები კი იმდენად უმნიშვნელო რაოდენობით გამომუშავდება, რომ ორგანიზმზე მათი ზემოქმედება მინიმალურია.

9 წლის შემდეგ ჩნდება ლორწოვანი გამონადენი, თუმცა მუდმივად არ გამოიყოფა. მოგვაგონებს ბრინჯის ნახარშს ან უმი კვერცხის ცილას. უსუნოა. სქესობრივი მომწიფების შემდეგ გამონადენის ხასიათი ჰორმონულ ფონსა და მენსტრუალური ციკლის ფაზაზეა დამოკიდებული. მენსტრუალური ციკლის დასრულებისთანავე გამონადენი მცირდება და გამჭვირვალე ხდება, ციკლის შუაში კი იმატებს, წევადი და ლორწოვანია, მოგვაგონებს ქათმის უმი კვერცხის ლორწოს. ეს ოვულაციისა და ესტროგენების მაქსიმალური პროდუქციის სიმპტომია. მეორე ფაზაში კი გამონადენი იღებს მოთეთრო ფერს, კრემისებრ კონსისტენციას, მოგვაგონებს ბრინჯის ნახარშს და აქვს მსუბუქი მომჟაო სუნი.

ჯანმრთელ ქალს არ უნდა აწუხებდეს საშოს ქავილი და წვა, მენსტრუალური ციკლის ამ ფაზისთვის უჩვეულო გამონადენი. სეკრეტის საერთო რაოდენობა, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში გროვდება, ნორმაში არ აღემატება 1-2 მლ-ს და არ უქმნის ქალს განსაკუთრებულ დისკომფორტს. გამონადენის რაოდენობის მომატება შეინიშნება მენსტრუაციის წინ, ორსულობისას და ლოგინობის პერიოდში, სქესობრივი კონტაქტისას, გოგონებში კი ხშირია სქესობრივი მომწიფებისას.

როგორია პათოლოგიური გამონადენი?